top of page

C ჰეპატიტის ეპიდემიოლოგია 
ინფორმაცია პაციენტებისთვის

  • C ჰეპატიტის გავრცელება მსოფლიოში;

  • C ჰეპატიტის გავრცელება საქართველოში;

  • მწვავე ფორმა;

  • ქრონიკული ფორმა;

  • C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა;

  • C ჰეპატიტის გენოტიპები;

  • C ჰეპატიტის შემთხვევების სტატისტიკა;

C ჰეპატიტი არის ღვიძლის დაავადება, რომლელსაც იწვევს C ჰეპატიტის ვირუსი - ეს არის ძირითადად სისხლის გზით გადამდები ვირუსი, რომელიც სისხლში მოხვედრის შემდეგ აღწევს ღვიძლამდე და იქ იბუდებს, სადაც იწყებს გამრავლებას. 

C ჰეპატიტის გავრცელება მსოფლიოში

დღეისათვის, მსოფლიოში C ჰეპატიტით ინფიცირებულია დაახლოებით 71 მილიონი ადამიანი, რაც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 2.5%-ს შეადგენს.

ყოველწლიურად 399,000 ადამიანი იღუპება C ჰეპატიტთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებებით აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში აღინიშნება განსაკუთრებით მაღალი გავრცელება მაღალი რისკის ჯგუფებში.


განსაკუთრებით მაღალი გავრცელების ქვეყნები:
ეგვიპტე (მოსახლეობის 15%),

პაკისტანი (4.8%),

ჩინეთი (3.2%).

C ჰეპატიტის გავრცელება საქართველოში

სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით, საქართველო მიეკუთვნება C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნებს, მიჩნეულია, რომ მოსახლეობის დაახლოებით 7.7% ინფიცირებულია C ჰეპატიტით.

 

 

 

 

 

ჰეპატიტის გამომწვევი რნმ-ის შემცველი ვირუსია (მისი გენეტიკური მასალა წარმოდგენილია რიბონუკლეინის მჟავით). ასეთი ვირუსები მაღალი მუტაგენობით (სახეცვლილების უნარით) ხასიათდებიან. ამის გამო გაცილებით დიდ გავლენას ახდენენ ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე.

არსებობს ჰეპატიტის მწვავე და ქრონიკული ფორმები. 

 

 

მწვავე ფორმა  

ინფექციის მწვავე სტადია ვირუსით ინფიცირებიდან პირველი 6 თვე გრძელდება, ხშირად იგი უსიმპტომოდ (კლინიკური ნიშნების გამომჟღავნების გარეშე) მიმდინარეობს. მწვავე ფორმის დროს განკურნება ხდება შემთხვევათა 15-25%-ში (დაახლოებით 5-დან 1 შემთხვევაში). ჯერ-ჯერობით არ არის შესწავლილი მექანიზმი, რითიც თვითგანკურნება ხდება.C ჰეპატიტის ვირუსი ძირითადად ინფიცირებული ადამიანის სისხლთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტის გზით ვრცელდება.

 

 

 

 

 

 

ქრონიკული ფორმა


ინფექციის დაახლოებით 80%-ის შემთხვევაში C ჰეპატიტის მწვავე ფორმა გადადის ქრონიკული ფორმაში. 

 

დროთა განმავლობაში (შესაძლოა 10 წელზე მეტი ხნის შემდეგაც), C ჰეპატიტმა შესაძლებელია გამოიწვიოს სერიოზული გართულებები. თუმცა, დღეისათვის არსებული თანამედროვე პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატების დახმარებით, C ჰეპატიტის ქრონიკული ფორმა, განსხვავებით სხვა ქრონიკული ვირუსული ინფექციებისგან, იკურნება უმეტეს შემთხვევებში (97% და მეტი).


თუკი დიდი ხნის განმავლობაში არ ხდება C ჰეპატიტის მკურნალობის დაწყება, მოსალოდნელია ღვიძლის სერიოზული დაზიანება, ციროზის ან ღვიძლის კიბოს (ჰეპატოცელულარული კარცინომა) განვითარება. შესაძლოა დადგეს ღვიძლის გადანერგვის (ტრანსპლანტაცია) აუცილებლობა ან დაავადება გარდაცვალებით დასრულდეს.


ზოგ პაციენტს ინფიცირებიდან მრავალი წლის შემდეგაც კი ღვიძლის უმნიშვნელო დაზიანება აღენიშნება. როცა ინფექცია უსიმპტომოდ ვითარდება, გარკვეული დროის განმავლობაში პაციენტი ვერც ხვდება, რომ C ვირუსითაა ინფიცირებული, ან ის მცირე სიმპტომები, რაც აღენიშნება, ხშირად სხვადასხვა დაავადებებს (კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები, დეპრესია, კანის დაავადებები და სხვა) მიეწერება ხოლმე. აღნიშნული მიზეზების გამოც, C ჰეპატიტს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ,,ალერსიული მკვლელი“.

C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა

რამდენადაც C ჰეპატიტის ვირუსს ახასიათებს მუტაციის უნიკალური უნარი, რთულია მისი საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნა. თუმცა, ამ ეტაპზეც მიმდინარეობს არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა საჭირო ვაქცინის შესაქმნელად.

C ჰეპატიტის გენოტიპები

ხშირად, როცა ვახსენებთ C ჰეპატიტს, ბევრის მიერ ეს აღიქმება როგორც ერთი ტიპის ვირუსი, სინამდვილეში C ჰეპატიტის სახელწოდების ქვეშ მოიაზრება ვირუსების სხვადასხვა ტიპები, რომელთაც გენოტიპები ეწოდებათ. გენოტიპები აღნიშნება რიცხვებით. მაგ. გენოტიპი 1, 2, 3 და სხვა. თავის მხრივ თითოეული გენოტიპიც მოიცავს ქვეტიპებს, რომელსაც

აღნიშნავენ, როგორც a, b და c. 

 

არსებობს C ჰეპატიტის 6 ძირითადი გენოტიპი. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა გენოტიპია გავრცელებული, ძირითადად კი I, II და III. ყველაზე გავრცელებული გენოტიპებია 1ა და 1ბ, რომლებიც გლობალური ინფექციის 60%-ს შეადგენს.

 

შეუძლებელია ორგანიზმში ყოფნისას ვირუსის ერთი გენოტიპი მეორეთი შეიცვალოს. იშვიათად, თუმცა მაინც, გვხვდებიან პაციენტები, რომლებიც ერთდროულად ერთზე მეტი გენოტიპით არიან ინფიცირებული.

 

საქართველოში ძირითადად პირველი სამია
გავრცელებული.

C ჰეპატიტის ვირუსის გენოტიპების განსაზღვრას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის ხანგრძლივობისა და რეჟიმის შესარჩევად, აგრეთვე - მკურნალობის შედეგის  პროგნოზირებისთვის. ამიტომაც მკურნალობის დაწყებამდე ექიმი აუცილებლად დაგინიშნავთ გამოკვლევას ზუსტი გენოტიპის და ქვეტიპის დასადგენად. 

C ჰეპატიტის გავრცელება მსოფლიოში 

ყოველი 100 ინფიცირებული ადამიანიდან:

 

 

75-85 შემთხვევაში საბოლოოდ

განვითარდება ქრონიკული ინფექცია,

რომელიც გაგრძელდება, 6 თვეზე

მეტიხნის მიმანძილზე;

 

 

60-70 შემთხვევაში ვითარდება ღვიძლის

მსუბუქი და ზომიერი ქრონიკული

დაავადება;

 

5-20 შემთხვევაში ვითარდება ციროზი;

1-5 შემთხვევა მთავრდება ლეტალურად

დეკომპენსირებული ციროზის

ან ღვიძლის კიბოს შედეგად.

 

5 dan 1.PNG
text box.PNG
statistika.PNG
bottom of page