სისხლის გადასხმა და ორგანოების გადანერგვა.
-
სისხლის გადასხმა და ორგანოების გადანერგვა.
იმ იშვიათ შემთხვევაში, როდესაც აივ დადებითი ადამიანის მიერ გაღებული სისხლის პროდუქტების შემოწმება არ მოხდა, იმ პირს, რომელიც ამ პროდუქტებს იღებს, დიდი ალბათობით აივ ინფექცია უვითარდება.
-
მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობაში, აივ ინფექციის გადადების რისკი სისხლის გადასხმით საკმაოდ დაბალია.
-
საერთაშორისო ჯანდაცვის კანონები ქვეყნებს ავალდებულებს, რომ ყველა სისხლისმიერი პროდუქტი აივ ინფექციაზე შემოწმდეს და ბევრ ქვეყანაში ამ კანონს ზედმიწევნით იცავენ.
-
იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც სისხლი, ან სისხლისმიერი პროდუქტები (მაგ: ორგანო, ან ქსოვილი) შემოწმებას არ გადის, აივის გადადების რისკი არსებობს, თუ ისინი აივ დადებითი ადამიანისგან მოდის.
-
გახსოვდეს, რომ უფლება გაქვს ექიმს, ან ჯანდაცვის სპეციალისტს შეეკითხო შემოწმებულია თუ არა სისხლისმიერი პროდუქტი აივზე.
-
სისხლის დონაციის დროს აივ ინფექცია ვერ გადაგედება, ვინაიდან პროცედურა ახალი, სტერილური და ერთჯერადი ნემსით კეთდება.