top of page

ტესტირება.

  • ტესტირება

  • რატომ გავიკეთო ტესტირება?

  • ტესტირების პასუხის გაგება

ტესტირება

ტესტირება ერთადერთი საშუალებაა საკუთარი აივ სტატუსის გასაგებად. ბევრი ადამიანი სიმპტომების გარეშე ცხოვრობს და შეიძლება წლების განმავლობაში არ იცოდეს, რომ ვირუსის მატარებელია.

აივ ტესტირება სწრაფი, მარტივი, უმტკივნეულო, კონფიდენციალური და ხშირად, უფასო პროცესია. თუ აივზე ტესტირებას რეგულარულად იკეთებ (ასევე, სარისკო ქცევის შემდეგ ყოველ ჯერზე) შენ თავსა და პარტნიორ(ებ)ს ჯანმრთელად ამყოფებ. ამიტომ, ყოველთვის ჯობია, რომ საკუთარი სტატუსი იცოდე. 

რატომ გავიკეთო ტესტირება?

  • ტესტი ერთადერთი გზაა აივის სტატუსის გასაგებად.

  • საკუთარი სტატუსის ცოდნა დაგეხმარება შენი და პარტნიორ(ებ)ის ჯანმრთელობის დასაცავად.

  • ადრეული დიაგნოსტიკა დაგეხმარება იცხოვრო დიდხანს და ჯანმრთელად.

ტესტირების პასუხის გაგება

  • თუ ტესტის პასუხი უარყოფითია, აღარ ინერვიულო, მაგრამ არ დაგავიწყდეს რეგულარულად შემოწმება.

  • თუ პასუხი დადებითი, ან „რეაქტიულია“, კიდევ ერთხელ ჩააბარე სისხლი, რომ პასუხები დადასტურდეს.

  • გახსოვდეს, რომ აივი დღესდღეობით მართვადი დაავადებაა - თუ ტესტის პასუხები მართლაც დადებითია, ექიმი დაგეხმარება სწორი მკურნალობის მეთოდის შერჩევაში, რომ ჯანმრთელი დარჩე.

bottom of page