აივი და სგგდ.
-
რა არის სგგდ?
-
რა კავშირია აივსა და სხვა სგგდ-ს შორის?
-
როგორ შევამცირო სგგდ-ის რისკი?
-
რა არის სგგდ-ს სიმპტომები?
-
რას გულისხმობს სგგდ-ს მკურნალობა?
რა არის სგგდ?
სგგდ არის სექსუალური გზით გადამდები დაავადებები. ხანდახან, ისინი მოიხსენიება, როგორც სექსუალური გზით გადამდები ინფექციები (სგგი). სგგდ არიან ინფექციები, რომლებიც ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე სექსუალური აქტის დროს, მათ შორის, ანალური, ვაგინალური ან ორალური სექსის დროს. სგგდ გამოიწვეულია ბაქტერიებით, პარაზიტებით ან ვირუსებით.
აივი არის სგგდ. ქლამიდია, გონორეა, ადამიანის პაპოლომა ვირუსი და სიფილისი არის სგგდ-ს სხვა მაგალითები.
რა კავშირია აივსა და სხვა სგგდ-ს შორის?
ქცევები, რომლებიც ადამიანებს აივით ინფიცირების რისკის ქვეშ აყენებს, ასევე ზრდის სხვა სგგ დაავადებებით ინფიცირების რისკებსაც. ასეთ ქცევებია:
-
სექსი პრეზერვატივის გარეშე;
-
სექსუალური აქტი ნარკოტიკების ან ალკოჰოლის გამოყენების დროს. ალკოჰოლის და ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ადამიანების განსჯის უნარზე, რომელსაც შეუძლია რისკის შემცველი ქცევები გამოიწვიოს.
სგგ დაავადების ქონამ, შესაძლოა აივით ინფიცირება გაამარტივოს. მაგალითდ, სგგდ-ს შეუძლია გამოიწვიოს წყლული ან კანის მთლიანობის დარღვევა, რამაც შესაძლოა გაამარტივოს აივის შეღწევა ორგანიზმში. აივის ან სხვა სგგდ-ის ქონამ, შესაძლოა გაზარდოს აივის გადადების რისკი.
როგორ შევამცირო სგგდ-ის რისკი?
სექსისგან თავის შეკავება (ვაგინალური, ანალური ან ორალური სექსის არქონა) არის სგგდ-ის გადადების ყველანაირი შანსის აღმოფხვრის ერთადერთი გზა. მაგრამ, თუ ხართ სექსუალურად აქტიური, შეგიძლიათ გადადგათ შემდეგი ნაბიჯები, რომ შეამციროთ სგგდ-ს, მათ შორის, აივის გადადების რისკები:
-
აირჩიეთ ნაკლებად რისკის შემცველი სექსუალური აქტივობები;
-
სწორად გამოიყენეთ პრეზერვატივი ყოველთვის, როცა გაქვთ სექსი;
რა არის სგგდ-ს სიმპტომები?
სგგდ-ს სიმპტომები განსხვავდება სგგდ-ს მიხედვით. ასევე, ერთიდაიგივე სგგდ-ს მქონე ქალსა და კაცს შესაძლოა ჰქონდეთ განსხვავებული სიმპტომები. სგგდ-ს შესაძლო სიმპტომები მოიცავს მტკივნეულ და გახშირებულ შარდვას, უჩვეულო გამონადენს ვაგინიდან ან პენისიდან, ცხელებას.
სგგდ ყოველთვის არ იწვევს სიმპტომებს. მაშინაც კი, თუ ადამიანს არ აქვს სიმპტომები, შესაძლებელია, გადასცეს სგგდ სხვა ადამიანს.
რას გულისხმობს სგგდ-ს მკურნალობა?
ბაქტერიის ან პარაზიტების მიერ გამოწვეული სგგდ-ს განკურნება შესაძლებელია მედიკამენტებით. არ არსებობს ვირუსით გამოწვეული სგგდ-ს განკურნების შესაძლებლობა, თუმცა, მკურნალობას შეუძლია შეამციროს ან აღმოფხვრას სიმპტომები და სგგდ მართვადი გახადოს. მკურნალობა ასევე ამცირებს სგგდ-ს პარტნიორზე გადადების რისკს. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ აივის განკურნების შესაძლებლობა არ არსებობს, ანტირეტრივირუსულ თერაპიას შეუძლია თავიდან აგვარიდოს აივის შიდსში გადაზრდა და შეამცროს მისი გადადების რისკი.
მკურნალობის გარეშე, სგგდ-მ, შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. მაგალითად, მკურნალობის გარეშე, გონორეამ ქალებში შესაძლოა გამოიწვიოს მცირე მენჯის ღრუს ანთება, რომელსაც შესაძლოა შედეგად მოჰყვეს უშვილობა. მკურნალობის გარეშე, აივს შეუძლია გაანადგუროს იმუნური სისტემა და გადაიზარდოს შიდსში.