GIPA
-
რა არის GIPA?
-
რატომ GIPA?
-
პოლიტიკური პოზიცია
რა არის GIPA?
GIPA არ არის პროექტი ან პროგრამა. ეს პრინციპია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს აივით მცხოვრები პირების უფლებებისა და პასუხისმგებლობების, მათ შორის, მათი თვითგამორკვევისა და მათ ცხოვრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობის უფლების რეალიზება.
GIPA-ს მიზანს ასევე წარმოადგენს შიდსის პასუხის ხარისხისა და ეფექტურობის გაძლიერება.
იდეა, რომ პირადმა გამოცდილებებმა უნდა შექმნან პასუხი შიდსზე, პირველად დენვერში, 1983 წელს გაჟღერდა აივით მცხოვრები ადამიანების მიერ.
GIPA-ს პრინციპები 1994 წელს, პარიზში, შიდსის სამიტზე გაფორმდა, როდესაც 42 ქვეყანა შეთანხმდა, რომ „მხარს დაუჭერენ აივით მცხოვრები ადამიანების დიდი დოზით ჩართულობას ყველა...ეტაპზე...და...ხელს შეუწყობენ მხარდამჭერი პოლიტიკური, სამართლებრივი და სოციალური გარემოს შექმნას“.
2001 წელს გაეროს 189 წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი GIPA-ს პრინციპებს, როგორც აივ/შიდსთან დაკავშირებული ვალდებულებების დეკლარაციის ნაწილს.
2006 წელს 192 წევრი სახელმწიფოს მიერ მაღალი დონის შეხვედრაზე ერთხმად მიღებული აივ/შიდსის პოლიტიკური დეკლარაცია ასევე ადვოკატირებს აივით მცხოვრები პირების დიდი დოზით ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
რატომ GIPA?
აივით მცხოვრებ ადამიანებს პირადად აქვთ გამოცდილი ის ფაქტორები, რაც ადამიანებს და ადამიანთა ჯგუფებს მოწყვლადს ხდის აივ ინფექციის მიმართ. ასევე, მათ აქვთ აივთან დაკავშირებული დაავადებებისა და მათთან გამკლავების სტრატეგიების შემუშავების პირადი გამოცდილება, ინფიცირების შემდეგ. პროგრამის შემუშავებაში, მის განხორციელებასა და პოლიტიკის განსაზღვრაში მათი ჩართულობა გააუმჯობესებს პროგრამების რელევანტურობას, მიმღებლობასა და ეფექტიანობას.
აივით მცხოვრები ადამიანების ჩართულობის გაზომვა არ არის მარტივი ან ზუსტი მეცნიერება.
თუმცა, გამოცდილებამ აჩვენა, რომ როდესაც თემის წევრები პროაქტიურად არიან ჩართულები მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, წარმატების უფრო დიდი შანსი არსებობს. GIPA ცდილობს, უზრუნველყოს, რომ აივით მცხოვრები ადამიანები თანასწორუფლებიანი პარტნიორები (აქტორები?) იყვნენ და ამსხვრევს ზედაპირულ (და არასწორ) წარმოდგენებს „სერვისის მიმწოდებლებსა“ (როგორც პირებზე, რომლებსაც არ აქვთ აივი) და „სერვისის მიმღებებზე“ (როგორც მათზე, ვისაც აქვს აივი).
აივით მცხოვრები ადამიანების ჩართულობა უფრო მნიშვნელოვანი და საჩქაროა იმ პირობებში, როდესაც ქვეყნები აფართოებენ პასუხს შიდსზე რომ მიაღწიონ პრევენციაზე, მკურნალობაზე, ზრუნვაზე და მხარდაჭერის სერვისებზე უნივერსალურ წვდომას.
GIPA-ს ბენეფიტები მრავალფეროვანია. ინდივიდუალურ დონეზე, ჩართულობას შეუძლია აამაღლოს თვითშეფასება და შემართება (Boost Morale), შეამციროს იზოლაცია და დეპრესია, გააუმჯობესოს ჯანმრთელობა ზრუნვისა და პრევენციის შესახებ უკეთეს ინფორმაციაზე წვდომით. ორგანიზაციების შიგნით, აივით მცხოვრები ადამიანების ჩართულობამ შეიძლება შეცვალოს აღქმა, ასევე, გაზარდოს ღირებული გამოცდილება და ცოდნა. თემისა და სოციალურ დონეზე, აივით მცხოვრები ადამიანების საჯარო ჩართულობას შეუძლია დაამარცხოს წინასწარგანწყობები აივით მცხოვრები ადამიანების სახის ჩვენებით და იმის დემონსტრირებით, რომ ეს ადამიანები საზოგადოების პროდუქტიული წევრები და კონტრიბუტორები არიან.
აივით ინფიცირებულობის საჯაროდ გაცხადება გააქარწყლებს მითებსა და არასწორ აღქმებს აივისა და აივით მცხოვრები ადამიანების შესახებ. სტატუსის გაცხადება შეიძლება გამაძლიერებელი პროცესი იყოს, თუ ის თვითსტიგმასა და სირცხვილის გრძნობასთან ბრძოლით იწყება. აივით მცხოვრებ ადამიანებს მხარდაჭერა სჭირდებათ, გაუმკლავდნენ ამ პროცესს და გადაწყვიტონ, ვის, როდის და როგორ გაუმხელენ საკუთარ სტატუსს. თუმცა, სტატუსის გამჟღავნებამ შესაძლოა გარკვეული უარყოფითი წინასწარგანწყობებიც გააძლიეროს, მაგალითად, უარყოფითი წინასწარგანწყობები სექსუალური ორიენტაციის ან რასის ნიშნით. GIPA არ მოითხოვს ვინმეს აივ სტატუსის საჯაროდ გამხელას. ეს არ ნიშნავს, რომ თუ ადამიანი არ იქნება ხილვადი, არ იქნება ჩართული. GIPA შეეხება მნიშვნელოვან, შინაარსობრივ ჩართულობას და არა მხოლოდ ფორმალურ მონაწილეობას.
პოლიტიკური პოზიცია
ცალკე აღებული, ვერც ერთი სტრუქტურა ვერ შეძლებს, აივით მცხოვრები ადამიანების საჭიროებების სრული სპექტრის უზრუნველყოფას. ამიტომ, საჭიროა პარტნიორობა აქტორებს შორის. იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს აივით მცხოვრები ადამიანების აქტიური ჩართულობა, UNAIDS-ი მოუწოდებს ყველა აქტორს, იზრუნონ, რომ აივით მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ სივრცე და პრაქტიკული მხარდაჭერა მათი დიდი დოზით და შინაარსობრივი/მნიშვნელოვანი ჩართულობისთვის.
მთავრობებმა, საერთაშორისო სტრუქტურებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ:
-
უნდა დააწესონ მინიმალური სამიზნე ჯგუფები აივით მცხოვრები პირების მონაწილეობის კუთხით, მათ შორის, უნდა მოიაზრონ ქალები, ახალგაზრდები და მარგინალიზებული პოპულაციები. მათ უნდა დაადგინონ ჯგუფები, განახორციელონ მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში და ასევე, განახორციელონ მონიტორინგი. შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, გამჭვირვალე და დემოკრატიული;
-
უნდა ჩართონ აივით მცხოვრები ადამიანები დაფინანსების პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში, ასევე, აივ პროგრამების შესახებ გადაწყვეტილების მიღების, მათი ფორმირების, იმპლემენტაციის, ზედამხედველობის და შეფასების პროცესში საწყისი ეტაპიდან.