top of page

აივ ინფექცია/შიდსი და

მედიკამენტების გვერდითი ეფექტები

ინფორმაცია პაციენტებისთვის

  • ცხოვრების ხარისხი აივ ინფექციის ადრეულ ეტაპზე;

  • არის მკურნალობის მიზანი დღეს;

  • მედიკამენტების სხვადასხვა გვერდითი ეფექტი;

  • კონტაქტი მკურნალ ექიმთან და სამედიცინო პერსონალთან;

  • რჩევები მკურნალობის უკეთ სამართავად.

აივ/შიდსის სფეროში მიღწეული წარმატებები ერთ-ერთი მნიშვნე-ლოვანი და უდიდესია თანამედროვე მედიცინის მიღწევებს შორის. 


ინოვაცია ფარმაკოინდუსტრიასა და მედიცინაში გამოიხატება იმით, რომ დღეისათვის არვ მედიკამენტების მიღება აღარ არის ისეთი რთული და არ იწვევს იმდენ გვერდით მოვლენებს, როგორც ეს ხდებოდა წლების წინ.


არვ მედიკამენტებს, ისევე როგორც, ნებისმიერ სხვა მედიკამენტს, შესაძლოა მაინც ჰქონდეს გარკვეული ტიპის გვერდითი მოვლენები, თუმცა მათი ეფექტურობა მნიშვნელოვანი და შეუფასებელია აივ ინფიცირებული ადამიანის სიცოცხლის ხარისხის და ხანგრძლივობის გაუმჯობესების კუთხით.


კარგი იქნება, თუკი დაელაპარაკებით ექიმს დანიშნული მედიკამენტ-ების შესაძლო გვერდით ეფექტებისაზე და მათი გავლენის შესახებ თქვენი ცხოვრების ხარისხზე.

ცხოვრების ხარისხი აივ ინფექციის ადრეულ ეტაპზე;

აივ ინფექციის ადრეულ ეტაპზე ბევრ ადამიანს აწუხებდა არვ მედიკამენტების ძლიერი გვერდითი ეფექტები - წონის კლება ან მატება, ნერვული სისტემის დაზიანება, დიარეა და ძილის დარღვევები. გვერდითი მოვლენები იმდენად ძნელი ასატანი იყო, რომ პაციენტებს ხშირად უხდებოდათ წამლის დოზების გამოტოვება, რომელიც თავის მხრივ გავლენას ახდენდა მკურნალობის ეფექტურობაზე. 


წამლის გვერდითი მოვლენები გავლენას ახდენდა პაციენტების არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობაზე. აღნიშნული გვერდითი მოვლენების დამალვა გარშემო მყოფთაგან პაციენტებისთვის ხშირად რთული იყო.
დღეისათვის, არვ მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს წინა წლებთან შედარებით შესაძლოა ჰქონდეთ წამლის გარკვეული გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს არ აფერხებს მკურნალობის გაგრძელებას, მით უფრო, რომ თანამედროვე მედიცინის და ფარმაკო ინდუსტრიის განვითარების წყალობით დღეისათვის მკურნალობის სხვადასხვა სამკურნალო რეჟიმებია ხელმისაწვდომი. 


წამლის გვერდითმა ეფექტებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ადამიანის ცხოვრების ხარისხის სხვადასხვა ასპექტზე: ოჯახი, სამსახური, სოციალური გარემო, მეგობრები, სქესობრივი ცხოვრება, ვარჯიში, კვება, ძილი.   

რა არის მკურნალობის მიზანი დღეს

დღესდღეობით აივ ინფექციის ეფექტური მკურნალობის მიზანი უფრო კომპლექსურია, იმის გათვალისწინებით, რომ ის უფრო ეფექტური და მოხერხებულია. მკურნალობაში დღეისათვის არსებულმა მიღწევებმა მკვეთრად შეაჩერა შიდსით ავადობა და სიკვდილის შემთხვევები, ასევე შეამცირა მკურნალობით გამოწვეული გვერდითი ეფექტები.

მკურნალობის მიზანია:

  • აივ ინფექციასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების რისკის შემცირება;

  • სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება;

  • ვირუსული დატვირთვის შემცირება და მინიმუმის ზღვარზე შენარ-ჩუნება;

  • მკურნალობის (მედიკამენტების) ისეთი რეჟიმების შენარჩუნება, რო-მელთაც ნაკლები გვერდითი ეფექტი აქვთ და მისაღებად ადვილია;

  • CD4 ლიმფოციტების რაოდენობის აღდგენა და შენარჩუნება;

  • აივ ინფექციის სხვა ადამიანებზე გადაცემის პრევენცია;

  • ასაკის მატებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის ისეთი პრობლემის (გამწვავების) თავიდან აცილება, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა, სისხლში ცხიმის შემცველობის მატება, თირკმლს და ძვლების პათოლოგიები.

 

მკურნალობის ეფექტები შესაძლოა განსხვავდებოდეს მედიკამენტების კლასის მიხედვით 

მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის მნიშვნელოვნად გაიზარდა მკურნალობის სქემების (რეჟიმი) რაოდენობა, ზოგიერთი კლასის მედიკამენტის მიღებას შესაძლოა თან ახლდეს გარკვეული ტიპის გვერდითი ეფექტები. 


გვერდითი ეფექტები შესაძლოა იყოს განსხვავებული, ის დამოკიდებულია თვითონ პაციენტზე და სამკურნალო სქემაზე. დღეისათვის უკვე არსებობს შესაძლებლობა, რომ შეირჩეს ნაკლები გვერდითი ეფექტების მქონე სამკურნალო სქემა.

არსებობს მედიკამენტების სხვადასხვა გვერდითი ეფექტი:

  • გულისრევა, ღებინება, დიარეა. ასეთი გვერდითი ეფექტები უკავშირდება ძირითადად ყველა კლასის მედიკამენტს და განსაკუთრებით პროტეაზას ინჰიბიტორებს. მნიშვნელოვანია, რომ მკურნალ ექიმს დაელაპარაკოთ და მოუყვეთ, თუ რა გვერდითი მოვლენები გაქვთ მკურნალობის დროს.

  • განწყობის ხშირი ცვლილება, შფოთვა, თავბრუსხვევა და ძილის დარღვევა. ეს მოვლენები ხშირად დაკავშირებულია არა ნუკლეოზიდების შებრუნებითი ტრანსკრიპტაზასთან (NNRTIs). 

  • თირკმელთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები - უკავშირდება ნუკლეიზიდების შებრუნებითი ტრანსკრიპტაზას (NRTIs). თუმცა, სპეციალური შარდის ტესტების საშუალებით შესაძლებელია ამ გვერდითი ეფექტების დადგენა.

  • ღვიძლთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები - NNRTIs ჯგუფის მედიკამენტებს (ნევირაპინი, ეფავირენცი) აქვთ ღვიძლის დაზიანების განვითარების დაბალი რისკი. შემთხვევათა 5%-ში პაციენტებს ამის გამო უცვლიან მკურნალობის რეჟიმს. ეს მედიკამენტები ნაკლებად გამოიყენება ეხლა ცალკე, ხშირად შედიან კომბინირებული ტაბლე-ტების შემადგენლობაში. თუკი დაგეწყოთ ქავილი, უნდა ჩაიტაროთ ტესტირება ღვიძლის ფერმენტებზე ALT ან AST. შესაძლოა სახეზე იყოს სისუსტე, ღებინება, ცუდი მადა, თვალის სკლერის და კანის სიყვითლე, ღვიძლის გადიდება, ღია ფერის განავალი და მუქი ფერის შარდი. ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართე ექიმს. ღვიძლის ტოქსიურობა როგორც წესი ვლინდება მკურნალობის და-წყებიდან 6 კვირის მანძილზე, თუმცა შესაძლოა უფრო გვიანაც გამოვლინდეს.  ღვიძლის ტოქსიურობის რისკი იზრდება ვირუსული ჰეპატიტებით კო-ინფექციების დროს.

  • წონის დაკარგვა (ლიპოდისტროფია) ან მატება - სიგამხდრე მეტად გამოხატულია ზემო და ქვემო კიდურებზე და დუნდულოებზე, წონის მატება კი გამოხატულია მუცლის, წელის და ზოგჯერ კისრის მიდამოებში. ძირითადად, მედიკამენტების გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია ლიპოდისტროფიის განვითარებასთან.

  • სისხლში ქოლესტერინის მატება, რაც ხშირად ასოცირებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებასთან. მსგავსი გვერდითი ეფექტები დაკავშირებულია პროტეაზას ინჰიბიტორებთან.

  • ანემია - ჟანგბადის შემცველი სისხლის წითელი უჯრედების დეფიციტი. ზიდოვიდინმა ან აზიდოთიმიდინმა შეიძლება გამოიწვიოს ანემია ძვლის ტვინზე ზემოქმედების გამო. ძირითადი სიმპტომია უკიდურესი დაღლილობა და სისუსტე. ამ სიმპტომების დაწყებისთანავე მიმართეთ ექიმს, რომ ჩაგიტარდეთ გამოკვლევები.

  • არსებობს სხვა მედიკამენტების პარალელური მოხმარების (არა არვ მედიკამენტების) შედეგად გამოწვეული გვერდითი ეფექტებიც.

 

 

კონტაქტი მკურნალ ექიმთან და სამედიცინო პერსონალთან;

არვ მკურნალობის სქემების და ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შესახებ ღია და გულწრფელი საუბარი  ექიმთან და სამედიცინო პერსონალთან დაგეხმარებათ მიიღოთ მეტი ინფორმაცია  და უკეთ გაართვათ თავი აივ ინფექციის მართვას და არვ მკურნალობას. 


კარგი იქნება, თუ წინასწარ მოემზადებით ექიმთან შესახვედრად, თქვენთვის ჩამოწერთ ყველა იმ შეკითხვას, რაზეც პასუხი გაინტერესებთ - როგორ გრძნობთ თავს მკურნალობის დროს, გაქვთ თუ არა რაიმე გვერდითი ეფექტი და როგორ აისახება ეს თქვენს კეთილდღეობაზე. 

 

რჩევები მკურნალობის უკეთ სამართავად

ექიმი ყოველთვის უპირატესეობას ანიჭებს იმ მედიკამეტს, რომელიც ეფექტურად იმოქმედებს აივ-ზე თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.


ჩვენი რეკომენდაციები დაგეხმარებათ უკეთ მართოთ თქვენი დაავადება და გქონდეთ ღია დისკუსია ექიმთან მკურნალობის არჩევანთან დაკავშირებით:

 

  • აწარმოეთ დღიური გვერდითი ეფექტების ჩასაწერად, სადაც აღნიშნავთ, თუ როგორ გრძნობთ თავს, როგორ მოქმედებს მედიკა-მენტი თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე;

  • ნახეთ ექიმს თქვენი ჩანაწერები ყოველი ვიზიტის დროს;

  • ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე დროულად, თუკი თვლით, რომ არსე-ბული წამლის გვერდითი ეფექტების გამო გესაჭიროებათ გასაუბრება, ნუ დაელოდებით სამედიცინო დაწესებულებაში ადრე შეთანხმე ბული თარიღის მოსვლას;

  • ექიმთან ერთად განიხილეთ, რამდენად სწორად მიდის თქვენი მკურნალობა. შესაძლებელია დადგეს მკურნალობის სქემის შეცვლის საჭიროება.

bottom of page