top of page

ღვიძლი 

ინფორმაცია პაციენტებისთვის

  • ღვიძლი;

  • მეტაბოლიზმი, ნივთიერებათა ცვლა;

  • სარეზერვო ფუნქცია;

  • ცილების (პროტეინები) წარმოქმნაში მონაწილეობა;

  • აღდგენა;

  • როგორ შემიძლია შევამცირო ღვიძლის ციროზის განვითარების რისკი?

ღვიძლი ადამიანის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი შინაგანი ორგანოა, რომელიც ასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის 500-ზე მეტ ფუნქციას. მისი წონა დაახლოებით 1.2 - 1.5 კგ-ია. ღვიძლი მუცლის ღრუს მარჯვენა ზედა ნაწილში მდებარეობს და მოქცეულია დაიფრაგმას, მუცლის კედელს, კუჭსა და ნაწლავებს შორის. ხოლო გარედან თხელი გარსი ფარავს. ნორმალური, ჯანმრთელი ღვიძლი მოწინთალო-მოყავისფრო შეფერილობისაა. ​

ღვიძლი

ღვიძლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჭმლის მომნელებელ სისტემაში. კერძოდ, მის მიერ გამომუშავებული ნაღვლის მჟავები მონაწილეობს ცხიმების დამუშავებაში. ღვიძლი შეუცვლელ ფუნქციას ასრულებს ორგანიზმისთვის უვარგისი ნივთიერებების დაშლა-მონელებაში, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის შედეგად განუწყვეტლივ წარმოიქმნება შხამები, რომლებსაც ღვიძლი შლის, გარდაქმნის მათ არატოქსიკურ ნაერთებად, ზოგჯერ სასარგებლო
ნივთიერებებადაც კი.


ღვიძლი ასუფთავებს სისხლს ქიმიკატებისგან, ნარკოტიკებისგან და
ალკოჰოლისგან, შესაბამისად აქვს დეტოქსიკაციური ფუნქცია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მეტაბოლიზმი, ნივთიერებათა ცვლა 

ღვიძლი აქტიურად მონაწილეობს ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის
პროცესში, პასუხისმგებელია ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების
გადამუშავება-განაწილებაზე და მათგან ორგანიზმისთვის საჭირო ენერგიის მიღებაზე. მონაწილეობს გლუკოზის (შაქარი სისხლში) მონელებაში, გადაყავს იგი გლიკოგენში, რომელიც ინახება ღვიძლში და წარმოადგენს ენერგიის ერთგვარ მარაგს ორგანიზმისთვის.


გარდა ამისა, ღვიძლი არის ცხიმების დეპოც, რომელსაც გარდაქმნის
კეტონებად. ეს კი აუცილებელია თავის მხრივ კუნთების მუშაობისთვის, როდესაც ორგანიზმში საკმაო რაოდენობით გლუკოზა (შაქარი) არ არის. 

სარეზერვო ფუნქცია

ღვიძლს აქვს შაქრის, ცხიმების და ქოლესტერინის დაგროვების ფუნქცია. გარდა ამისა, მასში გროვდება რამდენიმე სახის ვიტამინი და მიკროელემენტი, მათ შორის რკინა. ვიტამინებს შორის  მნიშვნელოვანია A და D ვიტამინები. ორგანიზმში ამ ვიტამინების ჭარბ შემცვლელობას ზიანი მოაქვს ღვიძლისთვის.

ცილების (პროტეინები) წარმოქმნაში მონაწილეობა 

 

ღვიძლში წარმოიქმნება ბევრი მნიშვნელოვანი ცილა, მათ შორის
ფერმენტები, ჰორმონები, სისხლის შედედებისთვის საჭირო ნივთიერებები.


ზოგიერთი ცილა, რომელიც სწორედ ღვიძლში წარმოიქმნება, მონაწილეობს სხვადასხვა ორგანოსა და უჯრედებამდე ვიტამინების, მინერალების, ცხიმების ტრანსპორტირებაში.


ღვიძლის ფერმენტები ALT (ალანინ ამინოტრანსფერაზა) და AST (ასპარტატამინოტრანსფერაზა) მონაწილეობენ საკვებიდან მიღებული ამინოჟავების დაშლაში, რის შედეგადაც წარმოქმნილი ცილები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნივთიერებათა ცვლაში. როდესაც ღვიძლი დაზიანებულია, მაგ. ჰეპატიტების დროს, მომატებულია ALT და AST-ს შემცველობა სისხლში, რისი დიაგნოსტიკაც სპეციალური ტესტების საშუალებით ხდება. 

 

ღვიძლის დაზიანებისას ქვეითდება სისხლის შედედების ფუნქცია, რაც განსაკუთრებით საშიში და საფრთხილოა ჭრილობების დროს.

 

 

როგორ შემიძლია შევამცირო ღვიძლის ციროზის
განვითარების რისკი?

 

მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ ალკოჰოლის მიღებას, რადგან ალკოჰოლი განსაკუთრებით აზიანებს ამ დროს ღვიძლს.


გარდა ამისა, თამბაქოს მოწევაც ზრდის ღვიძლის კიბოს განვითარების
რისკს როგორც ჰეპატიტით ინფიცირებულ, ისე არაინფიცირებულ პირებშიც. ამიტომ, დროულად თქვით უარი მოწევაზე.


ზოგიერთი მედიკამენტის ხშირი მიღება, როგორიცაა სიცხის დამწევები, ტკივილ გამაყუჩებლები, დამამშვიდებლები და ტრანქვილიზატორები ასევე ზრდის ღვიძლის დაზიანების რისკს ინფიცირების ფონზე. ნუ მიიღებთ მედიკამენტებს თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულების გარეშე.


ღვიძლის დაზიანების დონის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი კვლევები:


ფიბროსკანი, ფიბ4, CAT ან MRI, სისხლში ალფა-ფეტოპროტეინის

განსაზღვრა. თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმი დაგინიშნავთ საჭირო გამოკვლევას.

B liver.PNG
ანატომია.PNG
აღდგნეა text box.PNG
ღვიძლის აღდგენა text box.PNG
bottom of page