top of page

აივი და აბორტი.

  • არასასურველი ორსულობა

  • აბორტი (ორსულობის შეწყვეტა)

  • 'სამედიცინო აბორტი'

  • ‘ქირურგიული აბორტი'

არასასურველი ორსულობა

შესაძლოა მოულოდნელად აღმოაჩნო, რომ ორსულად ხარ, მაგრამ არ შეგიძლია/არ გინდა შვილის ყოლა. ეს გადაწყვეტილება შეიძლება რთული მისაღები იყოს, მაგრამ გახსოვდეს - შენი არჩევანია გააგრძელებ თუ არა ორსულობას.

სანამ რამეს მოიქმოდებ, აუცილებლად გადაამოწმე ნამდვილად ხარ თუ არა ორსულად. ორსულობის ტესტი ყველაზე სანდო გზაა ორსულობის დასადგენად. ამისთვის შარდის სინჯი დაგჭირდება, რომელშიც, ორსულობის შემთხვევაში, გარკვეული სახის ჰორმონები იყრის თავს. 

თუ ტესტმა ორსულობა დაადასტურა, მაშინ მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით ექიმს უნდა გაესაუბრო.

აბორტი (ორსულობის შეწყვეტა)

თუ ორსულად ხარ, მაგრამ ფიქრობ, რომ ბავშვის ყოლას ვერ შეძლებ, მაშინ გამოსავალი არის აბორტი. საქართველოში 12 კვირამდე (3 თვე) აბორტი ლეგალურია. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი პროცედურა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ტარდება.

პირველი სამი თვის განმავლობაში ორსულობის შეწყვეტა ორი ძირითადი ტექნიკის გამოყენებით სრულდება. 

„სამედიცინო აბორტი“

 

იგივე მედიკამენტური: პირველ დღეს ერთი აბის მიღებაა საჭირო, ხოლო სხვა აბები ორი დღის ვადაში უნდა დალიო. ორსულობა რამდენიმე საათის შემდეგ დასრულდება. შესაძლოა ისეთი შეგრძნება გქონდეს, როგორც მძიმე მენსტრუაციის დროს.

„ქირურგიული აბორტი“

 

როგორც წესი, ანესთეზიის ქვეშ კეთდება. ვაგინის გავლით, საშვილოსნოში თავსდება მილი, რომელიც ე.წ. გამოტუმბვის ფუნქციას ასრულებს.

ორივე ტექნიკა უსაფრთხოა, როგორც აივ დადებითი ქალებისთვის, ისე ყველა სხვა დანარჩენისათვის. როგორც წესი, საავადმყოფოში ღამის გატარება საჭირო არ არის.

აბორტის შემდეგ, შესაძლოა ძალიან სწრაფად დაორსულდე. ამიტომ, თუ ამის თავიდან არიდება გინდა, მნიშვნელოვანია კონტრაცეფციის სათანადო გამოყენება. 

bottom of page