ნარკოტიკი და აივი.
-
ინექციური ნარკოტიკი
-
როგორ გადადის აივი ნარკოსაშუალებების მოხმარებით?
-
შეიძლება აივი ნებისმიერი სახის ინექციის დროს გადამედოს?
-
თუ ნარკოსაშუალებებს მოვიხმარ, როგორ შემიძლია აივის გადადების რისკი შევამცირო?
-
ქიმსექსი
-
რა არის ქიმსექსი?
-
რომელი წამლები გამოიყენება ქიმსექსისთვის?
-
რა რისკები ახლავს ქიმსექსს?
ინექციური ნარკოტიკი
-
ნემსების, შპრიცებისა და სხვა ინექციური მოწყობილობების გაზიარება ნივთიერების გამოყენების მიზნით (მაგ: სტეროიდები, ჰორმონები, ან სილიკონი) აივისა და სხვა ინფექციების გადადების რისკის ქვეშ გაყენებს, რომლებიც სისხლშია (მაგ: C ჰეპატიტი). რისკის ქვეშ ხარ განურჩევლად იმისა წამალს კანქვეშ იკეთებ, თუ პირდაპირ ვენაში.
-
ინექციური ხელსაწყოს გაზიარება ერთადერთ რისკს არ წარმოადგენს. აივი შესაძლოა გადაგედოს ნივთიერების გასახსნელი კონტეინერის, ფილტრების, ან ხელსაწყოების გასასუფთავებელი წყლის გაზიარების შედეგადაც.
-
აივის რისკის შესამცირებლად ნემსებისა და სხვა ინექციური ხელსაწყოების გაზიარებას თავი აარიდე. სანამ ნივთიერებას გამოიყენებ, ყოველ ჯერზე იხმარე ახალი, ან დეზინფიცირებული კონტეინერი, სუფთა წყალი და ახალი ფილტრი.
როგორ გადადის აივი ნარკოსაშუალებების მოხმარებით?
ინექციის დროს ნემსაა და შპრიცში სისხლის მცირე რაოდენობა შედის, რომელიც, თუ აივ დადებითმა ადამიანმა გამოიყენა, შეიძლება ვირუსიანი სისხლის ნაწილაკებსაც შეიცავდეს. თუ ამის შემდეგ იმავე საინექციო ხელსაწყოს გამოიყენებ, დიდი ალბათობაა, რომ აივ-ინფიცირებული სისხლი პირდაპირ ორგანიზმში შეიყვანო.
შეიძლება აივი ნებისმიერი სახის ინექციის დროს გადამედოს?
ნემსის, ან შპრიცის ნებისმიერი მიზნით გაზიარებამ და გაცვლამ, მათ შორის ნარკოსაშუალების კანქვეშ გაკეთების, სტეროიდების, ჰორმონების, ან სილიკონის შეყვანის მიზნით, შეიძლება აივისა და სხვა სისხლით გადამდები ინფექციების, მათ შორის C ჰეპატიტის გადადების რისკის ქვეშ დაგაყენოს.
აივი გადაეცემა როგორც ინტრავენური, ასევე კანქვეშა ცხიმში, ან პირდაპირ კუნთში ინექციით.
ინექციიდან დაწყებული, სპეციალური ხელსაწყოების გამოყენების ჩათვლით, აივის გავრცელების ბევრნაირი გზა არსებობს, მათ შორის:
-
წამლის გამზადება ნემსებით, რომლებიც დაინფიცირებულ სისხლს შეიცავენ,
-
იმ წყლის მრავალჯერადი გამოყენება, რომელიც ნემსის, ან შპრიცის სისხლისგან გასასუფთავებლად უკვე იქნა გამოყენებული,
-
ბოთლის თავსახურების, კოვზების, ან ნებისმიერი სხვა სახის კონტეინერების მრავალჯერადი გამოყენება, რომლებიც წამლის წყალში გასახსნელად, ან ხსნარის გასაცხელებლად იყო გამოყენებული,
-
მცირე ზომის ბამბის, ან სიგარეტის ფილტრების მრავალჯერადი გამოყენება, რომლებიც ნივთიერების მცირე ნაწილაკების გასაფილტრად იხმარება, რომ ინექციის დროს ნემსში არ გაიჭედონ,
-
გამოყენებული ნემსების, ან შპრიცების არასაიმედოდ განადგურება.
თუ ნარკოსაშუალებებს მოვიხმარ, როგორ შემიძლია აივის გადადების რისკი შევამცირო?
თუ ნარკოსაშუალებებს ინექციური გზით მოიხმარ, არ გააზიარო ნემსები, შპრიცები, ან სხვა ხელსაწყოები, მაგალითად კოვზები, ბამბა, ან დოლბანდი, რადგან ეს აივისა და სხვა სისხლისმიერი ვირუსების, მაგალითად C ჰეპატიტის გადადების რისკის ქვეშ გაყენებს.
ზოგ ქვეყანაში გამოყენებული შპრიცების ახლებზე გაცვლა აფთიაქებშია შესაძლებელი. თუ ჰეროინს მოიხმარ, ან სხვებს ნემსებს უზიარებ, შეგიძლია პრვენციის მიზნით მეტადონის, ან ბუპრენორფინის პროგრამაში გაწევრიანდე. ეს ოპიოდის (ოპიატი) შემცვლელები სითხის სახით ისმევა, რაც ამცირებს აივის გადადების რისკებს და გეხმარება ნარკოდამოკიდებულებასთან გამკლავებაში. თუ შპრიცების გაცვლის სერვისი, ან მეტადონ/ბუპრენორფინის პროგრამაზე მეტი ინფორმაცია გჭირდება, დაუკავშირდი კვალიფიციურ ექიმს, ან ჯანდაცვის პროფესიონალს.
იმისთვის, რომ ინექციური წამალმოხმარების მიუხედავად აივის გადადების რისკი შეამცირო, სხვა გზებიც არსებობს:
-
გამოიყენე სტერილური წყალი ნარკოსაშუალების მომზადებისას (მაგ: ადუღებული წყალი),
-
გამოიყენე ახალი, ან დეზინფიცირებული კონტეინერი და ახალი ფილტრი წამლის მომზადებისას ყოველ ჯერზე,
-
ახალი სპირტიანი ბამბით გაისუფთავე ის ადგილი, სადაც ინექცია უნდა გაიკეთო,
-
გადაყარე გამოყნებული ნემსები და შპრიცები პირველი გამოყენების შემდეგ, რათა მეორედ აღარ იხმარო. იზრუნე იმაზეც, რომ სხვა ადამიანები შემთხვევით არ წააწყდნენ მათ და არ შეერჭოთ.
ქიმსექსი
ქიმსექსი, იგივე ქიმგართობა, ფართი და თამაში, ან PNP ნიშნავს სექსის გაუმჯობესების მიზნით ერთი, ან მეტი ნარკოსაშუალების გამოყენებას; ეს შეიძლება ყოველ ჯერზე რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდეს და ხშირად, რამდენიმე პარტნიორთან ერთად.
-
ქიმსექსის დროს ადამიანი სექსის გაუმჯობესების მიზნით ერთ, ან მეტ კონკრეტული სახეობის წამალს მოიხმარს.
-
ნარკოსაშუალებების მიზანმიმართულად მიღება სექსის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით წამალმოხმარების ერთ-ერთი სახეა და სხვა და სხვა საფრთხეს შეიცავს სექსუალური ჯანმრთელობისთვის.
-
სამი ძირითადი წამალი, რომელიც ქიმსექსის დროს გამოიყენება არის GHB, იგივე გამა წყალცხიმოვანი მჟავა, მეფიდრონი და მეტამფეტამინი. თითოეულ ამ წამალს განსხვავებული გონებრივი და ფიზიკური ეფექტების გამოწვევა შეუძლია.
-
ქიმსექსში მონაწილეობის მიღება 100%-ით უსაფრთხო არასდროს არ არის, მაგრამ შეგიძლია წინასწარ თადარიგი დაიჭირო იმისთვის, რომ აივის გადადებისგან თავი დაიცვა.
-
თუ ქიმსექსით დაკავდი და ფიქრობ, რომ აივის რისკის ქვეშ დგახარ, მიმართე სექსუალური ჯანმრთელობის პროფესიონალს, ან რაც შეიძლება სწრაფად ეწვიე გადაუდებელი მომსახურების სამედიცინო ცენტრს.
რა არის ქიმსექსი?
ტერმინი ქიმსექსი აღწერს სექსს, რომელიც გეი კაცებს კონკრეტული სახის წამლების მოხმარების დროს აქვთ. ეს შეიძლება მოიცავდეს ჯგუფებს (დიდი წვეულებების ჩათვლით), წყვილებსა და მარტო მასტურბაციას. გასათვალისწინებელია, რომ ჰეტეროსექსუალი ადამიანებიც ხშირად მოიხმარენ წამლებსა და ალკოჰოლს სექსის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება არ შევიდეს ქიმსექსის განმარტებაში, სხვა და სხვა სახის სექსუალური ჯანმრთელობის რისკები მათთვისაც არსებობს.
ნარკოსაშუალებების გამოყენება ქიმსექსის დროს განსხვავდება განტვირთვის მიზნით ალკოჰოლის, ან წამლების მოხმარებისგან. ეს იმიტომაა, რომ ის წამლები, ან „ქიმიური ნივთიერებები“, რომლებსაც მიზანმიმართულად მოიხმარენ სექსის გასაუმჯობესებლად, მომხმარებლებს სექსუალურ ქცევაზე თვითკონტროლს აკარგვინებს.
როგორც წესი, ადამიანები მათ ფიზიკური გრძნობების შესაცვლელად იყენებენ (სიამოვნების გასაზრდელად, ან იმისთვის, რომ სექსუალური აქტი მეტხანს გაგრძელდეს), ან იმისთვის, რომ თავიანთი ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეცვალონ (თვითშეფასება აიმაღლონ, ან მოდუნდნენ).
რომელი წამლები გამოიყენება ქიმსექსისთვის?
ქიმსექსისი დროს ყველაზე ხშირად სამ ნარკოსაშუალებას იყენებენ:
-
გამა-წყალცხიმოვან მჟავას, იგივე გამაბუტიროლაქტონს (GHB),
-
მეფიდრონს,
-
მეტამფეტამინს.
მათ ზოგჯერ დამოუკიდებლად, ან ერთად იღებემ, ხანდახან ალკოჰოლთან, ან სხვა ნარკოსაშუალებებთან (მაგ: კოკაინი, ან ექსტაზი) კომბინაციაში.
რა რისკები ახლავს ქიმსექსს?
ქიმსექსის დროს გამოყენებული ნივთიერებები ტვინს აბრუებს, ამიტომ მათი სექსთან ერთად მოხმარება აივისა და სხვა სექსუალური გზით გადამდები ინფექციების (სგგი) გავრცელებას ხელს უწყობს:
-
ფიზიკური თავშეუკავებლობის დროს კონდომის გამოყენების ნაკლები შანსია, თუნდაც ამას წინასწარ გეგმავდე,
-
შესაძლოა აღარ გახსოვდეს კონკრეტულად რა გააკეთე, ან გამოიყენე თუ არა კონდომი,
-
თუ ქიმსექსი დიდი ხანია რაც გრძელდება, შესაძლოა პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკის (პრეპი) მიღება დაგავიწყდეს, რაც ზრდის აივის გადადების რისკებს თუ კონდომს არ ხმარობ,
-
თუ აივ დადებითი ხარ, შესაძლოა ექიმის მიერ დანიშნული წამლის მიღება დაგავიწყდეს, რომელიც აივის დონის დაუდგენლობაში გეხმარება. ამან შესაძლოა შენი პარტნიორი საფრთხის ქვეშ დააყენოს,
-
შესაძლოა სექსი ბევრ ადამიანთან გქონდეს, მათ შორის აივ დადებითი სტატუსის მქონე პირებთანაც, რაც ზრდის ინფექციის გადაცემის შანსებს,
-
GHB-ს ანეზთეზიის მსგავსი ეფექტის გამო, შესაძლოა იმაზე უფრო ძლიერი სექსუალური აქტი გქონდეს, ვიდრე შეჩვეული ხარ. ლუბრიკანტის გარეშე ანუსის თხელი კანი შესაძლოა ადვილად დაზიანდეს, რაც ზრდის აივ ინფექციისა და სხვა სგგის, მაგალითად C ჰეპატიტის გადადების რისკებს,
-
შესაძლოა გრძელვადიანი სექს-სესიის შედეგად „დრო გაგეპაროს“ და პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკის (პეპი) მიღება დააგვიანო (რომლიც აივის პრევენციაში გეხმარება, თუ სარისკო ქცევიდან პირველი 72 საათის განმავლობაში დალევ),
-
თუ მეტადრონს, ან მეტამფეტამინს საზიარო ნემსებით იყენებ, მაშინ ზრდი როგორც აივის, ისე C ჰეპატიტის გადადების რისკებს.
შენ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის GHB-სნაირი ნარკოსაშუალებები. ისინი გულის წასვლის შანსებს ზრდიან, რაც უფრო მოწყვლადს გხდის სექსუალური ძალადობისთვის. რა სიტუაციაც არ უნდა იყოს, რომელი წამალიც არ უნდა გქონდეს გამოყენებული სექსუალური აქტივობის დაწყებამდე, გახსოვდეს, რომ სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება დანაშაულია და შენი ბრალი არასოდეს არ არის.
ქიმიური ნივთიერებების კომბინაციამ და ძილის ნაკლებობამ შესაძლოა მოკლევადიანი ფსიქოზის წარმოქმნას შეუწყოს ხელი, რომლის დროსაც ადამიანები პარანოიას განიცდიან, ეშინიათ, ან ჰგონიათ, რომ ვიღაც აედევნა. ამ ეპიზოდებს ხშირად საკმაოდ დამაჯერებელი რწმენები, ან ჰალუცინაციები ახლავს თან.
ნარკომოხმარების შემდეგ ჩვეულებრივი მოვლენაა ლეთარგია და ე.წ. ქრეში (ნარკოსაშუალების მოქმედების გასვლის შემდეგი პერიოდი), ისევე, როგორც ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, ან ნივთიერების გადაჭარბებული მოხმარების შედეგად ზედმეტი დოზირება, რაც შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს.