top of page

აივ აქტივიზმი.

პროგრესი, რომელიც აივ სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების კუთხით გვაქვს, იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც მობილიზდნენ და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვის უფლება მოითხოვეს.

Life 2.0 (ცხოვრების მეორე მცდელობა) ხაზს უსვამს სათემო მობილიზაციის მნიშველობას და იმ ადამიანების სოციალური უფლებების დაცვას, რომლებიც აივ ინფექციით ცხოვრობენ.

როგორც აქტივისტი ორგანიზაცია, ჩვენ ვქმნით ლიდერთა ქსელს, რომლებიც ერთად მუშაობენ ჯანდაცვასა და მედიკამენტებზე თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის. 

ჩვენი მიზანია გამოვკვეთოთ ლიდერები, მობილიზებაში დავეხმაროთ აქტივისტებს და  მხარი დავუჭიროთ მათ:

  • შეიძინონ ტექნიკური განათლება და ლიდერული უნარები, რომლებიც მათ აქტივისტურ ქსელს გააძლიერებს და საშუალებას მისცემს უფრო აქტიურად იბრძოლოდ უკეთესი ჯანმრთელობისთვის.

  • გაიცნონ და დაუკავშირდნენ დაინტერესებულ მხარეებს როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე და გახდნენ ცვლილების აგენტები.

  • თანასწორ-განმანათლებლობის პრინციპების გამოყენებით გაახშირონ დიალოგი და შემოიღონ ინტერსექციული ანალიზი სოციალური სამართლის მოძრაობაში.

  • გააანალიზონ ის სტრუქტურული ბარიერები, რომლებიც ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას ახლავს და შეიმუშაონ ადვოკატირების სტრატეგიები, რომლებიც მათ გადალახვაში დაეხმარებათ.

  • ხელი მიუწვდებოდეთ აივ-მკურნალობის შესახებ უახლეს ინფორმაციაზე.

  • სარგებელი მიიღონ პოტენციური შესაძლებლობებიდან რომლებსაც Life 2.0 სთავაზობს, მათ შორის: პარტნიორებთან თანამშრომლობით, ტრენინგებით, უნარების გასაძლიერებელი შეხვედრებით, კონფერენციებზე დასწრებით, საბჭოს წევრობით და სხვ.

შემოგვიერთდი კამპანიაში

შემოგვიერთდი, რათა ერთად შევქმნათ უკეთესი გარემო იმ ადამიანიებისთვის, რომლებიც აივით ცხოვრობენ.

აქტივიზმი

გამოიწერე Life 2.0 ელექტრონულ ფოსტაზე. ჩაერთე ჩვენს ადვოკატირების კამპანიებში და სხვა შესაძლებლობებში.

ჩაერთე საზოგადოებრივ მონიტორინგში - გააანალიზე აივ მკურნალობასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხარისხი.

ჩვენ გვჯერა, რომ მდგრადი საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის აუცილებელია პროგრესი აივთან დაკავშირებული მიზნების განხორციელებაში. ამასთან, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ უახლესი კვლევები როგორც ხელმისაწვდომობის, ისე აივ სერვისების ხარისხის შესახებ.

 

საზოგადოებრივ მონიტორინგს აქვს პოტენციალი, რომ შეამციროს დაუდევრობა და გაზარდოს ადვოკატირება გაუმჯობესებული სერვისებისა და ხელმისაწვდომობის კუთხით.

საზოგადოებრივ მონიტორინგს შეუძლია შეავსოს ეროვნული ჯანდაცვის მონაცემები იმ ინფორმაციის დამატებით, რომლებიც სხვა შემთხვევაში ამოღებული იქნებოდა ანგარიშიდან, შექმნას ალტერნატიული ანგარიშები, რომლებიც სახელმწიფოს ანგარიშვალდებულს გახდის, გაუზიაროს სამოქალაქო საზოგადოებას მტკიცებულებები და გაააქტიუროს მათი ადვოკატირების მცდელობები ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებისთვის.

შესაბამისად, Life 2.0 საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმების სხვა და სხვა დონეზე გაძლიერებაზე ორიენტირდება.

შემოუერთდი ჩვენს საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფს და ჩაერთე აივ სერვისების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში. 

გამოგვყევი

გამოიწყერე ჩვენი Facebook და Twitter არხები. მიიღე მონაწილეობა დისკუსიაში და დადებითი წვლილი შეიტანე იმ საზოგადოების ყოფაში, რომელიც აივ ინფექციით ცხოვრობს. 

bottom of page