პეპ - პოსტ ექსპოზიციური
პროფილაქტიკა
ინფორმაცია პაციენტებისთვის
-
რა განსხვავებაა პეპ - სა და პრეპ-ს შორის?
-
სამიზნე ჯგუფი;
-
რა შემთხვევაშია რეკომენდირებული პეპი-ის დაწყება?
-
რა მედიკამენტები ინიშნება პეპ-ის დროს?
-
10 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდირებული რეჟიმები;
-
რა უნდა გაკეთდეს პეპ-ის მიღებამდე?
-
შემიძლია გამოვიყენო ჩემი პარტნიორის აივ-ის მედიკამენტები, როგორც პეპ-ი?
რა განსხვავებაა პეპ - სა და პრეპ-ს შორის
რა არის პეპ/PEP?
პეპ-ი არის პოსტ ექსპოზიციური პროფილაქტიკა იმ პირებისთვის, ვისაც არ აქვს აივ ინფექცია, თუმცა ჰქონდა სარისკო ქცევა/კონტაქტი აივ ინფიცირებულ პირთან ან პირთან, ვისაც აქვს აივ-თან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკი.
ორივე მეთოდი (პრეპ-ი და პეპ-ი) აივ/შიდსის პრევენციის მნიშვნელოვანი მეთოდია, ერთი არის სავარაუდოდ აივ ინფიცირებულთან კონტაქტამდე, ხოლო მეორე კონტაქტის შემდგომი პროფილაქტიკის გზა.
სამიზნე ჯგუფი:
პრეპი/PreP პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა არის აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მეთოდი აივ ინფექციის არ მქონე პირისთვის, რომელსაც აქვს მაღალი სარისკო ქცევა ან არის აივ პოზიტიური პირის (ვირუსული სუპრესიის გარეშე) სქესობრივი პარტნიორი. მეთოდი საკმაოდ მარტივია - აივ ნეგატიური პირი იღებს ანტირეტროვირუსულ (არვ) მედიკამენტს ინფექციისგან დაცვის მიზნით.
პეპ-ის გაცემა ხდება შიდსის ცენტრში კვალიფიციური ექიმი ინფექციონისტის დანიშნულებით.
აივ ინფექციის თავიდან აცილების მიზნით, მნიშნელოვანია პეპ-ის დროული მიღება, კონტაქტიდან რამდენიმე საათის შემდეგ. გაიდლაინების მიხედვით კონტაქტიდან მაქსიმუმ 72 საათის განმავლობაში.
რაც უფრო გვიანდება პეპ-ის მიღება, აივ ინფექციისგან დაცვის შანსი იკლებს.
კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის შესაბამისად PEP რეკომენდებულია შემდეგ სიტუაციებში:
რა მედიკამენტები ინიშნება პეპ-ის დროს?
იმ შემთხვევაში, თუკი ექიმმა გადაწყვიტა პეპ-ის დანიშვნა, ექიმი ნიშნავს შემდეგ სამკურნალო რეჟიმებს მოზრდილებსა და მოზარდებში:
• ტენოფოვირი (TDF) + ლამივუდინი (3TC) ან ტენოფოვირი (TDF) ემტრიციტაბინი, (FTC) იგივე ტრუვადა;
• მესამე მედიკამენტის სახით იყენებენ ლოპინავირ/რიტონავირი (LPV/r) ან ატაზანავირ/რიტონავირი (ATV/r). თუ ხელმისაწვდომია, ალტერნატივად შესაძლებელია რალტეგრავირი (RAL), დარუნავირ/რიტონავირი (DRV/r)
ან ეფავირენზი (EFV).
10 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდირებულია შემდეგი სამკურნალო რეჟიმები:
• ზიდოვუდინი (AZT) + ლამივუდინი (3TC)
• მესამე მედიკამენტის სახით ლოპინავირ/რიტონავირი (LPV/r).
ასაკის შესაბამისად შესაძლოა, განხილულ იქნას შემდეგი ალტერნატიული მედიკამენტები:
ატაზანავირ/რიტონავირი (ATV/r), რალტეგრავირი (RAL),
დარუნავირ/რიტონავირი (DRV/r), ეფავირენზი (EFV) და ნევირაპინი (NVP)
პეპ-ის დანიშნულების გაცემასთან დაკავშირებული საკითხები:
• არვ მედიკამენტების დანიშნულება უნდა გაიცეს სრულ 28 დღეზე;
• მიზანშეწონილია მკურნალობის დამყოლობასთან დაკავშირებული გაძლიერებული კონსულტირების ჩატარება ყველა პირთან, რომელიც იწყებს ექსპოზიციის შემდგომ პროფილაქტიკას.
რა უნდა გაკეთდეს პეპ-ის მიღებამდე?
თუ ადგილი ჰქონდა კანის მთლიანობის დარღვევას (ნემსის შერჭობის შედეგად) სავარუდოდ აივ ინფიცირებული პირის მიერ გამოყენებული ინსტრუმენტის შედეგად, რეკომენდირებულია:
• ნაჩხველტი კანის ჩამობანა წყლით და საპნით;
• არ შეაჩეროთ ნაჩხვლეტ ადგილას სისხლდენა;
• ნუ მოახდენთ ზედმეტ ზეწოლას ჭრილობაზე.
მანამ, სანამ მიიღებ პეპს, საჭიროა მეტი ინფორმაცია მიაწოდო ექიმს შენი სარისკო ქცევის შესახებ, ასევე იცი თუ არა შენი პარტნიორის აივ სტატუსი.
ექიმთან ვიზიტისას, პეპის მიღებამდე შენ ასევე ჩაგიტარდება ტესტირება აივ ინფექციაზე. ტესტირებიდან შედეგის გაგებამდე დაახლოებით 30 წუთია საჭირო. ეს არის იგივე სკრინინგ ტესტი, რომელიც ადგენს იყავი თუ არა ინფიცირებული დაახლოებით 2 და მეტი თვის წინ. ,,ფანჯრის პერიოდის“
არსებობის გამო, შესაძლოა უფრო ადრეული ინფიცირება სკრინინგის ტესტმა არც დააფიქსიროს.
რატომ არის მნიშვნელოვანი წინასწარ აივ ინფექციაზე ტესტირების ჩატარება?
პეპ-ის დაწყებიდან 28 დღის განმავლობაში ხდება არვ პრეპარატების მიღება, თუკი ადამიანი უკვე აივ ინფიცირებულია და მან არ იცის, მკურნალობის შეწყვეტამ შესაძლოა განაპირობოს მედიკამენტებზე რეზისტენტობის
ჩამოყალიბება.
შემიძლია გამოვიყენო ჩემი პარტნიორის აივ-ის
მედიკამენტები, როგორც პეპ-ი?
სხვისი სამკურნალო მედიკამენტის გამოყენება რეკომენდირებული არ არის. ზოგიერთი არვ მედიკამენტი არ არის ეფექტური პეპ-ის დროს.
თუმცა 2 არვ პრეპარატი გამოიყენება პეპ-ისთვის, ესენია ტენოფოვირი და ემტრიციტაბინი (ტრუვადა - ორივე ერთ ტაბლეტში).
კლინიკური კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, ტრუვადის მიღება პრევენციის მიზნით პოსტკონტაქტური პროფილაქტიკის დროს საკმაოდ ეფექტური და უსაფრთხოა.
თუმცა, თუკი აივ ნეგატიურ პირს ჰქონდა სარისკო კონტაქტი ისეთ აივ ინფიცირებულთან, რომელიც სტაბილურ არვ მკურნალობაზეა და მისი ვირუსული დატვირთვა არის არაგანსაზღვრადი, ის ნაკლებად გადამდებია. ასეთ შემთხვევაში ზოგიერთი ქვეყნის გაიდლაინით რეკომენდირებულია,
რომ პეპ-ის ჩატარება არ არის საჭირო.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის
სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს
მისამართზე: თბილისი. ალ. ყაზბეგის გამზირი N16 ელექტრონული ფოსტა: aids@aidscenter.ge აივ/შიდსზე კონსულტაციის ხაზი: (+995 32) 239 80 18