აივი და ტუბერკულოზი.
-
რა არის ტუბერკულოზი?
-
როგორ ხდება ტუბერკულოზის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელება?
-
რა კავშირი არსებობს აივსა და ტუბერკულოზს შორის?
-
რამდენად ხშირია აივ/ტუბერკულოზის კო-ინფექცია?
-
რა არის ტუბერკულოზის სიმპტომები?
-
რას გულისხმობს ტუბერკულოზის მკურნალობა?
რა არის ტუბერკულოზი?
ტუბერკულოზი გადამდები დაავადებაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება. ტუბერკულოზს იწვევს ბაქტერია, რომელსაც ჰქვია მიკობაქტერიული ტუბერკულოზი. ტუბერკულოზის ბაქტერია ჰაერში ვრცელდება.
ტუბერკულოზი როგორც წესი, ფილტვებზე ახდენს გავლენას. თუმცა, მის გამომწვევ ბაქტერიას, შეუძლია სხეულის ნებისმიერ ნაწილს შეეხოს, მათ შორის, თირკმელს, ხერხემალს ან ტვინს. მკურნალობის გარეშე, ტუბერკულოზს შეუძლია სიკვდიის გამოწვევა.
როგორ ხდება ტუბერკულოზის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელება?
ფილტვების ან ყელის ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანს შეუძლია ტუბერკულოზის ბაქტერიის წვეთების ჰაერში გავრცელება, უფრო კონკრეტულად, ხველების ან ცემინების დროს. ადამიენები, რომლებიც შეისუნთქვავენ ტუბერკულოზის ბაქტერიას, შესაძლოა დაინფიცირდნენ ტუბერკულოზით.
მას შემდეგ, რაც ორგანიზმში მოხვდება, ტუბერკულოზი შესაძლოა იყოს აქტიური ან პასიური. პასიურ ტუბერკულოზს ეწოდება ლატენტური ტუბერკულოზი. აქტიურ ტუბერკულოზს ეწოდება ტუბერკულოზის დაავადება. ქვემოთ მოყვანილი ფოტო გვაჩვენებს განსხვავებას ლატენტურ ტუბერკულოზსა და ტუბერკულოზის დაავადებას შორის.
რა კავშირი არსებობს აივსა და ტუბერკულოზს შორის?
ტუბერკულოზი არის ოპორტუნისტული ინფექცია. ოპორტუნისტული ინფექციები არის ინფექციები, რომლებიც უფრო ხშირად ან უფრო მწვავე გამოხატულებით გვხვდება სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში, ვიდრე ჯანმრთელი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში. აივი ასუსტებს იმუნურ სისტემას და ზრდის ტუბერკულოზით ინფიცირების რისკს.
აივითა და ტუბერკოლიზით ინფიცირებას ეწოდება აივ/ტუბერკულოზის კო-ინფექცია. ლატენტური ტუბერკულოზის ტუბერკოლოზის დაავადებაში გადაზრდის უფრო მაღალი ალბათობა არსებობს აივით ინფიცირებულ ადამიანებში, ვიდრე აივით არაინფიცირებულებში. ტუბერკულოზის დაავადებას ასევე შეუძლია აივის გამწვავება.
აივ მედიკამენტებით მკურნალობას ეწოდება ანტირეტროვირუსული თერაპია. იგი იცავს იმუნურ სისტემას და ხელს უშლის აივს, რომ გადაიზარდოს შიდსში. აივ/ტიბერკულოზის კო-ინფიცირებულ ადამიანებში, ანირეტროვირუსული თერაპია ამცირებს ლატენტური ტუბერკულოზის ტუბერკულოზის დაავდებაში გადაზრდის შანსებს.
რამდენად ხშირია აივ/ტუბერკულოზის კო-ინფექცია?
ტუბერკულოზის დაავადება აივ ინფიცირებულ ადამიანებში სიკვდილის გამომწვევი ერთ-ერთი მოწინავე მიზეზია. იქ, სადაც აივ მედიკამენტები ფართოდ გამოიყენება, ნაკლებ აივ ინფიცირებულ ადამიანს ხვდება ტუბერკულოზი, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში.
უნდა შემოწმდნენ აივ ინფიცირებული ადამიანები ტუბერკულოზზე?
აივით ინფიცირებული ყველა ადამიანი უნდა შემოწმდეს ტუბერკულოზის ინფექციაზე, უმჯობესია, აივის დიაგნოზირებისთანავე. თუ შედეგი აჩვენებს, რომ ადამიანს აქვს ლატენტური ტუბერკულოზი, დამატებით შემოწმებაა საჭირო. დამატებითი ტესტირება განსაზღვრავს, აქვს თუ არა ადამიანს ტუბერკულოზის დაავადება.
რა არის ტუბერკულოზის სიმპტომები?
ლატენტური ტუბერკულოზის მქონე ადამიანებს არ აქვთ დაავადების არანაირი ნიშანი. მაგრამ, თუ ლატენტური ტუბერკულოზი გადაიზრდება დაავადებაში, როგორც წესი, გამოვლინდება დაავადების ნიშნები. ტუბერკულოზის დაავადების ხშირი სიმპტომებია:
-
მუდმივი ხველა, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს სისხლი ან ნახველი;
-
ტკივილი მკერდში;
-
დაღლილობა;
-
მადის დაკარგვა;
-
წონის დაკარგვა;
-
ცხელება;
-
ოფლიანობა ღამით.
რას გულისხმობს ტუბერკულოზის მკურნალობა?
ზოგადად, ტუბერკულოზის მკურნალობა არის ერთიდაიგივე აივით ინფიცირებული და აივით არაინფიცირებული ადამიანებისთვის. ტუბერკულოზის მედიკამენტები გამოიყენება ლატენტური ტუბერკულოზის ტუბერკულოზის დაავადებაში გადაზრდის დასაბრკოლებლად და ასევე, ტუბერკულოზის დაავადების სამკურნალოდ. მედიკამენტების არჩევა და მკურნალობის ხანგრძლოვა დამოკიდებულია იმაზე, ადამიანს ლატენტური ტუბერკულოზი აქვს თუ ტუბერკულოზის დაავადება.
აივ/ტუბერკულოზით კო-ინფიცირებულმა ადამიანებმა უნდა იმკურნალონ ორივე დაავადებაზე; მკურნალობის დაწყების დრო და მედიკამენტების არჩევა დამოკიდებულია ადამიანის ინდივიდუალურ გარემოებებზე. ზოგიერთი აივის და ტუბერკულოზის მედიკამენტის ერთად მიღებას შეუძლია გაზარდოს მედიკამენტების ინტერაქციის და გვერდითი მოვლენების რისკი.