top of page

თანასწორგანმანათლებელთა ტრენინგ მოდული

აბორტის სტიგმასა და მისი შემცირების სტრატეგიებზე

„რეალური ხალხი, რეალური ხედვა“

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების (SRHR) სწავლების დროს ხდება აბორტის თემის იგნორირება ან არასათანადო ინფორმაციის მიწოდება, რადგან ის სენსიტიურ საკითხად მიიჩნევა. ეს გარემოება მიგვითითებს, რომ SRHR-ის შესახებ ინფორმაცი ვერ იქნება ყოვლისმომცველი, აბორტის თემის გარეშე. წინამდებარე ტრენინგი, არის ერთგვარი მცდელობა, რომ შევავსოთ არსებული ინფორმაციული ვაკუუმი. დისკრიმინაციისაგან თავისუფალ გარემოში ხელმისაწვდომი გავხადოთ უსაფრთხო აბორტი. მოწოდებული ინფორმაცია დაფუძნებულია უფლებრივ მიდგომაზე, რომელიც გულისხმობს ყოვლიმომცველ განათლებას SRHR-ის საკითხებზე.

ტრენინგის სახელმძღვანელო შექმნილია ტრენერების მიერ, ტრენერთათვის, რომლებიც ე.წ. თანასწორ-განმანათლებლები არიან SRHR-ის საკითხებზე. ეს ინფორმაცია ასევე შესაძლოა გამოვიყენოთ ფორმალური სწავლებისათვის.

 

ინფორმაცია მორგებულია ახალგაზრდების საჭიროებებს, რადგან მათ ყველაზე ნაკლებად მიუწვდებათ ხელი სანდო და კვალიფიციურ ცოდნაზე აბორტის შესახებ.

 

სახელმძღვანელოში მოყვანილია მტკიცებულებები, შეთავაზებები, მაგალითები, მთავარი მესიჯები, ფაქტები, ინსტრუმენტები და საგანმანათლებლო აქტივობები.

 

მთავარი აქცენტი კეთდება აბორტზე, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით ისეთ საკითხებს, როგორიცაა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და სექსუალობა.

bottom of page