top of page

C და B ჰეპატიტები
ზოგადი ინფორმაცია 

  • რა არის ჰეპატიტი?

  • რა არის C ჰეპატიტი?

  • რა არის C ჰეპატიტი?

რა არის ჰეპატიტი?

ჰეპატიტი ღვიძლის ანთებითი დაავადებაა, რომელიც შეიძლება განაპირობებულ იყოს სხვადასხვა ტიპის ვირუსების, ტოქსინების, ზოგიერთი მედიკამენტის, სხვადასხვა დაავადების ან ალკოჰოლის ჭარბად გამოყენების შედეგად. ყველაზე მეტად გავრცელებულ ვირუსული ჰეპატიტების ტიპებს მიეკუთვნება A, B, და C.

რა არის C ჰეპატიტი? 

ეს არის ღვიძლის ინფექციური დაავადება, რომელიც შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული ფორმის. C ჰეპატიტს იწვევს მხოლოდ C ჰეპატიტის ვირუსი, რომელიც ძირითადად ინფიცირებული ადამიანის სისხლთან კონტაქტის გზით ვრცელდება.


მწვავე C ჰეპატიტი - ვლინდება ინფიცირებიდან 6 თვის მანძილზე. შესაძლებელია მისგან განკურნება მოხდეს მკურნალობის გარეშეც შემთხვევათა 15%–25%-ში, თუმცა ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი მექანიზმი, თუ როგორ ებრძვის და ამარცხებს ორგანიზმი ვირუსს წამლების გარეშე. მწვავე C ჰეპატიტი შემთხვევათა 75-85%-ში გადადის ქრონიკულ ფორმაში.


ქრონიკული C ჰეპატიტი - არის ხანგრძლივი ინფექციური დაავადების შედეგი. ვირუსი შესაძლოა მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩეს ორგანიზმში და განაპირობოს ღვიძლის ციროზის ან კიბოს განვითარება. შემთხვევათა 80%-ში ქრონიკული ინფექცია მიმდინარეობს კლინიკური ნიშნების გარეშე.


ღვიძლის ციროზისა და ფიბროზის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია: ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა (ცხიმოვანი ცვლის მოშლა) და სხვა.

რა არის B ჰეპატიტი?

B ჰეპატიტი არის B ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ღვიძლის ანთება, რომელიც აზიანებს ღვიძლის უჯრედებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით:

  • მსოფლიოში 257 მლნ ადამიანი ცხოვრობს ქრონიკული B ჰეპატიტით.

  • 2015 წელს 887,000 ადამიანი გარდაიცვალა B ჰეპატიტის გართულებებით  (მათ შორის ღვიძლის ციროზი და ღვიძლის კიბო)

  • B ჰეპატიტი მნიშვნელოვან პროფესიულ რისკს წარმოადგენს სამედიცინო პერსონალისთვის. 

 

bottom of page