top of page

აივი და გენდერი.

  • გენდერული უთანასწორობა და აივ ინფექცია

  • როგორ ზრდის გენდერული უთანასწორობა ქალთა მოწყვლადობას აივ ინფექციის მიმართ?

  • ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობა და აივ ინფექცია

  • კულტურა და სოციალური ნორმები

  • შიდსის გლობალურ კამპანიებში აივ დადებითი ქალების აზრიანი ჩართულობა

გენდერული უთანასწორობა და აივ ინფექცია

  • აივ ინფექციას არაპრპორციული გავლენა აქვს ქალებისა და ახალგაზრდა გოგოების ცხოვრებაზე;

  • ფინანსური პრობლემები და ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობა, ქალებსუქმნის ბარიერს, რომ სექსუალური აქტის დროს კონდომი გამოიყენონ  და თავი დაიცვან აივ ინფექციისგან;

  • განათლების სექტორში გენდერული უთანასწორობა და ქალების შეზღუდული სოციალური ავტონომია, პრიდაპირ კავშირშია სექსუალური ჯანმრთელობის სერვისებზე დაბალ ხელმისავდომობასთან, აივ ტესტირებისა და მკურნალობის ჩათვლით.

გენდერული უთანასწორობა (გენდერული ძალადობისა და ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობის ჩათვლით), აუარესებს ქალებისა და გოგოების მოწყვლადობას აივ ინფექციის მიმართ და აბრკოლებს აივ სერვისებზე ხელმისაწვდომობას. 

გენდერული უთანასწორობის გავლენაა ისიც, რომ აივ ინფექციის შედეგები კიდევ უფრო მწვავედ აისახება ქალების ცხოვრებაზე. ძალაუფლების დინამიკიდან გამომდინარე, გენდერულ როლებს თანახმად, ახალგაზრდა ქალებს არ შეუძლიათ საკუთარი ცხოვრების შესახებ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. 

ეს უთანასწორობა კიდევ უფრო მწვავედ აისახება მარგინალიზებულ ქალთა ჯგუფებში, როგორებიც არიან, მაგალითად - სექს მუშაკები, ტრანსგენდერი ქალები, ინტრავენური ნარკოსაშუალებების მომხმარებელი ქალები და სხვ. მათ შემთხვევაში დისკრიმინაციისა და ძალადობის რისკი კიდევ უფრო მაღალია.

 

როგორ ზრდის გენდერული უთანასწორობა ქალთა მოწყვლადობას აივ ინფექციის მიმართ?

აივ ინფექცია არაპროპორციულ გავლენას ახდენს ქალებსა და გოგოებზე, საზოგადოებაში არსებული უსამართლო კულტურული, სოციალური და ეკონომიკური სტატუსის გამო.

ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობა, დისკრიმინაციული კანონები და დამაზიანებელი ტრადიციები, ხელს უწყობს უთანასწორო ძალაუფლების დინამიკის ჩამოყალიბებას ქალსა და კაცს შორის. ეს დინამიკა ზღუდავს ქალების არჩევანს, შესაძლებლობებს, ინფორმაციაზე, ჯანმრთელობისა, სოციალურ სერვისებზე, განათლებასა და დასაქმებაზე ხელმისაწვდომობას.

ქალები და გოგონები აივ ინფექციის მიმართ მოწყვლადები იყვნენ მეტწილად იმ კანონებისა და პოლიტიკის გამო, რომლებიც ინარჩუბდნენ ტრადიციულ გენდერულ როლებს და ასევე, მარგინალიზებული ჯგუფების ქალებს სერვისების მიღებას უზღუდავნენ.

დისკრიმინაციული სოციალური და კულტურული ნორმები კანონებში გადაიზრდება, რომლებიც შემდეგ ქალთა ავტონომიას ზღუდავს.

სტიგმა და დისკრიმინაცია კიდევ უფრო აუარესებს ქალთა მოწყვლადობას აივ ინფექციის მიმართ და ეპიდემიასთან სათანადო ბრძოლასაც ხელს უშლის. უფრო კონკრეტულად, მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენელი ქალები უამრავ ბარიერსა თუ გამოწვევას აწყდებიან, ძალადობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ჩათვლით, მათ შორის ჯანდაცვის დაწესებულებებში, არაინფორმირებული მომსახურე პერსონალის მხრიდან.

ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობა და აივ ინფექცია

ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობა მაღალია იმ ქალებში, ვინც დაოჯახებულია, ან ვისაც პარტნიორი ჰყავს, რასაც გავლენა აქვს ქალის გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაზე, საკუთარი ჯანმრთელობის და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით.

შიში, რომ ინტიმური პარტნიორი იძალადებს, ის მნიშვნელოვანი ბარიერია, რომელიც აფერხებს: აივ ტესტირებასა და კონსულტაციის მიღებას, აივ-პოზიტიური სტატუსის გამხელას, მკურნალობის დაწყებასა და განრიგის ზედმიწევნით მიყოლას, მათ შორის ორსულებში, იმ ქალებისათვის, რომლებიც ანტირეტროვირულ მკურნალობას (ART) იღებენ, ვირუსის დედიდან შვილზე გადაცემის პრევენციისთვის.

ზოგჯერ, ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობა ქალებზე არასრულწლოვან გოგონათა დაოჯახების კონტექსტში ხდება. გოგონები, რომლებსაც ბავშვობის ასაკში ათხოვებენ, უფრო ხშირად ხდებიან ცემის, ან მუქარის მსხვერპლები ქმრების მხრიდან; ხოლო მათი პირველი სექსუალური გამოცდილება მეტი ალბათობით იძულებითია, განსხვავებით იმ გოგონებისგან, რომლებიც მოგვიანებით დაქორწინდნენ.

 

ვინაიდან არასრულწლოვნები არიან, ბავშვ-პატარძლებს იშვიათად შეუძლიათ საკუთარი სურვილების დაფიქსირება, მაგალითად უსაფრთხო სექსის ქონა პარტნიორთან. ყველა ეს ფაქტორი აივ ინფექციის გადაეცმის რისკებს ზრდის.

მარგინალიზებული ჯგუფის წარმომადგენელი ქალები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობის მიმართ და შესაბამისად, აივ ინფექციასთან დაკავშირებული გართულებების უფრო მაღალ რისკ ჯგუფში არიან.

კულტურა და სოციალური ნორმები

ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობა დომინანტი კულტურისგან იღებს სათავეს, სადაც მასკულინობა, ფემინურობა და სექსუალობის საკითხები სოციალური ნორმებით კონტროლდება. კვლევები აჩვენებს, რომ გენდრული უთანასწორობა პატრიარქალური საზოგადოებების ნაწილია, განსაკუთრებით იქ, სადაც ქალის კონტროლი და კაცის ძალა-უფლება ყველაფერზე მაღლა დგას.

ქალთა მიმართ ძალადობა, ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობისა და გაუპატიურების ჩათვლით, გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთი შედეგია. აქვე, მსგავსი ძალადობა აძლიერებს და ხელს უწყობს გენდერულ უთანასწორობას როგორც საზოგადოებრივ, ისე პირადი ურთიერთობების დონეზე.

შიდსის გლობალურ კამპანიებში აივ დადებითი ქალების აზრიანი ჩართულობა

ქალები, რომლებიც აივ ინფექციით ცხოვრობენ უამრავ ბარიერს აწყდებიან, სანამ აივის შესახებ პოლიტიკის შექმნის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში შეძლებენ აზრიანად ჩართვას. ამ ბარიერებს შორისაა სტიგმა და დისკრიმინაცია, ეკონომიკური არასტაბილურობა, ინფორმაციასა და რესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა, არასაკმარისი ტრენინგები და მხარდაჭერის შესაძლებლობები. 

გარდა ამისა, არსებობს მხოლოდ მცირე რაოდენობის ინსტიტუციური მექანიზმები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქალები ლიდერულ პოზიციებზე ავიდნენ, ან მონაწილეობა მიიღონ აივ ინფექციასთან ბრძოლის პროგრამების შექმნაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში. იქაც, სადაც ეს შესაძლებლობები არსებობს, ორგანიზაციული შეზღუდვები და რესურსების ნაკლებობა ხელს უშლის აივ-დადებით ქალებს მონაწილეობის მიღებაში. 

bottom of page