top of page

ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები

აივ ინფექცია/შიდსზე

ინფორმაცია პაციენტებისთვის

  • რა განსხვავებაა ტერმინებს აივ-ს, აივ ინფექციასა და შიდსს შორის?

  • რა არის ,,ფანჯარა პერიოდი“?

  • შესაძლებელია თუ არა აივ ინფექციის გადადება „ფანჯარა პერიოდის“ დროს?

  • 2 დღის წინ მქონდა სარისკო ქცევა (დაუცველი სქესობრივი კავშირი, ნარკოტიკის მოხმარება საზიარო ნემსით), როდის ჯობია ჩავიტარო ტესტირება აივ ინფექციაზე?

  • როგორ შეიძლება ადამიანი დაინფიცირდეს აივ-ით?

  • რა შემთხვევაში არ ხდება აივ-ით დაინფიცირება?

  • გადადის თუ არა აივ-ი კოღოს, სხვა მწერების ან ცხოველების ნაკბენით?

  • იკურნება თუ არა აივ ინფექცია/შიდსი საბოლოოდ?

  • რამდენი წელი ვიცოცხლებ აივ დიაგნოზით?

  • მექნება თუ არა უფასო არვმკურნალობა მუდმივად?

  • შემიძლია თუ არა დაოჯახება, თუკი ინფიცირებული ვარ აივ-ით?

  • რა არის პროფილაქტიკა კონტაქტამდე (PrEP)?

  • რა არის კონტაქტის შემდგომი პროფილაქტიკა (PEP)?

  • რა არის კონტაქტის შემდგომი პროფილაქტიკა (PEP)?

  • თავისუფლდება თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან აივ ინფიცირებული პირი?

  • შემიძლია თუ არა ვიმშობიარო ფიზიოლოგიურად თუ აუცილებელია საკეისრო კვეთა?

  • შესაძლებელია თუ არა აივ ინფიცირებულ დედას ეყოლოს
    ჯანმრთელი ბავშვი?

რა განსხვავებაა ტერმინებს აივ-ს, აივ ინფექციასა და შიდსს შორის?

აივ - ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, რომელიც აივ ინფექციის გამომწვევია;

 

აივ ინფექცია - ადამიანის ინფიცირება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით, რომელიც გრძელდება ინფიცირების მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე;


შიდსი - შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი - ეს არის აივ ინფექციის ბოლო სტადია, როდესაც მნიშვნელოვნადაა გამოხატული კლინიკური ნიშნები ან/და იმუნური სისტემის ძლიერი დაზიანებან არ გჭირდება პრეპი, თუკი გყავს ერთი, მუდმივი სქესობრივიპარტნი

რა არის ,,ფანჯარა პერიოდი“?


ეს არის პერიოდი აივ-ის ორგანიზმში შეჭრიდან ორგანიზმის მიერ საპასუხო ანტისხეულების (უშუალოდ ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ გამომუშავებული სპეციალური უჯრედები) გამომუშავებამდე. შესაბამისად, თუკი ამ დროს ჩაიტარებს ადამიანი ტესტირებას, მისი პასუხი აივ უარყოფითი იქნება.
ფანჯრის პერიოდი გრძელდება 4-12 კვირის მანძილზე  

შესაძლებელია თუ არა აივ ინფექციის გადადება „ფანჯარა პერიოდის“ დროს?

დიახ, შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ფანჯარა პერიოდის დროს აივ ინფიცირებული პირის სისხლის დიაგნოსტიკით მისი ინფიცირება არ დასტურდება, ის ინფექციის გავრცელების პოტენციური წყაროა სხვა ადამიანებისთვის.

 

2 დღის წინ მქონდა სარისკო ქცევა (დაუცველი სქესობრივი კავშირი, ნარკოტიკის მოხმარება საზიარო ნემსით), როდის ჯობია ჩავიტარო ტესტირება აივ ინფექციაზე?

ტესტირება უმჯობესია ჩაიტაროთ 3 თვის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც გასული იქნება ,,ფანჯარა პერიოდი“.

როგორ შეიძლება ადამიანი დაინფიცირდეს

აივ-ით?


• დაუცველი სქესობრივი კონტაქტით;


• ინფიცირებული სისხლის ან მისი კომპონენტების გადასხმით;


• აივ ინფიცირებულის მიერ გამოყენებული შპრიცის, ნემსის და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით;


• აივ ინფიცირებული დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის და ძუძუთი კვების დროს.

რა შემთხვევაში არ ხდება აივ-ით დაინფიცირება? 

აივ ინფიცირებულთან ურთიერთობით - საუბარი, ჩახუტება, კოცნა, დახველება, დაცემინება;

აივ ინფიცირებულთან თანაცხოვრებით - ინფიცირებულის მიერ გამოყენებული ჭურჭელი, თეთრეული, საერთო ტუალეტი ან აბაზანა;

აივ ინფიცირებულთან  ერთად მგზავრობით - ნებისმიერი ტიპის
ტრანსპორტი.

გადადის თუ არა აივ-ი კოღოს, სხვა მწერების ან ცხოველების ნაკბენით? 

არ გადადის. აივ-ი საკმაოდ სუსტი ვირუსია და გარემო პირობებში ადვილად იღუპება სხვა ვირუსებთან შედარებით. მწერების და ცხოველების ნერწყვი აივ-ს არ შეიცავს, რადგან მათ კუჭში ვირუსი ადვილად კვდება.

შემიძლია თუ არა დაოჯახება, თუკი ინფიცირებული ვარ აივ-ით?

რა თქმა უნდა შეგიძლიათ. თუკი პარტნიორებიდან ერთ-ერთი აივ დადებითია, ხოლო მეორე აივ უარყოფითი, არსებობს რამდენიმე გზა აივ-ის გადადების რისკის შესამცირებლად:

  • არვ მკურნალობაზე ყოფნა. არვ მედიკამენტები, თუკი მათ სწორად და რეგულარულად იღებთ, მნიშვნელოვნად ამცირებს ვირუსის რაოდენობას სისხლში, ამ დროს სქესობრივი გზით ინფექციის გადაცემა პრაქტიკულად არ ხდება. არაგანსაზღვრადი ვირუსული დატვირთვა = არაგადამდებს 

      (Undetactable=Untransmittable/U=U);

  • კონდომის სწორად და რეგულრულად გამოყენება ერთ-ერთი ეფექტური გზაა არამარტო აივ-ის პრევენციის, არამედ სხვა სქესობრივად გადამდები დაავადებების თავიდან ასაცილებლად;

  • ნაკლებად სარისკო სქესობრივი პრაქტიკის შერჩევა. დკონდომის დახევის თავიდან ასაცილებლად კარგია ლუბრიკანტის გამოყენება, განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია ანალური სქესობრივი კონტაქტის დროს. მიჩნეულია, რომ ანალური სექსის დროს აივ-ის გადაცემის რისკი გაცილებით მაღალია, ვიდრე ვაგინალური და ორალური სექსის დროს. ორალური სექსის დროს კი, აივ-ის გადაცემის რისკი ბევრად ნაკლებია ვიდრე ვაგინალური ან ანალური კონტაქტის დროს;

  • შენც და შენმა პარტნიორმაც ჩაიტარეთ გამოკვლევები სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე (სგგდ). მიჩნეულია, რომ სგგ დაავადებები მნიშველოვნად უწყობენ ხელს აივ-ის გავრცელებას პარტნიორებს შორის. მსგავსი გამოკვლების ჩატარება რეკომენდირებულია წელიწადში მინიმუმ ერთხელ. 

  • დაელაპარაკე პარტნიორს და აუხსენი კონტაქტამდე და კონტაქტის შემდგომი (პრე და პოსტ კონტაქტური) პროფილაქტიკის შესახებ;

 

 

რა არის პროფილაქტიკა კონტაქტამდე (PrEP)?

ეს არის აივ ინფექციის გადაცემის პრევენცია სავარაუდოდ აივ ინფიცირებულ პირთან სქესობრივ კონტაქტამდე. ამ დროს აივ უარყოფითი პირი არვ მედიკამენტებს იღებს ყოველდღიურად ინფიცირების პროფილაქტიკის მიზნით. მიჩნეულია, რომ სხვა პრევენციულ საშუალებებთან ერთად (მაგ. კონდომი) ეს არის აივ-ის პრევენციის ეფექტური გზა აივ უარყოფითი პირებისთვის.

რა არის კონტაქტის შემდგომი პროფილაქტიკა (PEP)?

ეს არის აივ ინფექციის პროფილაქტიკის ერთ-ერთი მეთოდი, რის მიხედვითაც არვ მკურნალობის დაწყება აივ უარყოფითი პირების მიერ ხდება აივ ინფიცირებულ პირთან პირდაპირ ან ირიბად (სისხლით დაინფიცირებული საგნები, სამედიცინო ინსტრუმენტები) კონტაქტის შემდგომ. მაგალითად, აივ დადებით პირთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტის ან კონდომის
დაზიანების (როდესაც აივ უარყოფითი პარტნიორი არ იღებს PrEP-ს), ნემსის ან სხვა ინსტრუმენტის შერჭობის შემდეგ, როდესაც არსებობს ამ ნივთების აივ-ით ინფიცირების პოტენციური საფრთხე.


მსგავსი სარისკო კონტაქტიდან მაქსიმუმ 3 დღის ვადაში უნდა დაელაპარაკოთ ექიმს, რომელმაც შესაძლოა გადაწყვიტოს კონტაქტის შემდგომი პროფილაქტიკის დაწყება. რაც ნიშნავს იმას, რომ აივ უარყოფითმა პირმა არვ მედიკამენტები უნდა მიიღოს ყოველდღიურად 4 კვირის მანძილზე.

 

თავისუფლდება თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან აივ ინფიცირებული პირი? 

დიახ, აივ-ის დიაგნოზის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის საფუძველზე ხდება აივ ინფიცირებული პირის სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან განთავისუფლება.

 

შემიძლია თუ არა ვიმშობიარო ფიზიოლოგიურად თუ აუცილებელია საკეისრო კვეთა? 

თუკი ორსულობისას დროულად მოხდა არვ თერაპიის დაწყება და შენი ვირუსული დატვირთვა არის დაბალი, მკურნალი ექიმისა და გინეკოლოგის ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია მშობიარობა ფიზიოლოგიური გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექიმები რეკომენდაციას აძლევენ საკეისრო კვეთას.

შესაძლებელია თუ არა აივ ინფიცირებულ დედას ეყოლოს ჯანმრთელი ბავშვი? 

შესაძლებელია ჯანმრთელი შვილის ყოლა, თუ ინფიცირებული ორსულობისას დროულად იწყებს არვ მედიკამენტებით მკურნალობას, იტარებს გამოკვლევებს, როგორც ინფექციონისტთან, ასევე გინეკოლოგთან.


• ორსული ქალის ადრეულ (პირველი ტრიმესტრი, ორსულობის პირველი 3 თვე) აივ ინფექციაზე გამოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ორსულობის დროს დაწყებული მკურნალობა ნაყოფის და ახალშობილის დაინფიცირების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. არანამკურნალევი აივ ინფიცირებული ორსულიდან ნაყოფზე - ახალშობილზე გადაცემის ალბათობა ზოგადად 15-45% - ია. მკურნალობის დროს კი 2%-ზე ნაკლებია. 

bottom of page