top of page

B ჰეპატიტის გავრცელება
ინფორმაცია პაციენტებისთვის

  • ძირითადი ფაქტები B ჰეპატიტის შესახებ; 

  • B ჰეპატიტის გეოგრაფიული  გავრცელება; 

  • B ჰეპატიტის გავრცელება საქართველოში;

  • B ჰეპატიტის ვირუსი;

  • მწვავე B ჰეპატიტი;

  • რა შემთხვევაში ვითარდება დაავადების ქრონიკული ფორმა?

B ჰეპატიტი არის B ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ღვიძლის ანთება, რომელიც აზიანებს ღვიძლის უჯრედებს.

 

 

ძირითადი ფაქტები B ჰეპატიტის შესახებ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით:

  • მსოფლიოში 257 მლნ ადამიანი ცხოვრობს ქრონიკული B ჰეპატიტით.

  • 2015 წელს 887,000 ადამიანი გარდაიცვალა B ჰეპატიტის გართულებებით  (მათ შორის ღვიძლის ციროზი და ღვიძლის კიბო)

  • B ჰეპატიტი მნიშვნელოვან პროფესიულ რისკს წარმოადგენს სამედიცინო პერსონალისთვის. 

B ჰეპატიტის გეოგრაფიული გავრცელება

B ჰეპატიტი ყველაზე მეტად გავრცელებულია აფრიკაში საჰარის უდაბნოს სამხრეთით და აღმოსავლეთ აზიაში. ამ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულია ბავშვობის ასაკში და ზრდასრული მოსახლეობის 5-10%-ს აქვს ქრონიკული ინფექცია.


B ჰეპატიტის ვირუსით ქრონიკული ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი ასევე აღინიშნება აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სამხრეთ ნაწილებში, ახლო აღმოსავლეთსა და ინდოეთის ნახევარკუნძულზე, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 2-5% არის ქრონიკულად ინფიცირებული. B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული მოსახლეობა 1%-ზე ნაკლებს შეადგენს დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.  სისხლის გზით ინფექციის გავრცელება ხდება ინფიცირებული სისხლის ან სისხლის პროდუქტების გადასხმით, ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცების, ნემსების და სხვა სამედიცინო ან სტომატოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით, ორგანოს
ტრანსპლანტაციით, ტატუირებით და პირსინგით.

 

B ჰეპატიტის გავრცელება საქართველოში

დღეისათვის ქვეყანაში არ არსებობს სარწმუნო მონაცემები ქვეყანაში B
ჰეპატიტის მწვავე და ქრონიკური შემთხვევების რაოდენობის შესახებ.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის საფუძველზე, საქართველო მიეკუთვნება B ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნებს ევროპის რეგიონში, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 2.9% ინფიცირებულია B ჰეპატიტის ვირუსით (HBsAg დადებითი), ხოლო 25.9%-ს აქვს B ჰეპატიტის ვირუსის ბირთვის საწინააღმდეგო ანტისხეულები (Anti-HBc დადებითი).

 

  • B ჰეპატიტის ვირუსის გავრცელება განსხვავებულია ქვეყნის რეგიონებს შორის - შედარებით მაღალია ქვემო ქართლში (5.2%), კახეთში (4%) და გურიაში 4.1%. თბილისში B ჰეპატიტის ვირუსის გავრცელება 2.3%-ს შეადგენს. 

  • ინფიცირებულთა ძირითად ასაკობრივ ჯგუფს შეადგენენ 18-39 წლის პირები. 

  • გამოკითხულთა მხოლოდ 36.7%-ს აქვს ინფორმაცია B ჰეპატიტის
    შესახებ.

B ჰეპატიტის ვირუსი

B ჰეპატიტის ვირუსის სიცოცხლის ხანგრძლივობა ადამიანის ორგანიზმის გარეთ 7-10 დღეს შეადგენს. ამ დროის განმავლობაში, ვირუსს ჯერ კიდევ შეუძლია გამოიწვიოს ინფექცია თუკი მოხვდება იმ ადამიანის ორგანიზმში, რომელიც წინასწარ არ არის დაცული ვაქცინით.

B ჰეპატიტის ვირუსის ინკუბაციური პერიოდი არის საშუალოდ 75 დღე, მაგრამ შეიძლება ვარირებდეს 30 - 180 დღის ფარგლებში.


ინკუბაციური ანუ ფარული (ლატენტური) პერიოდი - ეს არის პერიოდი ინფექციის შეჭრის მომენტიდან დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენამდე;


B ჰეპატიტის ვირუსმა შესაძლოა განაპირობოს მწვავე ან ქრონიკული
დაავადების განვითარება.

მწვავე B ჰეპატიტი

B ჰეპატიტით ინფექციის მწვავე სტადია ვირუსით ინფიცირებიდან პირველი 6 თვის განმავლობაში გრძელდება. ხშირად იგი უსიმპტომოდ (კლინიკური გამოვლინებების გარეშე) მიმდინარეობს.

 

თუკი ინფექციის სიმპტომები კლინიკურად მალევე გამოვლინება, მწვავე პერიოდი 90 დღემდე გრძელდება. მწვავე ფორმის დროს განკურნება ხდება შემთხვევათა 95%-ში.

 

რა შემთხვევაში ვითარდება დაავადების ქრონიკული ფორმა?

B ჰეპატიტის ქრონიკულ ფორმაში გადასვლის რისკი დამოკიდებულია თუ რა ასაკში მოხდა ადამიანის ინფიცირება. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გაცილებით მეტი რისკია B ჰეპატიტის მწვავე ფორმა გადავიდეს ქრონიკულ ფორმაში.

ახალშობილები და ბავშვები:
• ინფიცირებული ახალშობილების 80-90%-ს უვითარდება ქრონიკული B ჰეპატიტი და


• 6 წლამდე ასაკის ინფიცირებული ბავშვების 30-50%-ს უვითარდება
ქრონიკული B ჰეპატიტი;

 


მოზრდილები:
• მოზრდილთა 5%-ს (რომელთაცჯანმრთელობის მხრივ სხვა პრობლემები არ აქვთ) უვითარდებათ ქრონიკული B ჰეპატიტი;


• ქრონიკული B ჰეპატიტით დაავადებულ მოზრდილთა 20-30% უვითარდება ღვიძლის ციროზი და/ან ღვიძლის კიბო. შესაძლოა დადგეს ღვიძლის გადანერგვის (ტრანსპლანტაცია) აუცილებლობა ან დაავადება გარდაცვალებით დასრულდეს.

ჰეპატიტის ვირუსით ინფექციის პრევენციის მიზნით, დაბადებიდან პირველი 12 საათის განმავლობაში ახალშობილის უკეთდება B ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი და უტარდება ვაქცინაციის სრული კურსი (მაშინ როდესაც არაინფიცირებული დედების ახალშობილებს უტარდებათ მხოლოდ ვაქცინაცია).


ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე დედის ახალშობილს ტესტირება HbsAg-ზე და anti-HBs-ზე უნდა ჩაუტარდეს 9-15 თვის ასაკში.

ზოგ პაციენტს ინფიცირებიდან მრავალი წლის შემდეგაც კი ღვიძლის უმნიშვნელო დაზიანება აღენიშნება. როცა ინფექცია უსიმპტომოდ ვითარდება, გარკვეული დროის განმავლობაში პაციენტი ვერც ხვდება, რომ B ვირუსითაა ინფიცირებული, ან ის მცირე სიმპტომები, რაც აღენიშნება, ხშირად სხვადასხვა დაავადებებს (კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები, დეპრესია, კანის დაავადებები და სხვა) მიეწერება ხოლმე. აღნიშნული მიზეზების გამო, B ჰეპატიტს, მსგავსად C ჰეპატიტისა, უწოდეს „ჩუმი მკვლელი“.


2015 წელს, მსოფლიოში ინფიცირებული 257 მლნ ადამიანიდან, მხოლოდ 9%-მა (22 მლნ) იცოდა თავისი დიაგნოზის შესახებ. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აშშ-ში ყოველი 3 ინფიცირებულიდან 2-მა არ იცის რომ ინფიცირებულია

 

 

 

 

 

 

 

გამოჯანმრთელებული პაციენტების B ჰეპატიტის
ვირუსით რეინფექციის ( განმეორებით ინფიცირების)
საშიშროება არ არსებობს.

დროულად ჩაიტარეთ ტესტირება B ჰეპატიტზე,
ინფორმაცია გაუზიარეთ სხვებსაც!

B hepatite.PNG
B statistic.PNG
3 dan 2.PNG
bottom of page