top of page

კო-ინფექციები.

  • რა არის ოპორტუნისტული ინფექცია?

  • რატომ ხვდებათ აივ ინფიცირებულ ადამიანებს ოპორტუნისტული ინფექციები?

  • შესაძლებელია ოპორტუნისტული ინფექციების მკურნალობა?

რა არის ოპორტუნისტული ინფექცია?

 

ოპორტუნისტული ინფექციები არის ინფექციები, რომლებიც უფრო ხშირად ან უფრო მწვავე გამოხატულებით გვხვდება სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში, ვიდრე ჯანმრთელი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში. სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში ასევე მოიაზრებიან აივით ინფიცირებული ადამიანები.

 

ოპორტუნისტული ინფექციები გამოწვეულია სხვადასხვა მიკროორგანიზმების შედეგად (ვირუსების, ბაქტერების, სოკოებისა და პარაზიტების). აღნიშნულის გამომწვევი მიკროორგანიზმები სხვადასხვა გზებით ვრცელდება, მაგალითად, ჰაერში, სხეულის სითხეებში ან დაბინძურებულ საჭმელსა თუ წყალში. ამერიკის შეერთებულ შტატებში აივ ინფიცირებულ ადამიანებში ყველაზე ხშირად გავრცელებული ოპორტუნისტული ინფექციებია:

  • ჰერპესი - ვირუსული ინფექცია, რაც მტკივნეულ შესიებას იწვევს პირის მიდამოში, ან წყლულებს გენიტალიებისა და ანუსის მიმდებარედ.

  • სალმონელა - ბაქტერიული ინფექცია, რაც ნაწლავებზე ახდენს გავლენას.

  • კანდიდოზი - პირის, ბრონქების, ტრაქეის, ფილტვების, საყლაპავი მილის ან ვაგინის სოკოვანი ინფექცია.

  • ტოქსოპლამოზი - პარაზიტული ინფექცია, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ტვინზე.

 

რატომ ხვდებათ აივ ინფიცირებულ ადამიანებს ოპორტუნისტული ინფექციები?

 

მას შემდეგ, რაც ადამიანს ხვდება აივი, ვირუსი იწყებს გამრავლებას და იმუნური სისტემის დაზიანებას. დასუსტებული იმუნური სისტემისთვის რთულია, აივთან დაკავშირებულ ოპორტუნისტულ ინფექციებთან ბრძოლა.

 

შესაბამისი მედიკამენტები აბრკოლებენ აივის მიერ იმუნური სისტემის დასუსტებას. მაგრამ თუ ადამიანი არ მიიღებს მედიკამენტებს, აივ ინფექციას შეუძლია თანდათანობით გაანადგუროს იმუნური სისტემა და გადაიზარდოს შიდსში (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი). ბევრი ოპორტუნისტული ინფექცია, მაგალითად, პნევმონიის ზოგიერთი ფორმა და ტუბერკულოზი მოიაზრებიან შიდსის განმსაზღვრელ პირობებად. შიდსის განმსაზღვრელი პირობები არის ინფექციები და კიბოები, რომლებიც აივ ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლისთვის რისკის შემცველია. 

 

შესაძლებელია ოპორტუნისტული ინფექციების მკურნალობა?

 

ბევრი მედიკამენტი არსებობს, რომლითაც შესაძლებელია აივთან დაკავშრებული ოპორტუნისტული ინფექციების მკურნალობა, ასეთია ანტივირუსული, აბტიბიოტიკური და ანტისოკოვანი მედიკამენტები. გამოსაყენებელი მედიკამენტის სახეობა დამოკიდებულია ინფექციაზე.

 

მას შემდეგ, რაც მოხდება ოპორტუნისტული ინფექციის წარმატებით განკურნება, ადამიანს შეუძლია გააგრძელოს იმავე ან დამატებითი მედიკამენტის მიღება, რათა თავიდან აირიდოს ინფექციის განმეორება.

bottom of page