top of page

აივი და B ჰეპატიტი.

  • რა არის B ჰეპატიტი?

  • როგორ ხდება B ჰეპატიტის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა?

  • რა კავშირია აივსა და B ჰეპატიტს შორის?

  • შესაძლებელია B ჰეპატიტის თავიდან არიდება?

  • აივ ინფიცირებული ადამიანები უნდა შეემოწმონ B ჰეპატიტზე?

  • რა არის B ჰეპატიტის სიმპტომები?

  • რას გულისხმობს B ჰეპატიტის მკურნალობა?

რა არის B ჰეპატიტი?

 

B ჰეპატიტი არის ღვიძლის ინფექცია, რაც გამოწვეულია B ჰეპატიტის ვირუსის მიერ (HBV). აბრივიატურა HBV შესაძლოა ნიშნავდეს როგორც ვირუსს, ასევე, მის გამომწვევ ინფექციას.

 

B ჰეპატიტი შესაძლოა იყოს მოკლე ვადიანი ან გრძელვადიანი (ქრონიკული) დაავადება:

  • მოკლევადიანი ვირუსი თავს იჩენს B ჰეპატიტის ვირუსის შეხვედრიდან 6 თვეში. ზოგ ადამიანში, მოკლევადიან ვირუსს შესაძლოა მოჰყვეს ქრონიკული B ჰეპატიტი.

  • ქრონიკული B ჰეპატიტი მუდმივი დაავადებაა. შესაბამისი მკურნალობის გარეშე, ქრონიკულმა ვირუსმა შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის კიბო ან დაზიანება, რასაც შესაძლოა შედეგად ღვიძლის გათიშვა მოჰყვეს.

B ჰეპატიტი გადამდები ინფექციაა და ადამიანიდან ადამიანს გადაედება.

 

როგორ ხდება B ჰეპატიტის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა?

 

B ჰეპატიტის გადაცემა აღნიშნული ინფექციის მქონე ადამიანის სისხლთან, სპერმასთან ან სხეულის სხვა სითხესთან კონტაქტით ხდება. 

 

B ჰეპატიტი შეიძლება გადაეცეს ადამიანიდან ადმიანს შემდეგი გზებით:

  • დაუცველი სექსუალური კონტაქტით ინფიცირებულ ადამიანთან;

  • ნემსების ან სხვა ინექციური საშუალებების გაზიარებით ინფიცირებულ ადამიანთან;

  • საპარსი საშალების, კბილის ჯაგრისის ან მსგავსი პირადი მოხმარების ნივთის გაზიარებით ინფიცირებულ ადამიანთან;

  • ინფიცირებული ადამიანის სისხლთან ან წყლულთან კონტაქტით/შეხებით;

  • B ჰეპატიტით დაბინძურებული ნემსის ან სხვა ბასრი ნივთის შემთხვევითი შერჭობით ან ჭრილობით;

  • B ჰეპატიტით ინფიცირებული დედისგან შესაძოა დაინფიცირდეს შვილი, მშობიარობის დროს.

 

რა კავშირია აივსა და B ჰეპატიტს შორის?

 

  • ორივე, აივიც და B ჰეპატიტიც  ადამიანისგან ადამიანზე სპერმით, სისხლით ან სხეულის სხვა სითხით ვრცელდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, აივსა და B ჰეპატიტს ერთიდაიგივე რისკ-ფაქტორები აქვს: პრეზერვატივის გარეშე სექსუალური აქტი და ინექციური ნარკოტიკის მოხმარება.

  • ქრონიკული B ჰეპატიტი უფრო სწრაფად გადაიზრდება ცეროზში, საბოლოო სტადიის ღვიძლის დაავადებასა და ღვიძლის კიბოში იმ ადამიანებში, ვინც აივითა და B ჰეპატიტით ერთდროულად არის ინფიცირებული, ვიდრე, ადამიანებში, რომლებიც მხოლოდ B ჰეპატიტით არიან ინფიცირებულნი. თუმცა, ქრონიკული B ჰეპატიტი არ იწვევს აივ ვირუსის გაძლიერებას ადამიანებში, ვინც ორივე, აივითა და B ჰეპატიტით არიან ინფიცირებულნი.

 

შესაძლებელია B ჰეპატიტის თავიდან არიდება?

 

დიახ. B ჰეპატიტის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა B ჰეპატიტის ვაქცინა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, აივ ინფიცირებული და აივით ინფიცირების რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები უნდა აიცრან B ჰეპატიტზე (ან A ჰეპატიტის ვირუსისა და B ჰეპატიტის ვირუსების კომბინირებული ვაქცინით). B ჰეპატიტით ინფიცირებული პირების სექსუალური პარტნიორები ასევე უნდა აიცრან B ჰეპატიტის ვაქცინით.

 

ადამიანებს, მათ შორის, აივ ინფიცირებულ ადამიანებს შეუძლიათ გადადგან შემდეგი ნაბიჯები, რათა შეამცირონ B ჰეპატიტით ინფიცირების რისკი:

 

  • გამოიყენონ პრეზერვატივი სექსუალური აქტის დროს, რათა შეამცირონ B ჰეპატიტისა და სექსუალური გზით გადამდები სხვა დაავადებების, მათ შორის, გონორეასა და სიფილისის გადადების რისკები;

  • არ გააზიარონ ნემსები, შპრინცები და ინექციის სხვა საშუალებები;

  • არ გააზიარონ კბილის ჯაგრისები, საპარსი საშუალებები ან სხვა პირადი გამოყენების ნივთები, რომლებიც შესაძლოა კონტაქტში ყოფილიყო სხვა ადამიანის სისხლთან;

 

აივ ინფიცირებული ადამიანები უნდა შეემოწმონ B ჰეპატიტზე?

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, აივით ინფიცირებული ყველა ადამიანი უნდა შემოწმდეს B ჰეპატიტზე. შემოწმებამ შესაძლოა დაადგინოს B ჰეპატიტის ინფექცია მაშინაც, როცა ადამიანს არ აქვს აღნიშნული ინფექციის სიმპტომები.

 

არსებობს B ჰეპატიტის რამდენიმე სისხლის ანალიზი. სხვადასხვა ანალიზის პასუხს, სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენის ანალიზის დადებითი პასუხი გვაჩვენებს, რომ ადამიანს აქვს მოკლე ვადიანი ან ქრონიკული B ჰეპატიტი და შესაძლოა, ეს ვირუსი გადასცეს სხვებს.

 

რა არის B ჰეპატიტის სიმპტომები?

 

ზოგ ადამიანს, ვისაც აქვს მოკლევადიანი B ჰეპატიტის ვირუსი, არ აქვს სიმპტომები, თუმცა, ზოგს, შესაძოა ინფიცირებიდან მალევე გამოუვლინდეს ისინი. B ჰეპატიტის სიმპტომები მოიცავს შემდეგს:

  • მადის დაკარგვა;

  • დაღლილობა;

  • გულისრევა;

  • პირღებინება;

  • ცხელება;

  • მუცლის ტკივილი;

  • მუქი ფერის შარდი;

  • თიხის ფერის  განავალი;

  • სახსრების ტკივილი;

  • სიყვითლე;

B ჰეპატიტის მქონე ადამიანთა უმრავლესობას არ აქვს არც ერთი სიმპტომი და შესაძლოა, არ ჰქონდეთ სიმტპომი მრავალი წლის განმავლობაში. ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური შედეგები შესაძლოა ინფექციის პირველი ნიშანი იყოს.

 

რას გულისხმობს B ჰეპატიტის მკურნალობა?

 

ზოგადად, B ჰეპატიტის მკურნალობა ხდება ანტივირუსული მედიკამენტებით. მედიკამენტების მოქმედება ღვიძლის დაზიანების შემცირებაში გვეხმარება.

 

ადამიანებმა, ვინც ინფიცირებულნი არიან როგორც აივით, ასევე, B ჰეპატიტით, უნდა იმკურნალონ ორივე ინფექციაზე. ზოგი მედიკამენტი ეფექტიანია ორივე ინფექციის წინააღმდეგ.

 

მედიკამენტის არჩევა დამოკდიებულია ადამიანზე. მაგალითად, ზოგმა ადამიანმა, შესაძლოა მიიღოს აივ მედიკამენტი, რომელიც ასევე ეფექტიანია B ჰეპატიტის სამკურნალოდ. სხვა ადამიანებმა, შესაძლოა მიიღონ აივ მედიკამენტი და B ჰეპატიტის ანტივირუსული მედიკამენტი.

bottom of page