პრეპ-ის სამიზნე ჯგუფი
ინფორმაცია პაციენტებისთვის
-
სამიზნე ჯგუფი;
-
როდის ჯობია PrEP-ის დაწყება?
-
პრეპი და ჩანაცვლებითი თერაპია;
-
როდის უნდა შეწყდეს პრეპის მიღება?
-
როგორ ჩაერთო პროგრამაში?
-
როგორ უნდა მიხვდე რომ მაღალი სარიკსო ქცევა გაქვს?
-
რა ღირს პრეპის პროგრამაში ჩართვა?
-
პრეპის პროგრამა კონფიდენციალურია?
პრეპი განკუთვნილია აივ ნეგატიური სტატუსის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც დგანან აივით ინფიცირების მაღალი რისკის წინაშე.
პრეპის პროგრამა საქართველოში 2017 წელს დაიწყო და მასში
ჩართულია 100-ზე მეტი ადამიანი.
მიუხედავად იმისა, რომ პრეპი გამოირჩევა აივ ინფიცირებისგან დაცვის მაღალი ხარისხით, არ უზრუნველყოფს დაცვას სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, შესაბამისად პრეპი გამოიყენება კომბინაციაში სხვა პროფილაქტიკურ ღონისძიებებთან ერთად.
სამიზნე ჯგუფი
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პრეპ-ის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სრულწლოვანი, აივ ნეგატიური სტატუსის მქონე მამაკაცები, რომელებსაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან და ტრანსგენდერი ქალები, მათ შორის, შემდეგი კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელი პოპულაცია
- გეი მამაკაცები;
- ბისექსუალი მამაკაცები;
- კომერციული სექს მუშაკი მამაკაცები;
- კომერციული სექს მუშაკი ტრანსგენდერი ქალები;
- გეი დისკორდანტული წყვილები;
- კომერციული სექს მუშაკი მამაკაცებისა და ტრანსგენდერი ქალების კლიენტები;
- ინექციური და სხვა სახის ნარკოტიკების მომხმარებელი მამაკაცები, რომლებსაც სქესობრივი კავშირი აქვთ მამაკაცებთან.
როდის ჯობია PrEP-ის დაწყება?
• როდესაც ხშირად არ იყენებ კონდომს;
• როდესაც გაქვს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (მათ შორის რექტალური) ;
• ჩატარებული გაქვს აივ ინფექციის პოსტ ექსპოზიციური პროფილაქტიკა (პეპ/PEP);
• გაქვს სქესობრივი კონტაქტი პირებთან, ვისი აივ სტატუსიც არ იცი;
• გაქვს სქესობრივი კონტაქტი აივ ინფიცირებულ პირთან, თუმცა არ არის ცნობილია აქვს თუ არა მას ვირუსული სუპრესია/ არანაგსაზღვრადი ვირუსული დატვირთვა;
• გაქვს ჯგუფური სექსის პრაქტიკა, რის ფონზეც მონაწილეები მოიხმარენ სხვადასხვა ტიპის ფსიქოაქტიურ ან ნარკოტიკულ საშუალებებს ინექციური ან არაინექციური გზით.
შენ არ გჭირდება პრეპი, თუკი გყავს ერთი, მუდმივი სქესობრივი
პარტნიორი, რომელსაც აქვს აივ ინფექცია, თუმცა იგი ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზეა და მისი ვირუსული დატვირთვა არაგანსაზღვრადია.
პრეპი და ჩანაცვლებითი თერაპია
დღეისათვის საქართველოში ჩანაცვლებით თერაპიაში გამოყენებულ ნარკოტიკულ საშუალებებს წარმოადგენს: ბუპრენორფინი და მეტადონი. სხვადასხვა კლინიკური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, პრეპის შემცველ ტენოფოვირსა და ამ მედიკამანტებს შორის მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების ეფექტი არ არსებობს, შესაბამისად მეტადონის და ბუპრენორფინის დოზის მორგება არ არის საჭირო. რაც შეეხება ტრუვადაში შემავალ მეორე მედიკამენტს - ემტრიციტაბინს - მისი და ჩანაცვლებითი
თერაპიის მედიკამენტებს შორის კავშირი შესწავლილი არ არის.
პრეპში ჩართვამდე პაციენტს უნდა მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ. კარგი იქნება, თუკი ექიმის გარდა ინფორმაციის მიწოდებაში ჩაერთვება თანასწორი - პირი, რომელიც მიეკუთვნება პრეპის სამიზნე ჯგუფს ან არის სოციალური მუშაკი, საველე მუშაკი ან სხვა თემის წარმომადგენელი, აქვს ზუსტი ინფორმაცია პრეპის სიკეთეების შესახებ, შეუძლია გაუზიაროს თავისი გამოცდილება, რათა
მოხდეს პაციენტის უწყვეტი მხარდაჭერა სამედიცინო დაწესებულების გარეთ.
თანასწორის დახმარება საჭიროა პრეპში ჩართვის შემდეგაც. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პაციენტების გაძლიერებული მხარდაჭერა პროგრამაში ჩართვიდან საწყის ეტაპზე, რათა მოკლევადიანი გვერდითი მოვლენების გამო არ მოხდეს მედიკამენტის მიღების შეწყვეტა;
საჭიროების შემთხვევაში, ექიმის მიერ უნდა მოხდეს პაციენტისათვის დამატებითი მედიკამენტების დანიშვნა, გვერდითი მოვლენების ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის თავის ტკივილის, დიარეის, გულისრევის, მეტეორიზმის და სხვა საწინააღმდეგო მედიკამენტების დანიშვნა;
პრეპის პროგრამა, რომელიც საქართველოში ხორციელდება, მოიცავს ექიმის რეგულარულ მეთვალყურეობას და საჭირო ანალიზების ჩატარებას გვერდითი მოვლენების თავიდან აცილებისა და მართვის მიზნით.
როდის უნდა შეწყდეს პრეპის მიღება?
პრეპის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ადამიანის სპეციფიურ საჭიროებებსა და ქცევებზე, შესაბამისად ის უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად.
როგორ ჩაერთო პროგრამაში?
პროგრამაში ჩასართავად, უნდა მიბრძანდეთ თანასწორობის მოძრაობის ოფისში, სადაც შეავსებთ რისკის შეფასების კითხვარს და გაიკეთებთ სწრაფ ტესტს აივ ინფექციაზე. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სპციალური მიმართვის ფორმით, გადამისამართდებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში, სადაც პროგრამის ექიმები ჩაგიტარებენ საჭირო ანალიზებს, სამედიცინო კრიტერიუმების დაკმაყობფილების დასადგენად.
რის შემდეგაც უკვე შეძლებთ პრეპის აღებას.
როგორ უნდა მიხვდე რომ მაღალი სარიკსო ქცევა გაქვს?
მისათვის უნდა გაეცნო სარისკო ქცევის შეფასების კითხვარს https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeYKSNuIkeuLHYiFW5OpZp4K_jP450VCFbfA6-RFMf3P2P9Vw/viewform და ამის შემდეგ გადაწყვიტო, ხარ თუ არა პრეპის მიზნობრივი ჯგუფი.
რა ღირს პრეპის პროგრამაში ჩართვა?
პრეპის პროგრამის ფარგლებში ექიმთან რეგულარული კონსულტაციები, ანალიზები და პრეპი სრულიად უფასოა.
პრეპის პროგრამა კონფიდენციალურია?
დიახ, პროგრამა სრულაიდ კონფიდენციალური და ანონიმურია. პროგრამაშიჩართვისთვის არსად არ მოგეთხოვებათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა. ამის ნაცვლად გამოიყენება უნიკალური 15 ნიშნა კოდს, რომლის საშუალებით ადამიანის იდენტიფიცირება შეუძლებელია.