აქ მთავრდება აბორტის სტიგმა:
მოქმედებისა და აზროვნების სახელმძღვანელო
-
აქ მთავრდება აბორტის სტიგმა: მოქმედების და აზროვნების სახელმძღვანელო ერთობლივად შეიმუშავეს 3C-ის რეგიონალურმა კონსულტანტებმა მუტალე ჩონტამ, სიუ კლეიმ და ჩიპო ჩიივამ და Ipas-მა.
-
Ipas არის გლობალური ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს გააუჯობესოს უსაფრთხო აბორტსა და კონტრაცეპციაზე წვდომა, იმ აზრით, რომ ყველა ქალსა თუ გოგონას შეეძლოს თვითონ გადაწვიტოს თავისი მომავალი.
-
წარმოდგენილი სახელმძღვანელო შემუშავებულია სათემო ორგანიზაციების წევრებისათვის (CBO) და/ან არა სამთავრობო ორგანიზაციების (NGO), ჯანდაცვის სათემო სპეციალისტებისა და თვითონ თემის წარმომადგენლებისთვის.
-
სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია სხვა პირებისთვისაც, ვისაც სურს აბორტის სტიგმის ცნობადობის ამაღლება და მის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმის შემუშავება.
-
მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი სახელმძღვანელო გამიზნულია თემის არა პროფესიონალი წევრების, ჯანდაცვის სათემო სპეციალისტების და სათემო ორგანიზაციების პერსონალისათვის, ბევრი აქტივობა შესაძლებელია გამოყენებული იყოს სხვა სპეციალიზაციის მქონე აუდიტორიისთვისაც. ამ აუდიტორიის წევრები შესაძლოა იყვნენ ექიმები, ექთნები და ჯანდაცვის სხვა სპეციალისტები; ჟურნალისტები და მედია პროფესიონალები; პოლიცია, მოსამართლეები და პოლიტიკოსები; და რელიგიური ლიდერები, ადგილობრივი ხელმღვანელები და სხვა ძალაუფლების მქონე პირები, რომლებსაც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ფორმალურად ან არა ფორმალურად შეუძლიათ აბორტის წვდომაზე ზეგავლენის მოხდენა.
-
სახელმძღვანელო მოიცავს შვიდ თემატურ მოდულს, რომელთაგან თითოეული მოიცავს ოთხიდან ექვს აქტივობას.