top of page

აივ ინფექცია და გულ-სიხლძარღვთა

დაავადებები
ინფორმაცია პაციენტებისთვის

  • რატომ იზრდება გულის დაავადებების რგანვითარების რისკი აივ ინფექციის დროს?

  • რისკის ფაქტორები;

  • როგორ უნდა შეამციროთ გულის დაავადებების განვითარების რისკი?

აივ ინფიცირებული პირებისთვის მნიშვნელოვანია საკუთარ ჯანმრთე-ლობაზე ზრუნვა, რამდენადაც მათ აქვთ გარკვეული რისკი გულის დაავადებების განვითარებისთვის. ეს რისკი არ წარმოიქმნება მხოლოდ ასაკთან ერთად. გულთან დაკავშირებული პრობლემები შესაძლებელია შეექმნათ აივ ინფიცირებულ ახალგაზრდა პირებასაც. 
არსებობს გულის დაავადების განვითარების რამდენიმე რისკის ფაქტორი, ამიტომაც მნიშვნელოვანია იცოდეთ თითოეული მათგანის შესახებ, რათა შეძლოთ ჯანმრთელობის შენარჩუნება მრავალი წლის მანძილზე. 

 

რატომ იზრდება გულის დაავადებების განვითარების რისკი აივ ინფექციის დროს?
 

აივ თერაპიის გარეშე მყოფი პირებისათვის აივ ვირუსით გამოწვეული გულის დაავადებების განვითარების რამდენიმე გზა არსებობს. კერძოდ: 

•    სისხლძარღვების ანთება;
•    თირკმლის დაავადება;
•    სისხლში ლიპიდების (ცხიმები) დისბალანსი. 

 

ზოგიერთ კვლევებში აღნიშნულია, რომ აივ-ის სამკურნალო მედი კამენტები განაპირობებენ გულის და სისხლძარღვების დაავა დებების განვითარებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სის ხლში ვირუსული დატვირთვის შემცირებით მედიკამენტები მნიშვნელოვნად ამცირებენ ამ რისკს. 

 

ანთება


აივ-ს შეუძლია გამოიწვიოს ორგანიზმში ანთებითი პროცესების განვითარება, რომელიც თავის მხრივ, ზრდის გულის დაავადებების განვითარების რისკს. 

 

რაც უფრო დიდი ხნის მანძილზე იმყოფება ადამიანი არვ თერაპიის გარეშე, მით მეტია სისხლძარღვების დაზიანების რისკი. სისხლძარღვებში ანთებითი პროცესებისა და ცხიმოვანი ჩანართების არსებობა განაპირობებს გულის იშემიურ დაზიანებას ან ინფარქტის განვითარებას. 


ზოგიერთ სამკურნალო მედიკამენტს შეუძლია დაიცვას სისხლ-ძარღვები ანთებითი პროცესების განვითარებისგან. დროულად დაწყებული მკურნალობა და მასზე კარგი დამყოლობა ამცირებს სიხლძარღვების განვითარების რისკს. 

 

 

თირკმლის დაავადება 

აივ-ით განპირობებული ანთებითი პროცესები გარკვეულწილად განაპირობებენ თირკმლის დაავადებების განვითარებას, რომელიც ხშირად განაპირობებს მაღალ არტერიულ წნევას.  

 

 

ლიპიდების დონე  

 

აივ-ს შეუძლია გავლენა მოახდინოს სისხლში ლიპიდურ ცვლაზე (სისხლის ცხიმები). შედეგად იზრდება ტრიგლიცერიდების (სისხლის ცხიმისსახეობა) რაოდენობა და მცირდება მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (HDL ე.წ. კარგი ქოლესტერინი) რაოდენობა. სისხლში აღნიშნული ცვლილების შედეგად იზრდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების რისკი.


ზოგიერთი მედიკამენტის მიღებამაც შესაძლოა განაპირობოს სისხლში ლიპიდური დონის მცირე ცვლილებები. შედეგად იზრდება გულის დაავადებების განვითარების რისკი. დაელაპარაკეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გინდათ მიიღოთ მეტი ინფორმაცია სისხლში ლიპიდების დონის დარეგულირების შესახებ. 

 

 

ერექციული დისფუნქცია

აივ-მა შეიძლება გამოიწვიოს ერექციული დისფუნქციის განვითარება მამაკაცებში. ერექ ციული დისფუნქციის განვითარებას ხელს უწყობს დაღლილობა, სტრესი ან დიდი რაოდენობით ან ხშირად მიღებული ალკოჰოლი.


თუმცა, აივ ინფიცირებული პაციენტებში დაახლოებით 10-დან 1 შემთხვევაში ვლინდება მუდმივი, ან ხშირად განმეორებადი ერექციული დისფუნქცია.


ერექციული დისფუნქცია აივ ინფიცირებულ პირებში ხშირად ასოცირებულია შემდეგ ფაქტორებთან: ინფიცირების ხანგრძლივი პერიოდი, ასაკის მატება,  ჰიპერტენზია, დიაბეტი, ფსიქიატრიული მკურნალობა, სხეულის წონის ცვლილება და პროტეაზას ინჰიბიტორებით მკურნალობა. 

 

 

რისკის ფაქტორები

 

აივ-ი არ წარმოადგენს გულის დაავადებების განვითარების ერთადერთ რისკ ფაქტორს. ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თამბაქოს მოწევა.  არსებობს სხვა დამატებითი სარისკო ფაქტორებიც: 

  • მემკვიდრული წინასწარი განწყობა;

  • დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა ან მაღალი ქოლესტერინის დონე სისხლში;

  • ასაკი;

  • ზედმეტი წონა;

  • სტრესი ან დეპრესია;

  • ნაკლები ფიზიკური აქტივობა

  • არაჯანსაღი საკვები

  • ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება 

 

დროული და სწორი აივ მკურნალობა: 

ამცირებს ანთე-ბითი პროცესების განვითარების ალბათობას, რომელიც => ამცირებს გულის დაავადებების რისკს, რომელიც => ხელს უწყობს ხანგრძლივ და ჯანმრთელ სიცოცხლეს. 

 

 

როგორ უნდა შეამციროთ გულის დაავადებების განვითარების რისკი?

 

არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია რისკის ფაქტორების მინიმუმამდე შემცირებისა და გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით: 

 

  • მიიღეთ გულისთვის სასარგებლო საკვები (გაზარდეთ რაციონში ხილი და ბოსტნეული და შეამცირეთ გაჯერებული ცხიმის რაოდენობა);

  • იყავით აქტიური;

  • შეინარჩუნეთ სხეულის ნორმალური წონა;

  • მოერიდეთ სტრესს და მიმართეთ ექიმს დეპრესიის არსებობისას;

  • თუ გაქვთ დიაბეტი, აკონტროლეთ შაქრის შემცველობა სისხლში;

  • შეწყვიტეთ ან შეამცირეთ ნარკოტიკის მოხმარება, ზომიერად მიიღეთ ალკოჰოლი;

  • შეწყვიტეთ მოწევა;

  • დაარეგულირეთ სისხლის წნევა. 

 

ექიმის დანიშნულების მიხედვით, წამლის მიღება დაგიცავთ გულის დაავადებების და მასთან დაკავშირებული გართულებებისგან. კარგი იქნება, თუ დაელაპარაკებით თქვენს მკურნალ ექიმს საკუთარი რისკის ფაქტორების შესახებ, რათა სწორად განისაზღვროს, თუ რისი გაკეთებაა საჭირო გულის დაავადებების განვითარების რისკის შესამცირებლად.

bottom of page