top of page

აივ ინფექციის გადადების გზები.

  • აივ ინფექციის გადადების გზები

  • აივი ვირუსის მატარებელი ადამიანის ფლუიდებში ცხოვრობს

აივის გადადების მთავარი გზებია:

  • სექსი კონდომის გარეშე

  • ინტრავენური ხელსაწყოს გაზიარებით

  • დედიდან შვილზე გადაცემით, ორსულობის, მშობიარობის, ან ძუძუთი კვების შედეგად

  • დაინფიცირებული სისხლის გადასხმისას, ან ორგანოებისა და ქსოვილის გადანერგვის დროს

აივ ინფექციის გადადების გზები

  • აივ ინფექციის გადადების გზები

  • აივის გადადება მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც პიროვნებას ინფექციის მატარებელი ადამიანის ფლუიდებთან აქვს შეხება (მაგ: სისხლი, სპერმა, მშობლის რძე).

  • აივის გადაცემა დაუცველი სექსის, ან ინტრავენური მოწყობილობების გაცვლის შედეგადაც ხდება, გადადის დედიდან შვილზე, ორსულობისას, მშობიარობისას და ძუძუთი კვების დროს, ასევე დაინფიცირებული სისხლის გადასხმის შემთხვევაში.

  • სექსის დროს კონდომის გამოყენება, ან პრეპის (PreP) სისტემატური მიღება აივ ინფექციის გადადებისგან დაგიცავს.

  • თუ ახალი დედა ხარ, ან შვილს ელოდები, აივზე მკურნალობა და გაზიარებული ინტრავენური მოწყობილობების გამოყენებისგან თავის შეკავება (თუ ნარკომომხმარებელი ხარ) შენ და გარშემომყოფებს აივ ინფექციისგან დაგიცავთ.

  • ეფექტურ მკურნალობას შეუძლია აივ ინფექციის მატარებელი ადამიანის ორგანიზმში ინფექციის დონის დაწევა ისე, რომ სისხლის ანალიზში არ გამოჩნდეს. ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანს აივის გადაცემა არ შეუძლია.

აივი ვირუსის მატარებელი ადამიანის ფლუიდებში ცხოვრობს:

  • სისხლში,

  • სპერმასა და პრე-ეაკულაციურ სითხეში,

  • სწორი ნაწლავის სითხესა და ანალურ ლორწოში,

  • ვაგინალურ ფლუიდებში,

  • მშობლის რძეში.

იმისთვის, რომ ადამიანს აივი გადაედოს, საჭიროა ეს ფლუიდები ლორწოვანი მემბრანის (მაგ: ვაგინისა და სწორი ნაწლავის კედლებს, ან პენისის თავის), გაზიარებული ინტრავენური ხელსაწყოების, ან დაზიანებული კანის მეშვეობით (მაგ: იარები, და წყლულები პირში, ან ნაკაწრები ანუსის გარშემო) სისხლში მოხვდეს.

სხეულის სხვა ფლუიდებში, მაგალითად ნერწყვში, ოფლსა და შარდში, საკმარისი რაოდენობის აივ ინფექცია არ არის, რომ სხვა ადამიანს გადაედოს.

როდესაც აივ დადებით პირს ვირუსის დაუდგენელი დონე აქვს, ეს ნიშნავს, რომ მკურნალობის შედეგად სისხლში ვირუსის რაოდენობამ მნიშვნელოვნად დაიწია და ვისრუსი ჩვეულებრივ სისხლის ანალიზებში აღარ ჩანს. ასეთ აივ-დადებით ადამიანებს ვირუსის სხვისთვის გადადება არ შეუძლიათ.

ადამიანს, ვისი აივის დონეც სისხლის ანალიზებში ჩანს, ვირუსის გადაცემა შეუძლია, განურჩევლად იმისა, ამჟღავნებს სიმპტომებს, თუ არა.

აივის გადადების მთავარი გზებია:

 

სექსი კონდომის გარეშე

  • დაუცველი ვაგინალური, და/ან ანალური სექსის შედეგად (რაც ნიშნავს სექსის ქონას კონდომის/ბარიერული თავდაცვის საშუალების გარეშე) აივ დადებით ადამიანთან.

ინტრავენური ხელსაწყოს გაზიარებით

  • აივ დადებით ადამიანთან ნემსების, შპრიცების, ან სხვა ხელსაწყოების გაზიარებით, რომლებიც წამლის მოსამზადებლად, ან გამოსაყენებლად იხმარება.

დედიდან შვილზე გადაცემით, ორსულობის, მშობიარობის, ან ძუძუთი კვების შედეგად

  • აივის მატარებელ მშობელს შვილისთვის ვირუსის გადაცემა სისხლით შეუძლია, ორსულობისას, ან მშობიარობის პროცესში, ასევე ძუძუთი კვების დროს.

დაინფიცირებული სისხლის გადასხმისას, ან ორგანოებისა და ქსოვილის გადანერგვის დროს

  • აივის გადადება შესაძლებელია დაინფიცირებული სისხლის გადასხმის, სისხლის მატარებელი პროდუქტების, ან ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაციის შედეგად. თუმცა, ამის რისკი საკმაოდ დაბალია, ვინაიდან ბევრ ქვეყანაში სისხლის პროდუქტებს აივზე ამოწმებენ.  

თუ ფიქრობ, რომ აივის გადადების რისკის წინაშე ხარ, ამის დანამდვილებით გარკვევის ერთადერთი გზა აივის ტესტის გაკეთებაა.

bottom of page