C ჰეპატიტის მკურნალობის
მიზნები
ინფორმაცია პაციენტებისთვის
-
C ჰეპატიტის მკურნალობა;
-
ელიმინაციის პროგრამის ძირითადი მიზანი;
-
როგორ ფასდება მკურნალობის წარმატება?
-
C ჰეპატიტის ვირუსული დატვირთვის გაზომვა
-
-
ხელახალი მკურნალობა;
-
რა ბარიერები არსებობს მკურნალობაში ჩასართავად;
-
ზიანის შემცირების სერვის ცენტრები.
C ჰეპატიტის მკურნალობის ძირითადი მიზანი ამ ინფექციისგან განკურნებაა, რაც გულისხმობს ვირუსისგან ორგანიზმის სრულ განთავისუფლებას (ელიმინაციას). დღეისათვის არსებული მედიკამენტების საშუალებით ვირუსისგან სრული განკურნების უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს, ვიდრე წინა წლებში.
C ჰეპატიტის ვირუსისგან განთავისუფლება ხელს უშლის ორგანიზმში სხვა თანმხლები დაავადებების განვითარებას, როგორიცაა ღვიძლის ფიბროზი, ციროზი და ღვიძლის კიბო. C ჰეპატიტის მკურნალობის შედეგად უმჯობესდება პაციენტთა ცხოვრების ხარიხსი.
C ჰეაპტიტისგან განკურნებული ადამიანი აღარ არის გადამდები. შესაბამისად ნებისმიერი ნამკურნალევი ადამიანი C ჰეპატიტის ეპიდემიის შესაჩერებლად წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ შემთხვევაში C ჰეპატიტის მკურნალობის მიზანი შეიძლება განხილულ იქნას ,,მკურნალობა, როგორც პრევენციის'' სახით.
C ჰეპატიტის მკურნალობა
მკურნალობის შედეგად უმეტესწილად ხდება C ჰეპატიტის ვირუსისგან სრული განკურნება, თუმცა ეს არ გამორიცხავს ვირუსული ჰეპატიტის სხვა ტიპით (მაგ. B ჰეპატიტი) დაინფიცირების ან C ჰეპატიტის სხვა გენოტიპის ვირუსით დაინფიცირების (ეს არის რე-ინფექცია) შესაძლებლობას.
დღეისათვის არ არსებობს C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა (განსხვავებით B ჰეპატიტისგან).
ჯანმრთელობის მსოფიო ორგანიზაციის მონაცმებით, დღეისათვის მსოფლიოში 71 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.მხოლოდ 2015 წელს დაინფიცირდა 8 მლნ. ადამიანი.
სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით, საქართველო მიეკუთვნება C
ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნებს, მიჩნეულია, რომ მოსახლეობის დაახლოებით 7,7% ინფიცირებულია C ჰეპატიტით.
2015 წლის აპრილში საქართველოში დაიწყო მსოფლიოში პირველი
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა. მკურნალობას
ახორციელებენ ექიმი-ინფექციონისტები, გასტროენტეროლოგები და ოჯახის ექიმები. 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, მკურნალობა დაასრულა თითქმის 49 000-მა პაციენტმა, მათ შორის განკურნების მაჩვენებელი შეადგენს 98%-ს.
2019-2020 წლებში მკურნალობა ხელმისაწვდომი იქნება 20,000 ადამიანისთვის.
რა არის ელიმინაციის პროგრამის ძირითადი მიზანი?
• ხელმისაწვდომი მკურნალობა ყველასთვის, ვისაც ესაჭიროება;
• მაქსიმალური ხელმისაწვდომობა C ჰეპატიტის ტესტირებაზე, როგორც მოსახლეობის მაღალი რისკის ჯგუფებში (ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები, სისხლის დონორები, მამაკაცები, ვისაც სქესობრივი კავშირები აქვთ მამაკაცებთან), ასავე ზოგადად მოსახლეობისთვის;
• ახალი შემთვევების გავრცელების პრევენცია;
• ცნობიერების ამაღლება C ჰეპატიტის შესახებ.
როგორ ფასდება მკურნალობის წარმატება
C ჰეპატიტის ვირუსული დატვირთვის გაზომვა
მკურნალობის დაწყებამდე ხდება ყველა პაციენტის სისხლის გამოკვლევა ვირუსულ დატვირთვაზე (ეს არის ვირუსის რაოდენობის განსაზღვრა სისხლში). აღნიშნული გამოკვლევა ტარდება რამდენჯერმე მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ. გამოკვლევის შედეგები შედარდება მკურნალობამდე ჩატარებული ვირუსული დატვირთვის ტესტის შედეგებთან, რითაც განისაზღვრება ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობა.
როგორც წესი, ვირუსული დატვირთვის ტესტი ტარდება მკურნალობის დაწყებამდე და დაწყებიდან 12 ან 24 კვირის შემდეგ და მკურნალობის კურსის დასრულების შემდგომ. თუკი მკურნალობის შემდეგ ვირუსის განსაზღვრა არ ხდება სისხლში, მიჩნეულია, რომ მიღწეულია ,,მყარი ვირუსული პასუხი“. თუკი მკურნალობის შემდეგ ჩატარებული გამოკვლევისას ისევ ხდება ვირუსის განსაზღვრა სისხლში, ასეთი პაციენტი განკურნებულად არ ითვლება.
ხელახალი მკურნალობა
სამწუხაროდ, C ჰეპატიტისგან განკურნება არ ხდება 100%-ით. თუკი
მკურნალობა არ დამთავრდა წარმატებულად, შესაძლებელია პაციენტის მკურნალობის თავიდან დაწყება. ვირუსის არსებობა ორგანიზმში ისევ სერიოზულ საფრთხეს უქმნის მის ღვიძლს და ხელს უწყობს C ჰეპატიტთან დაკავშირებული გართულებების განვითარებას.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა აჩვენებს თუ როგორ ფასდება მკურნალობის ეფექტურობა. ვირუსული დატვირთვა იზომება მკურნალობამდე, მკურნალობის მიმდინარეობისას და მკურნალობის შემდგომ რათა განისაზღვროს რამდენად განთავისუფლდა პაციენტი ვირუსისგან. თუკი პაციენტი არ განიკურნება, საჭიროა მისი მკურნალობის თავიდან დაწყება სხვა მედიკამენტით (ბოლო თაობის მედიკამენტი ,,ეპკლუზა“).
C ჰეპატიტის სხვადასხვა გენოტიპი მკურნალობის განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს, ამიტომაც ხშირად განსხვავდება მათი მკურნალობის პერიოდიც დაავადების სიმძიმიდან გამომდინარეც.
რა ბარიერები არსებობს მკურნალობაში ჩასართავად
არსებობს რამდენიმე ბარიერი:
• ბევრი ადამიანი ინფიცირებულია C ჰეპატიტის ვირუსით, თუმცა არ იცის ამის შესახებ;
• ზოგიერთ პაციენტს აქვს გაუცნობიერებელი შიში C ჰეპატიტის
მკურნალობასთან დაკავშირებით, ეშინია გვერდითი ეფექტების ან
არ არის დარწმუნებული, რომ მკურნალობას ბოლომდე მიიყვანს
(მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის არსებული მედიკამენტები
გაცილებით მარტივად ასატანია პაციენტებისთვის, ვიდრე წლების წინ);
• ზოგიერთი პაციენტი უსახლკაროა და/ან არ ყავს ოჯახი და მეგობრები, ვინც შეძლებს მის მხარდაჭერას და დახმარებას მკურნალობის დროს;
• დიაგნოსტიკისთვის საჭირო თანაგადახდისთვის თანხის არ ქონის
გამო;
• კლინიკების ცუდი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გამო. 2018 წელს ჯერ კიდევ არ არის ქვეყნის ყველა ქალაქში სამკურნალო ცენტრი
გახსნილი, თუმცა იგეგმება მათი გახსნა 2019-2020 წლებში;
• ძლიერი სტიგმა და თვით სტიგმა პაციენტებში. სტიგმა ხშირად
სამედიცინო პერსონალისგანაც მომდინარეობს.
თუ გსურთ, შეიტყოთ მეტი C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესახებ, დარეკეთ ნომერზე 15 05