top of page

ისაუბრე ჩემი ენით

საუბარი აბორტზე აღმოსავლეთ ევროპის

ახალგაზრდების გადასახედიდან

2016 წელს YouAct-მა შეიმუშავა სახელმძღვანელო: „ისაუბრე ჩემი ენით“  საუბარი აბორტზე აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდების გადასახედიდან. სახელმძღვანელო განკუთვნილი იყო ორგანიზაციებისათვის, პროფესიონალებისა და საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისათვის.  იგი განსაზღვრავდა იმ ფორმატს, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდები შეიმუშავებდნენ საკუთარ სტრატეგიებს, მოყვებოდნენ საკუთარი სხეულის შესახებ ამბებს, ისწავლიდნენ აბორტის მიმართ სტიგმის შესახებ მართებულ კომუნიკაციას, და ასწავლიდნენ სხვებს იმ ინსტრუმენტებს, რომლითაც ისინი შეძლებდნენ ჩვენს ენაზე საუბარს. ეს სახელმძღვანელო შემუშავდა, როგორც პირველი სახელმძღვანელოს დამატება. იგი წარმოადგენს რესურსს, რომელიც ფოკუსირდება სესიის შემუშავებისა და წარმართვის დროს პირადი ისტორიების მოყოლის ტექნიკის გამოყენების პრაქტიკულ ასპექტებზე. მასში აბორტის მიმართ სტიგმა განხილულია, როგორც მრავალი სხვადასხვა ფაქტორით გამოწვეული პრობლემა, რომელსაც შეუძლია იქონიოს ზემოქმედება ნებისმიერ ადამიანზე.  

 

ამ სახელმძღვანელოში განსაზღვრულია ექვსი ნაბიჯი: მსჯელობა & კვლევა; პირადი ისტორიების მოძიება & გაზიარება; უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სესიის წარმართვა; მხარდაჭერა; და ანგარიშგება. იმედი გვაქვს, რომ ისინი წარმოადგენს საჭირო რესურსსა და ინსტრუმენტებს პირადი ისტორიების მოყოლის წარმატებული სესიის ჩატარებისათვის.

bottom of page