top of page

რას ვაკეთებთ.

ჩვენი მუშაობის სამი ძირითადი არეალი:​

მკურნალობის შესახებ ინფორმაცია და განათლება

-

ადვოკატირება, მობილიზაცია და აქტივიზმის შექმნა;

-

საზოგადოებაზე დაფუძნებული მონიტორინგი.

ასევე, კოვიდპანდემიის პირობებში ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა 

ჩვენ მხარს ვუჭერთ აივით მცხოვრებ ადამიანებს და ვაძლიერებთ მათ შესაძლებლობებს საბაზისო მედიკამენტებისთვის, მკურნალობისა და ფუნდამენტური უფლებებისთვის ბრძოლაში.

ამასთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ აივ პრევენციის შესახებ ცნობადობის/ინფორმირებულობის ამაღლებაზე მოსახლეობასთან, განსაკუთრებული ფოკუსით, აივით ინფიცირების რისკის მქონე ადამიანებთან, განსაკუთრებული რისკის მქონე მოზარდებთან და აივით მცხოვრებ ბავშვებთან.

სიცოცხლე 2.0 არის “აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის აივ/შიდსით მცხოვრები ადამიანების კავშირის” (ECUO), ასევე, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ბალკანეთის ქვეყნებში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებებისთვის ბრძოლის ქსელის (ASTRA) წევრი.

სიცოცხლე 2.0-ს ჰყავს ახალგაზრდული ფრთა, რომელიც ფოკუსირდება აივ ინფიცირებული ახალგაზრდების საჭიროებებსა და მოთხოვნებზე. სიცოცხლე 2.0 ასევე არის ASTRA-ს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი და ხელმძღვანელობს ახალგაზრდა ადვოკატთა ჯგუფს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების კუთხით აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. აღნიშნული აქტივობა ხორციელდება სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებებზე მუშაობის ჭრილში, რაც მოიცავს აბორტის ხელმისაწვდომობას და ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების ადვოკატირებას.

ჩვენი მუშაობის სამი ძირითადი არეალი:

  • მკურნალობის შესახებ ინფორმაცია და განათლება;

  • ადვოკატირება, მობილიზაცია და აქტივიზმის შექმნა;

  • საზოგადოებაზე დაფუძნებული მონიტორინგი.

bottom of page