top of page

სექსი და აივი.

  • სექსი და აივი

  • ანალური სექსი და აივი 

  • ვაგინალური სექსი და აივი 

  • ორალური სექსი და აივი

  • სექს-სათამაშოები, ფინგერინგი, ფისტინგი და აივი

  • კოცნა და აივი

როგორ ავირიდო თავიდან აივი დაუცველი სექსის დროს?

  • კონდომი

  • პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა (პრეპი)

  • ანტირეტროვირული მკურნალობა

  • ლუბრიკანტები

  • სტომატოლოგიური საფენი

  • პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა (პრეპი)

სექსი და აივი

აივი გადადის სპერმის, ვაგინალური ფლუიდების, სისხლისა და ანალური ლორწოს მეშვეობით. დაუცველი სექსის დროს, ერთი ადამიანის სხეულის სითხეები სექსუალური პარტნიორის ორგანიზმში გადადის. ეს შესაძლოა მოხდეს პენისის, ვაგინის, ან სწორი ნაწლავის ლოვარწოვანი გარსის, ან პირსა და ყელში გაჩენილი წლულოვანი გამონაყრის მეშვეობით.

აივის გადადება მხოლოდ იმისგანაა შესაძლებელი, ვინც ვირუსის მატარებელია და ვისი ვირუსის დონეც დადგენილია სისხლის ანალიზის პასუხებში.

ანალური სექსი და აივი

აივის გადადების ყველაზე დიდი რისკი ანალური სექსის დროს დგას, რადგან ანუსს უფრო მგრძნობიარე ქსოვილი აქვს, ვიდრე ვაიგინას. ეს იმასაც ნიშნავს, რომ დაზიანება უფრო ადვილად ხდება, რაც აივის ორგანიზმში შეღწევას მარტივს ხდის. ანალური სექსის მიმღები პარტნიორი უფრო დიდი რისკის ქვეშ დგას, ვიდრე პენეტრაციული ანალური სექსის გამცემი. 

ვაგინალური სექსი და აივი

ვაგინალური სექსის მეშვეობით აივი შეიძლება როგორც მდედრობით, ისე მამრობითი სქესის პარტნიორს გადაედოს. რისკი იზრდება მენსტრუაციის დროს.

ორალური სექსი და აივი

აივის გადადების რისკი ორალური სექსის დროს საკმაოდ დაბალია, თუმცა იგი იზრდება, თუ ორალური სექსის გამცემს დაზიანებული აქვს ღრძილები, აქვს სისხლდენა, ან წყლულები, ასევე, თუ ორალური სექსის მიმღებს აქვს წყლულები გენიტალიებზე.

სექს-სათამაშოები, ფინგერინგი, ფისტინგი და აივი

სექს სათამაშოები (მაგ: დილდოები) პირდაპირ კავშირში მოდის სწორი ნაწლავის/ვაგინის სითხეებთან და ლორწოვან გარსთან. ეს იმას ნიშნავს, რომ გაუსუფთავებელი სექს-სათამაშოების გაზიარებას შესაძლოა აივის გადადებაც მოჰყვეს. თუ სექს-სათამაშოებს მხოლოდ ერთი ადამიანი მოიხმარს, მაშინ რისკი არ არის.

ფინგერინგი და ფისტინგი აივის გადაცემის პირდაპირ რისკს არ ატარებს (თუ, რა თქმა უნდა, ხელებზე ღია ჭროლობა, ან წყლული არ არის), მაგრამ მნიშვნელოვანია არ იყოთ უხეში. ანალურ/ვაგინალური ქსოვილის დაზიანება (განსაკუთრებით, თუ ამას სისხლდენა ახლავს) აივის გადედბის რისკს გაზრდის, თუ შემდეგ ანალური, ვაგინალური, ან ორალური სექსი გექნებათ.

 

კოცნა და აივი

ნერწყვი არ შეიცავს აივ ინფექციას, ამიტომ აივი კოცნით არ გადადის. 

 

როგორ ავირიდო თავიდან აივი დაუცველი სექსის დროს?

კონდომი

კონდომი ყველაზე ეფექტური გზაა აივისა და სხვა სგგის გადაცემის პრევენციისთვის. მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც ვაგინალური და ანალური, ისე ორალური სექსის დროსაც (პენისზე მოთავსებით). მათი გაკეთება აუცილებელია ნებისმიერი სექსუალური აქტივობის დაწყებამდე, ვინაიდან აივის გადაცემა შესაძლებელია ეაკულაციამდელი სითხის, ვაგინალური ფლუიდებისა და ანალური ლორწოს საშუალებით. 

არსებობს როგორც შინაგანი (მდედრობითი სქესის), ასევე გარე (მამრობითი სქესის) კონდომები, ამიტომ შეგიძლია ორივე ცადო და ნახო, რომელს უფრო კომფორტულად იყენებ.

 

პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა (პრეპი)

პრეპი არის აბი, რომელსაც აივ უარყოფითი ადამიანები პრევენციის მიზნით სვამენ. იგი ანტირეტროვირულ მედიკამენტს შეიცავს, რომელიც ვირუსს სხეულში დარჩენაში უშლის ხელს. 

პრეპი იმ ადამიანებისთვისაა რეკომენდირებული, რომლებიც აივის გადადების მაღალი რისკის ქვეშ დგანან. ისინი შესაძლოა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ურთიერთობა აქვს აივ დადებით პარტნიორებთან, ან ადამიანებთან, რომლებიც აივ-ინფექციის რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ, მაგ: კაცები, რომლებსაც სექსი აქვთ კაცებთან, და ახალგაზრდა ქალები სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან.

თუ გაინტერესებს არის თუ არა პრეპი შენთვის, დაუკავშირდი სამედიცინო პერსონალს. ამ ეტაპზე პრეპი ყველგან არ არის, მაგრამ ხელმისაწვდომობა იზრდება.

სწორად გამოყენების შემთხვევაში პრეპი ფაქტობრივად აღმოფხვრის აივის გადადების რისკს, თუმცა მას ყველა სექსუალური გზით გადამდები ინფექციისგან (სგგი), მაგალითად C ჰეპატიტისგან, დაცვა არ შეუძლია. სგგის თავიდან არიდების საუკეთესო საშუალება მაინც კონდომია.

ანტირეტროვირული მკურნალობა

ანტირეტროვირული მკურნალობა (ART) სხეულში აივის რაოდენობას და შესაბამისად ვირუსის გადაცემის რისკებსაც ამცირებს. 

თუ ხარ აივ დადებითი, მკურნალობ და სხეულში „დაუდგენელი“ რაოდენობის ვირუსის დონე გაქვს, ეს ნიშნავს, რომ შენ ორგანიზმში ვირუსი მცირე რაოდენობითაა და სექსის დროს სხვას ვერ გადასცემ. 

თუ აივ-ნეგატიური სტატუსის მატარებელი ხარ, აივ-პოზიტიურ და „დაუდგენელ“ ადამიანთან სექსის შედეგად ვირუსი ვერ გადაგედება.

ყველას, ვინც აივზე მკურნალობს, არ აქვს სისხლში ვირუსის „დაუდგენელი“ დონე. იმისთვის, რომ „დაუდგენელი“ გახდე და ეს სტატუსი შეინარჩუნო, აუცილებელია რეგულარულ შემოწმებებზე იარო.

ლუბრიკანტი

ლუბრიკანტი სექსს უსაფრთხოს ხდის. იგი ამცირებს ვაგინისა და ანუსის ქსოვილის დაზიანების რისკებს სიმშრალისა და ხახუნის შემცირებით. მას კონდომის გახევის რისკის შემცირებაც შეუძლია.

ლუბრიკანტის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანალური სექსის დროს, რადგან ანუსი მგრძნობიარეა და ვაგინისგან განსხვავებით, ბუნებრივად არ გამოყოფს სითხეს.

ყოველთვის გამოიყენე წყლის ბაზაზე დამზადებული ლუბრიკანტი, რადგან ზეთზე დამზადებულ ლუბრიკანტს (მაგ: ვაზელინს) ლატექსის კონდომის დაზიანება შეუძლია, რაც, თავის მხრივ, კონდომის გახევას უწყობს ხელს.

სტომატოლოგიური საფენი

სტომატოლოგიური საფენი მცირე ზომის ელასტიური საფენია. მას პირის, ვაგინის, ან ანუსის დასაფარად იყენებენ ორალური სექსის დროს, რათა შეამცირონ სგგის გადაცემის რისკი.

პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა (PEP)

პეპი ანტირეტროვირული პრეპარატების კურსია, რომელსაც აივის გადადების პრევენცია შეუძლია სარისკო ქცევის შემდეგ, მაგალითად, თუ დაუცველი სექსი გქონდა ადამიანთან, ვისი აივ-სტატუსიც უცნობია.

პეპს აივ ინფექციის შეჩერება მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუ მკურნლობას აქტიდან უახლოვეს 72 საათში დაიწყებ.

bottom of page