აივ ინფექცია/შიდსი და მკურნალობა,
როგორც პრევენცია
ინფორმაცია პაციენტებისთვის
-
რამდენად ეფექტურია ,,მკურნალობა, როგორც პრევენცია“?
-
როდის უნდა დავიწყოთ არვ მკურნალობა;
-
რა შეიძლება იყოს „მკურნალობა, როგორც პრევენციის“ პოტენციური სარგებელი?
-
5 რამ, რაც უნდა იცოდეთ
„მკურნალობა, როგორც პრევენციის“ შესახებ; -
როგორ გადაწყვიტოთ, თუ როდის დაიწყოთ მკურნალობა;
-
არვ მკურნალობა ორსულობის დროს;
-
ძუძუთი კვება და აივ ინფექცია;
არაგანსაღვრადი უდრის არაგადამდებს
U=U
,,მკურნალობა, როგორც პრევეცნია'' - ეს არის აივ-ის პრევენციის ერთ-ერთი გზა, რომელიც მიიღწევა არვ მკურნალობის შედეგად სისხლში და სხვა ბიოლოგიურ სითხეებში (სპერმა, ვაგინალური და ანალური სეკრეტი) ვირუსის კონცენტრაციის დაქვეითების (ვირუსული დატვირთვა პრაქტიკულად ხდება ,,არაგანსაზღვრადი'') გზით. შედეგად, მკურნალობის დროს მინიმალურია ერთი ადამიანიდან მეორეზე აივ ინფექციის გადაცემის რისკი.
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პირველი მაღალეფექტური არვ მედიკამენტი გახდა ხელმისაწვდომი, ექიმებმა და მკვლევარებმა დაიწყეს ფიქრი არვ მკურნალობის მეორად შესაძლო მიზანზე - მომხდარიყო აივ-ის ახალი შემთხვევების გავრცელების პრევენცია.
რამდენად ეფექტურია ,,მკურნალობა, როგორც პრევენცია“?
დღეისათვის ჩატარებულია ორი მნიშვნელოვანი კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ ,,მკურნალობა, როგორც პრევენცია“ არის ძალიან ეფექტური:
რას ნიშნავს არაგასაზღვრადი უდრის არაგადამდებს? ჩატარდა რამდენიმე კლინიკური კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ არვ მკურნალობა ეფექტური აღმოჩნდა აივ-ის სქესობრივი გზით გავრცელების პრევენციისთვის აივ დადებით და აივ უარყოფითწყვილებში (სეროდისკორდანტული წყვილები) ჰეტეროსექტუალურ და ჰომოსექსუალურ წყვილებს შორის.
აივ დადებითი პირი, როემლიც დროულად იწყებს არვ მკურნალობას და მისი ვირუსული დატვირთვა არის მინიმალური (არაგანსაზღვრებადი) არ წარმოადგენს ინფექციის გავრცელების საფრთხეს მისი ჰეტერო და ჰომოსექსუალი აივ უარყოფითი პარტნიორისთვის. ამ მიდგომას ეწოდება არაგანსაზღვრადი უდრის არაგადამდებს, რაც ინგლისურად ასე გამოიყურება:
Undetectable=U Untransmutable;
U=U.
როდის უნდა დავიწყოთ არვ მკურნალობა
არვ მკურნალობა იწყებოდა CD4 ლიმოციტების 200-ზე ქვემოთ არსებობის შემთხვევაში. მოგვიანებით დაიწყო და 2015 წლის ოქტომბრამდე, მკურნალობის დაწყება ხდებოდა CD4 -ის 350 -ის (საქართველო, ქვეყვების უმეტესობა, დიდი ბრიტანეთი) ან 500-ის ქვემოთ არსებობისას. 2015 წლის ოქტომბერში, ევროპის შიდსის კლინიკურ კონფერენციაზე გაკეთდა ახალი სამკურნალო გაიდლაინის (European Guidlines version 8.0) წარდგინება. ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, არვ მკურნალობა უნდა დაიწყოს აივ დიაგნოზის დასმისთანავე, CD4 ლიმფოციტების რაოდენობის მიუხედავად.
საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, რაც ყველა პაციენტს მკურნალობაში ჩართვას სთავაზობენ დიანოზის დადგენისთანავე.
რა შეიძლება იყოს „მკურნალობა, როგორც პრევენციის“ პოტენციური სარგებელი?
აივ ინფიცირებულისთვის
-
ნაკლებად ღელავს იმის გამო, რომ შესაძლოა ინფექცია გადაედოს მის პარტნიორს;
-
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია.
პარტნიორებისთვის
-
აივ-ის გადადების რისკი მინიმალურია;
-
დაინფიცირებაზე ნაკლებად ნერვიულობს.
საზოგადოებისთვის
-
ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს;
-
ჯანდაცვის დანახარჯები მცირდება, რამდენადაც მცირდება აივ ინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობა.
5 რამ, რაც უნდა იცოდეთ„მკურნალობა, როგორც პრევენციის“ შესახებ:
1. იყავით მომთმენი
გამოიჩინეთ ნებისყოფა მკურნალობის კარგი შედეგების მიღებამდე, რომ მიაღწიოთ ვირუსული დატვირთვის მაქსიმალურ დაქვეითებას სისხლში.
2. იყავით დამყოლი
სრულად მიყევით ექიმის დანიშნულებას, მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია ამაზე.
3. იყავით ინფორმირებული
სექსი კონდომის გარეშე არის სარისკო აივ ინფექციის გადაცემის მხრივ.
4. თავი შეიკავეთ სარისკო ქცევისგან
სარისკო ქცევა (დაუცველი სქესობრივი კავშირი, შპრიცების და ნემსების გაზიარება) ზრდის აივ ინფექციის გადაცემის რისკს.
5. იყავით ფრთხილად
მკურნალობასთან ერთად უმჯობესია თავდაცვა კონდომით (მათი გამორიცხვა მკურნალობაზე ყოფნის გამო არ არის რეკომენდებული).
როგორ გადაწყვიტოთ, თუ როდის დაიწყოთ მკურნალობა
არვ მკურნალობაში ჩართვა არის გრძელვადიანი ვალდებულება. თუკი დაიწყებთ მკურნალობას, შესაძლოა ის დაგჭირდეთ სიცოცხლის ბოლომდე.
-
არსებობს სხვადასხვა ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ თქვენს გადაწყვეტილებაზე მკურნალობის დასაწყებად:
– CD4 რაოდენობა
– ზოგადი ჯანმრთელობა
– ცხოვრების წესი, სწავლის ან სამუშაოს საათები/განრიგი
– სქესობრივი პარტნიორები და ოჯახი
– მზაობა
-
დაელაპარაკეთ ექიმს და აცნობეთ თქვენი გადაწყვეტილება მკურნალობის დაწყების შესახებ.
-
მკურნალობის დაწყებამდე ასევე დაელაპარაკეთ პარტნიორს. განიხილეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა:
– რა თავდაცვის საშუალებებს იყენებთ ამჟამად?
– რა თავდაცვის/პრევენციის საშუალებები არსებობს და რას ფიქრობთ თითოეულ მათგანზე?
– რა გავლენას მოახდენს მკურნალობის დაწყება თქვენი ცხოვრების სტილზე?
– სხვა რა პრევენციული ზომების მიღება შეგიძლიათ ნაცვლად ან დამატებით აღნიშნული მკურნალობის მეთოდისა.
არვ მკურნალობა ორსულობის დროს;
ორსული ქალის ადრეულ დროული ტესტირება აივ ინფექციაზე გამოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ორსულობის დროს დაწყებული მკურ-ნალობა ნაყოფის და ახალშობილის დაინფიცირების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.
არანამკურნალევი აივ ინფიცირებული ორსულიდან ახალშობილზე ვირუსის გადაცემის ალბათობა 15-45%-ია. არვ მკურნალობის შედეგად კი ეს რისკი 2%-ზე ნაკლებია.
ბოლო რეკომენდაციების თანახმად: ორსულის არვ მკურნალობა უნდა დაიწ-ყოს პირველ ტრიმესტრში (ორსულობის 16-21 კვირა, მეორე ტრიმესტრამდე). რეკომენდირებული მედიკამენტები: ტენოფოვირი, აბაკავირი, ლამივუდინი. დოლუტეგრავირს, როგორც წესი, ორსულობის დროს არ ნიშნავენ.
იმ შემთხვევაში, თუ აივ ინფიცირებული ორსულობის გვიან სტადიაზე გამო-ვლინდა (ძირითადად მშობიარობის წინ) და ახალშობილი აივ ინფიცირებული დაიბადა, მაშინ ბავშვს არვ თერაპია ენიშნება სიროფის სახით და მუდმივად იმყოფება პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ.
მშობიარობის შემდეგ ვირუსის გადაცემის პრევენციის მიზნით ახალშობილს დაბადებიდან 2-4 კვირის მანძილზე პროფილაქტიკის მიზნით უნიშნავენ ზიდოვუდინს.
ძუძუთი კვება და აივ ინფექცია
აივ ინფიცირებულ ქალს მშობიარობის შემდეგ ეკრძალება ბავშვის ძუძუთი კვება, რადგან ქალის რძე შეიცავს აივ-ს. ახალშობილი გადაყავთ ხელოვნურ კვებაზე.
თუმცა, მიმდინარეობს დაუსრულებელი მსჯელობა ექსპერტებს შორის დე დის არაგანსაზღვრებადი ვირუსული დატვირთვის დროს ძუძუთი კვე-ბის შესაძლებლობის შესახებ U=U Undetectable=Untransmittable არაგან-საზღვრადი = არაგადამდებს. სპეციალისტების აზრით, ეს პრინციპი არ არის გამართლებული ძუძუთი კვების დროს, იგი ეხება მხოლოდ სქესობრივი გზით გავრცელების პრევენციას.