top of page

სექსი, როცა აივი გაქვთ.

  • განუსაზღვრელი=არაგადადებადი

  • U=U-ს პრაქიკაში გამოყენება

  • პრეზერვატივები და კონტრაცეპცია

  • გადაცემასთან დაკავშირებული ფაქტები

აივის ქონამ, შესაძლოა ბევრი კუთხით იქონიოს გავლენა სექსისადმი დამოკიდებულებაზე.

 

ზოგი ადამიანი შფოთავს აივის გადადებასთან დაკავშირებით ან თავს ნაკლებად სასურველად გრძნობს. ზოგი ადამიანი სრულად ივიწყებს სექსს, ხოლო, ზოგ ადამიანს პირიქით, უფრო მეტად სჭირდება ის. შესაძლოა, სასურველად თავის გრძნობა, ინტიმურობის ან სიამოვნების შეგრძნება იმაზე უფრო მნიშვნელოვანი გახდეს, ვიდრე ოდესმე.

 

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ:

  • აივით ინფიცირებული ადამიანების უმრავლესობა აგრძელებს სექსისა და ურთიერთობების ქონას;

  • თუ შესაბამისად გამოიყენებთ პრეზერვატივს, არ გადასცემთ აივს სექსუალურ პარტნიორს;

  • თუ აივის მკურნალობას გადიხართ და განუსაზღრელი ვირუსული დატვირთვა გაქვთ, არ გადასცემთ აივს სექსუალურ პარტნიორს;

  • აივით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ იყოლიონ შვილები, რომლებიც არ იქნებიან ინფიცირებულნი.

 

განუსაზღვრელი=არაგადადებადი

 

აივის ეფექტიანი მკურნალობა არის აივის სექსუალური გზით გადაცემის პრევენცია.

 

რამდენიმე ფართომასშტაბიანმა კვლევამ დაადასტურა, რომ აივით მცხოვრები ადამიანები, რომლებიც აივის მკურნალობას იტარებენ და განუსაზღვრელი ვირუსული დატვირთვა აქვთ, არ გადასცემენ აივს სექსუალურ პარტნიორს მაშინაც კი, როცა პრეზერვატივს არ მოიხამრენ.

 

ეს იმიტომ ხდება, რომ აივის მკურნალობა ამცირებს აივის რაოდეობას სხეულში. თუ თქვენ „განუსაზღვრელი ვირუსული დატვირთვა“ გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ არ გაქვთ აივის საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ ის ვინმეს გადასცეთ.

 

სწორედ ამას ნიშნავს, როცა ამბობენ, რომ „განუსაზღვრელი ნიშნავს არგადაცემადადს“ (Undetectable=Untransmittable). ზოგჯერ, შემოკლებით “U=U” ასე მოიხსენიება.

 

როდესაც ექვსი თვის განმავლობაში გექნებათ განუსაზღვრელი ვირუსული დატვირთვა, შეგიძლიათ ამას დაეყრდნოთ თქვენი სექსუალური პარტნიორის დასაცავად. იქამდე, მიმართეთ თავდაცვის სხვა მეთოდებს (მაგ. პრეზერვატივს). ეს იმიტომაა საჭირო, რომ მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, თქვენ შესაძლოა კვლავ შეგეძლოთ აივის გადაცემა.

 

სამედიცინო ექსპერტები და ორგანიზაციები მთელ მსოფლიოში თანხმდებიან, რომ განუსაზღვრელი ნიშნავს არაგადაცემადს (U=U). ისინი წარმოადგენენ მტკიცებულებას, რომ განუსაზღვრელი ვირუსული დატვირთვის სტაბილურად მქონე (სულ მცირე, ექვსი თვის განმვალობაში) და აივის მკურნალობის მიმართ კარგი დამყოლობის მქონე ადამიანებს შეგვიძლია ვუთხრათ, რომ არ არსებობს მათთვის აივის სექსუალურ პარტნიორზე გადაცემის რისკი.

 

U=U-ს პრაქიკაში გამოყენება

 

„განუსაზღვრელი ნიშნავს არაგადაცემადს“ ეხება როგორც კაცებს, ასევე, ქალებსაც, ჰეტეროსექსუალ და ჰომოსექსუალ ადამიანებს.

 

ეს ისევე რელევენტურია ანალური სექსის შემთხვევაში, როგორც, ვაგინალური სექსის შემთხვევაში. რელევანუტია იმის მიუხედავად, გამოიყენება თუ არა სექსის დროს პრეზერვატივი.

 

ის ასევე რელევანტურია, თუ შვილის ყოლა გინდათ მათთან ერთად, ვისაც არ აქვს აივი. მას შემდეგ, რაც ექვსი თვის განმვალობაში გექნებათ განუსაზღვრელი ვირუსული დატვირთვა, შეგიძლიათ იქონიოთ დაუცველი სექსუალური კავშირი ჩასახვისთვის და არ ინერვიულოთ იმაზე, რომ გადასცემთ აივს.

 

აივით მცხოვრები ბევრი ადამიანის თანახმად, იმის ცოდნა, რომ განუსაზღვრელი ნიშნავს არაგადაცემადს, ძალიან მნიშვნელოვანია. მას შეუძლია სექსი უფრო უშფოთველი და სასიამოვნო გახადოს. მას ასევე შეუძლია შეცვალოს, თუ როგორ აღიქვამთ საკუთარ თავს.

 

ეს შეიძლება სიახლე იყოს თქვენი სექსუალური პარტნიორისთვის. შესაძლოა, მას დრო დასჭირდეთ, რომ გაიგოს და ნდობა გაუჩნდეს იმის მიმართ, რასაც ეუბნებიან.

 

პრეზერვატივები და კონტრაცეპცია

 

პრეზერვატივის გამოყენება ასევე ეფექტური გზაა აივის გადადების თავიდან ასაცილებლად. პრეზერვატივები თავიდან გვარიდებს აივის შემცველი სხეულის სითხეების ერთი ადამიანიდან მეორეზე გადაცემას. წყალზე ან სილიკონზე დამზადებული ლუბრიკანტი პრეზერვატივის კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის.

 

როდესავ, პრეზერვატივი გამოიყენება მუდმივად და სწორად, ის ძალიან ეფექტურია. მიუხედავად ამისა, აივის გადადების პრევენციის ყველაზე სანდო საშალება არის განუსაზღვრელი ვირუსული დატვირთვის ქონა.

 

პრეზერვატივი ასევე დაგიცავთ სექსუალური გზით გადამდები სხვა იმ სხვა ინფექციების გადადებისგან, რომლებისგანაც განუსაზღვრელი ვირუსული დატვირთვა ვერ დაგიცავთ. პრეზერვატივის გამოყენება და განუსაზღვრელი ვირუსული დატვირთვის ქონა კარგი გზაა თქვენი და თქვენი პარტნიორის ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. ასევე, შეგიძლიათ თქვენ სამედიცინო კლინიკას მიმართოთ სექსუალური ჯანმრთელობის რეგულარული (რუტინული) შემოწმებისთვის.

 

თუ გესაჭიროებათ კონტრაცეპცია, ექიმს უნდა შეატყობინოთ აივის მკურნალობის შესახებ. ზოგი ანტი-აივის მედიკამენტი შესაძლოა ურთიერთქმედებაში შევიდეს აბთან და სხვა ჰომრონულ კონტრაცეპტივთან. თქვენ ექიმს შეუძლია დაგეხმაროთ იმ კონტრაცეპციის შერჩევაში, რომელსაც აივის მკურნალობასთან ერთად გამოიყენებთ.

 

გადაცემასთან დაკავშირებული ფაქტები

 

თუ გადიხართ აივის მკურნალობას და ექვსი თვის განმავლობაში გაქვთ განუსაზღვრელი ვირუსული დატვირთვა, შეგიძლიათ არ ინერვიულოთ აივის გადადებაზე.

 

მაგრამ თუ მკურნალობის აღნიშნულ სტადიაზე არ ხართ ან ხანდახან გავიწყდებათ ხოლმე აბების მიღება, კარგი იქნება, გაერკვეთ, როდის არის აივის სხვაზე გადაცემის რისკი და როდის არ არის.

 

აივის გადადების ყველაზე ხშირი გადადების გზებია ანალური და ვაგინალური სექსი.

 

სექსუალური ხასიათის სხვა აქტივობებისას აივის გადაცემის რისკი ბევრად უფრო დაბალია. ითვლება, რომ ორალური სექსის დროს გადაცემის ძალიან დაბალი რისკი არსებობს.

 

კოცნით და ჩახუტებით შეუძლებელია აივის გადაცემა.

 

არ არსებობს აივის გადაცემის რისკი ნორმალური სოციალური კონტაქტისას. არავის არასდროს გადადებია აივი:

  • საყოფაცხოვრებო ნივთების, ჭიქების, თეფშების ან დანა-ჩანგლის გაზიარების შედეგად;

  • საერთო სველი წერტილის (ტუალეტის) გამოყენების შედეგად;

  • იმავე ჰაერის სუნთქვით, რომლესაც აივით მცხოვრები ადამიანები სუნთქავენ.

bottom of page