top of page

აივ ინფექცია.

ბაზისური ფაქტები აივის შესახებ

ბაზისური ფაქტები შიდსის შესახებ

რა არის აივ/შიდსი?

აივი ვირუსია, რომელიც თავს ესხმის იმუნური სისტემის უჯრედებს, ჩვენი სხეულების ბუნებრივი დაცვის მექანიზმებს დაავადებების დროს. ვირუსი თეთრი სისხლის უჯრედების სახეობას, T-უჯრედს ანადგურებს და საკუთარი თავის დუპლიკაციას ახდენს ამ უჯრედებში. T-უჯრედებს ასევე CD4 უჯრედებსაც ეძახიან.

ყოველ ჯერზე, როდესაც აივი CD4 უჯრედებს ანადგურებს და საკუთარი თავის დუპლიკაციას ახდენს, იმუნიტეტი თანდათანობით სუსტდება. შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც აივ ვირუსის მატარებლები არიან და არ გადიან ანტირეტროვირულ მკურნალობას დროთა განმავლობაში უფრო და უფრო უჭირთ ინფექციებისა და დაავადებების თავიდან აცილება.

თუ აივს უყურადღებოდ დავტოვებთ და არ ვუმკურნალებთ, 10-დან 15 წლამდე იქნება საჭირო იმისთვის, რომ იმუნური სისტემა საფუძვლიანად დაზიანდეს და საკუთარი თავის დაცვა ვეღარ შეძლოს. მაგრამ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აივის პროგესირების ვადა ასაკზე, ზოგად ჯანმრთელობასა და სხვა წინაპირობებზეა დამოკიდებული.

ბაზისური ფაქტები აივის შესახებ

  • აივ ინფექცია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსია.

  • აივის მატარებელ ადამიანებს შეუძლიათ ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრება ჰქონდეთ, თუ ანტირეტროვირულ მკურნალობას დაიწყებენ. ეს უკანასკნელი ყველასთვის ეფექტური და ხელმისაწვდომია.

  • აივის გადადების შემდეგ, რაც უფრო მალე გავიგებთ საკუთარ დიაგნოზს, მით მალე შეგვეძლება მკურნალობის დაწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ჯანმრთელი ცხოვრება გვექნება.

  • ანტირეტროვირულ მკურნალობას ორგანიზმში აივის დონის იმდენად დაწევა შეუძლია, ვირუსი ტესტებში აღარ ჩანს. აივ დადებითი ადამიანები, რომლებსაც ვირუსის დონე აღარ უდგინდებათ, აივს ვერ გაავრცელებენ.

  • აივზე რეგულარული შემოწმება აუცილებელია იმისთვის, რომ საკუთარი სტატუსი იცოდე.

  • აივი გვხვდება სისხლში, ასევე სპერმაში, ვაგინალურ და ანალურ ფლუიდებში და მეძუძური მშობლის რძეში.

  • აივი არ გადაეცემა ოფლით, ნერწყვით, ან შარდით.

რა არის შიდსი?

შიდსი სიმპტომთა ნაკრებია (სხვანაირად - სინდრომია, მაგრამ არა ვირუსი), რომელიც აივის შედეგად დგება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანს აქვს შიდსი, როდესაც მისი იმუნირი სისტემა ზედმეტად დასუსტებულია ინფექციების მოსაგერიებლად, რის შედეგადაც ვითარდება კონკრეტული სიმპტომები და ავადმყოფობები. ეს აივის უკანასკნელი საფეხურია და ნიშნავს, ინფექცია უკვე შორსაა წასული. თუ დროზე არ მოხდა მკურნალობა, შესაძლოა ამან სიკვდილი გამოიწვიოს.

ბაზისური ფაქტები შიდსის შესახებ

  • შიდსი - შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი; ასევე ეძახიან აივ ინფექციის გართულებას, ან აივის საბოლოო სტადიას.

  • შიდსი იმ სიმპტომებისა და დაავადებების ნაკრებია, რომლებიც აივ ინფექციის გართულების შედეგად განვითარდა და იმუნური სისტემა გაანადგურა.

  • დღესდღეობით, შიდსი ცოტა ადამიანს უვითარდება, ვინაიდან უფრო მეტი მათგანი იწყებს აივის საწყის ეტაპზევე მკურნალობას. შესაბამისად, მეტი მათგანი რჩება ჯანმრთელი.

მიუხედავად იმისა, რომ აივის განკურნება არ ხდება, სწორი მკურნალობითა და მხარდაჭერით, აივ-დადებითი ადამიანები გრძელი და ჯანმრთელი ცხოვრებით ცხოვრობენ. ამისთვის აუცილებელია შესაბამისი მკურნალობის დროულად და სწორად ჩატარება. 

მითები

აივ ინფექციის გავრცელების შესახებ უამრავი მითი და არასწორი შეხედულება არსებობს. 

bottom of page