top of page

არვ.

  • აივის ანტირეტროვირუსული მკურნალობა (არვ)

  • რა არის ანტირეტროვირუსული მკურნალობა?

  • როგორ მოქმედებს ანტირეტროვირუსული მკურნალობა?

აივის ანტირეტროვირუსული მკურნალობა (არვ)

 

თუ შენ ხარ აივით ინფიცირებული, მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია შენი ჯანმრთელობისთვის, რადგან ის ამცირების აივის ვირუსის კონცენტრაციას (ვირუსულ დატვირთვას) შენს სხეულში და გეხმარება იმუნური სისტემის გაძლიერებაში.

 

რომ დარწმუნდე, რომ მკურნალობა კარგად მიდის, უნდა იყო კონტაქტზე ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლებთან, რათა მათ შეძლონ შენი პროგრესის მონიტორინგი, გაუმკლავდნენ გვერდით მოვკენებს საჭიროების შემთხვევაში, შეცვალონ მკურნალობა.

 

მკურნალობის გზები მუდმივად იხვეწება. აღარ არის საჭირო, რომ მიიღო ბევრი აბი, ასევე, გვერდითი მოვლენები ან გაცილებით მარტივად გამკლავებადია, ან საერთოდ არსებობს.

 

რა არის ანტირეტროვირუსული მკურნალობა?

 

ანტირეტროვირუსული მკურნალობა (რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ანტირეტროვირუსული თერაპია) არის პრეპარატები, რომლებიც მკურნალობენ აივზე. ბევრი აინვ ინფიცირებული ადამიანი მკურნალობს და შედეგად, ცხოვრობს ჯანმრთელად. აივის დღეს არსებული მკურნალობა არ განკურნავს მას, თუმცა, ის მართავს აივს და აკონტროლებს მას ძალიან ეფექტურად.

 

როგორ მოქმედებს ანტირეტროვირუსული მკურნალობა?

 

ანტირეტროვირუსული თერაპია ორგანიზმში აივის დაბალ დონეს ინარჩუნებს. აღნიშნული შესაძლებლობას აძლევს თქვენს იმუნურ სისტემას, რომ აღდგეს და გაძლიერდეს.

 

ვირუსის დაბალ დონეზე შენარჩუნება გეხმარებათ, თავიდან აირიდოთ ინფექციის გადაცემა.

 

კარგი ჯანდაცვისა და მკურნალობის პირობებში, ბევრი აივით ინფიცირებული ადამიანი ცხოვრობს იმდენივე ხანს, რამდენსაც ადამიანი, ვინც არ არის ინფიცირებული.

 

თქვენ შეგიძიათ გქონდეთ ურთიერთობები, იმუშაოთ ან ისწავლოთ, დაგეგმოთ ცხოვრება, იყოლიოთ ოჯახი - გააკეთოთ ყველაფერი, რასაც გააკეთებდით დიაგნოზის არარსებობის პირობებში.

 

ეფექტიანი მკურნალობა ასევე მიშნავს, რომ ზოგიერთი აივ ინფიცირებული ადამიანი აღწევს განუსაზღვრელ ვირუსულ დატვირთვას. ეს ნიშნავს, რომ ვირუსი იმდენად მცირე რაოდენობით არსებობს სისხლში, რომ ის გავლენას არ ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და ვირუსის გადაცემის რისკიც არ არსებობს. თუმცა, დაიმახსოვრეთ, რომ თუ შეწყვეტთ მედიკამეტის მიღებას, ვირუსული შემცველობა კვლავ გაიზრდება.

bottom of page