top of page

დამყოლობა.

  • რა არის აივ მკურნალობაზე დამყოლობა?

  • დიაგნოზის გაგებიდან, რამდენად სწრაფად უნდა დაიწყოს პიროვნებამ მკურნალობა?

  • რატომ არის მკურნალობაზე დამყოლობა მნიშნელოვანი?

რა არის აივ მკურნალობაზე დამყოლობა?

 

აღნიშნული გულისხმობს რაიმეს მიმართ დამყოლობას. აივ ინფიცირებული ადამიანებისთვის, მკურნალობაზე დამყოლობა მოიცავს:

  • აივ მკურნალობის დაწყებას;

  • ყველა სამედიცინო ვიზიტის განხორციელებას;

  • აიც მედიკამენტის ყოველდღიურ რეჟიმში მიღებას ზუსტად ისე, როგორც გამოწერილია ექიმის მიერ;

აივ ინფიცირებული ადამიანებისთვის, მკურნალობაზე დამყოლობა ჯანმრთელი სიცოცხლის საწინდარია.

 

დიაგნოზის გაგებიდან, რამდენად სწრაფად უნდა დაიწყოს პიროვნებამ მკურნალობა?

 

აივ დადებითი ანალიზის შედეგის შემდეგ, უმჯობესია, თუ დაუყოვნებლივ მოხდება ჯანდაცვის პროვაიდერთან დაკავშირება. სამედიცინო ზრუნვაში მოხვედრიდან, აივ ინფიცირებულმა ადამიანებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყონ მკურნალობა. აივ მედიკამენტებით მკურნალობა რეკომენდებულია ყველა ინფიცირებული ადამიანისთვის. მედიკამენტები ეხმარება ადამიანებს, იცხოვრონ დიდხანს და უფრო ჯანმრთელად. აივ პრეპარატები ასევე ამცირებს აივის გადაცემის რისკებს.

 

რადგან აივი საჭიროებს მუდმივ მკურნალობას, მნიშნელოვანია, რომ ინფიცირებული ადამიანები რეგულარულად ახორციელებდნენ ვიზიტებს ჯანდაცვის პროვაიდერთან. მიმდინარე სამედიცინო ზრუნვა მოიცავს მონიტორინგს, თუ რამდენად მართავს აივ რეჟიმი ვირუსს. რეგულარული სამედიცინო ვიზიტებისას, ჯანდაცვის პროვაიდერებს შეუძლიათ რეკომენდაცია გაუწიონ რესურსებს, რომლებიც დაეხმარება ადამიანებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა ართულებდეს მკურნალობის დამყოლობას.

 

რატომ არის მკურნალობაზე დამყოლობა მნიშნელოვანი?

 

აივ მედიკამენტების ყოველდღიური მიღება აივის გამრავლებას აბრკოლებს, რაც ამცირებს ვირუსის მუტაციისა და მის მიერ მედიკამენტებისადმი რეზისტენტული აივის წარმოშობას. აივ მედიკამენტების მიღების გამოტოვება აივს გამრავლების საშუალებას აძლევს, რაც ზრდის მედიკამენტზე რეზისტენტობის და მკურნალობის წარუმატებლობის რისკს.

 

აივ მკურნალობაზე დაბალი დამყოლობა ასევე საშუალებას აძლევს აივს, გაანადგუროს იმუნური სისტემა. დაზიანებული იმუნური სისტემა ურთულებს ორგანიზმს ინფექციებისა და კიბოების წინააღმდეგ ბრძოლას.

 

  • მკურნალობაზე დამყლობა მოიცავს აივ მკურნალობის დაწყებას, ყველა სამედიცინო ვიზიტის განხორციელებას, აივ მედიკამენტის ყოველდღიურ რეჟიმში მიღებას ზუსტად ისე, როგორც რეკომენდებულია ექიმის მიერ. აივ ინფიცირებული ადამიანებისთვის, მკურნალობის ერთგულება ჯანმრთელობის საწინდარია.

  • რადგან აივი საჭიროებს მუდმივ მკურნალობას, მნიშნელოვანია, რომ ინფიცირებული ადამიანები რეგულარულად ახორციელებდნენ ვიზიტს ჯანდაცვის პროვაიდერთან. მიმდინარე სამედიცინო ზრუნვა მოიცავს მონიტორინგს, თუ რამდენად მართავს არვ რეჟიმი ვირუსს. 

bottom of page