აბორტის სტიგმა საქართველოში
კვლევის ავტორები: მკვლევარი - გვანცა კვინიკაძე
მკვლევარი - მედეა ხმელიძე
წინამდებარე კვლევის მიზანია, საქართველოში აბორტთან დაკავშირებული სტიგმის შესწავლა და შეფასება. ამ მიზნის მისაღწევად, მკვლევართა ჯგუფმა იკვლია აბორტთან დაკავშირებული გამოცდილება საქართველოს 6 სხვადასხვა რეგიონში. კვლევა თვისებრივი ხასიათისაა და მასში მონაწილეობა მიიღო რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა 199-მა ადამიანმა, რომლებიც მიეკუთნებიან სხვადასხვა მარგინალიზებულ ჯგუფებს. კვლევამ დაადასტურა, რომ აღნიშნული ჯგუფების მისაწვდომობა უსაფრთხო აბორტზე დრამატულად განსხვავდება ზოგადი მოსახლეობის გამოცდილებისაგან. თუმცა, მედია ანალიზსა და ჟურნალისტურ მოკვლევებზე დაყრდნობით, შეგვიძლია საფუძვლიანად ვივარაუდოთ, რომ სტიგმა საკმაოდ მძიმეა სხვა ჯგუფებშიც, რაც ნეგატიურად აისახება აბორტის მისაწვდომობის ხარისხზე. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა რიცხვი საკმაოდ მოცულობითია, კვლევის მიზანი არ არის მონაცემების განზოგადება. კვლევა წარმოადგენს ერთგვარ მცდელობას, დაინტერესებულ საზოგადოებამდე მიიტანოს იმ ადამიანების ხმები და გამოცდილება, რომლებიც მუდმივად ჩახშულია და არასათანადოდაა შეფასებული.
კვლევის დასკვნით ნაწილში შემოთავაზებულია რეკომენდაციები, რომლებიც გამომდინარეობს მიგნებებიდან და ითვალისწინებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას სტიგმის შემცირებისა და უსაფრთხო სერვისის მისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით.