top of page

C ჰეპატიტი და დაავადების პროგრესირება
 

ინფორმაცია პაციენტებისთვის

  • ფიბროზი;

  • ციროზი;

  • ციროზის „კომპენსირებული“ და
    „დეკომპენსირებული“ ფორმები; 

  • დეკომპენსირებული ციროზის გართულებები;

  • C ჰეპატიტის პროგრესირება.

​ტერმინი ჰეპატიტი ნიშნავს ღვიძლის ანთებას. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელმაც შეიძლება განაპირობოს ღვიძლის ანთებითი დაავადება, მათ შორის ვირუსები (C და B), ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება, სხვადასხვა მედიკამენტის ან ნარკოტიკული საშუალებების (ექიმის დანიშნულებით ან მის გარეშე) მოხმარება.

 

დიდი ხნის განმავლობაში ღვიძლის ანთებამ შესაძლოა განაპირობოს ღვიძლის მნიშვნელოვანი დაზიანება (ფიბროზი ან ციროზი), ხელი შეუწყოს ღვიძლის კიბოს განვითარებას და საჭირო გახდეს ღვიძლის გადანერგვა. 

 

 

 

ფიბროზი 

ქრონიკული ინფექციის მოგვიანებით ეტაპზე ვითარდება ფიბროზი. ეს განპირობებულია ღვიძლის ანთებითი პროცესების შედეგად, რასაც იწვევს ღვიძლის უჯრედებში ვირუსის შეღწევა. შედეგად ღვიძლის უჯრედები გადაგვარდება, იცვლება ღვიძლის სტრუქტურა და მასში ხდება შემაერთებელი ქსოვილის (ფიბროზის ანუ ნაწიბურის) განვითარება.

ციროზი

შემდგომ ეტაპზე ფიბროზი მოიცავს მთელ ღვიძლს, ღვიძლის ქსოვილი უფრო მეტად ზიანდება, ჩნდება უფრო მეტი ნაწიბურები, შედეგად ღვიძლი იჭმუხნება, მკვრივდება და ვითარდება ღვიძლის ციროზი. ფიბროზის განვითარებაში აქტიურადაა ჩართული იმუნური სისტემა, ის ერთი მხრივ ცდილობს დაავადების შეჩერებას, მეორე მხრივ აჩქარებს ღვიძლში შემაერთებელი ქსოვილის (ნაწიბურის) განვითარების პროცესს. 

ციროზის „კომპენსირებული“ და
„დეკომპენსირებული“ ფორმები 

თუ ღვიძლი, ნაწიბურების განვითარების მიუხედავად, ჯერ კიდევ ასრულებს ფუნქციების უმეტეს ნაწილს - ეს არის კომპენსირებული ციროზი. ამ დროს ადამიანებს ხშირად კლინიკური იშნები გამოხატული არც აქვთ და არც იციან თავისი დაავადების შესახებ (ამიტომაც ეძახიან C ჰეპატიტს ,,ალერსიან მკვლელს'')

დეკომპენსირებული ციროზის დროს ღვიძლი იმდენადაა დაზიანებული, რომ ის ვეღარ ასრულებს ორგანიზმისათვის სასიცოცხლო ფუნქციებს.

ციროზი ასევე მნიშვნელოვნად ზრდის ღვიძლის კიბოს განვითარების რისკს, რაც შესაძლებელია ორივე, კომპენსირებული და დეკომპენსირებული ციროზის სტადიაზე მოხდეს. 

დეკომპენსირებული ციროზის გართულებები

დეკომპენსირებული ციროზის შედეგად შესაძლოა სწრაფად
განვითარდეს ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში გართულებები.
ამ დროს კლინიკურად გამოხატულია შემდეგი ნიშნები:


• სისხლდენა საყლაპავის ვარიკოზული ვენებიდან, რაც შეიძლება
ფატალურად დამთავრდეს;


• ასციტი (მუცლის ღრუში წყლის დაგროვება), რაც ართულებს
ადამიანის კვებას და სუნთქვას;


• ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, რასაც განაპირობებს ტოქსინების
მოქმედება თავის ტვინზე. თავის მხრივ, ღვიძლის ფუნქციური
უკმარისობის შედეგად, ტოქსინები გროვდება სისხლში.

კლინიკურად გამოხატულია მოთენთილობა, მეხსიერების
დაკარგვა, განწყობის ხშირი ცვლილებები და სხვა პრობლემები;


• ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია შეიძლება დასრულდეს ღვიძლის
უკმარისობით (კომა), ტვინის შეშუპებით და სიკვდილით.

Liver progress.PNG
4 dan 1.PNG
C საინკუბაციო პერიოდი.PNG
C statistic.PNG
bottom of page