top of page

ტრანსგენდერი პირები და აივ-ინფექცია
ჯანდაცვია მსოფლიო ორგანიზაცია

ევროპის რეგიონული ბიურო 

აღნიშნული დოკუმენტი აერთიანებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ ძირითად ინფორმაციასა და რეკომენდაციებს, რომლებიც შეეხება ტრანსგენდერ ადამიანებში აივ ინფექციის პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებს.

ჯანმოს მიერ 2011 წელს გამოშვებულ სახელმძღვანელოში „აივ ინფექციისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა მსმ-ებში და ტრანსგენდერ ადამიანებში“ ტრანსგენდერი ადამიანებისთვის განკუთვნილი რეკომენდაციები არ განსხვავდებოდა მსმ-ებისთვის განკუთვნილი რეკომენდაციებისგან. ჯანმო-ს მიერ 2014 წელს გამოცემულ სახელმძღვანელოში „აივ ინფექცია მოწყვლად ჯგუფებში: პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მოვლა“ ნათქვამია, რომ „ტრანსგენდერი პირების მოწყვლადობა და განსაკუთრებული სამედიცინო საჭიროებები განაპირობებს იმის აუცილებლობას, რომ მათ მიენიჭოთ დამოუკიდებელი და მკვეთრად განსაზღვრული სტატუსი აივ ინფექციასთან ბრძოლის გლობალურ ჩარჩოში“, ხოლო თვითონ ტრანსგენდერი პირები განიხილებოდნენ ცალკე საკვანძო პოპულაციად. აღსანიშნავია, რომ დღემდე ჯანმო-ს არცერთ დოკუმენტი არ ყოფილა მიძღვნილი ამ ჯგუფის განსაკუთრებულ საჭიროებებზე. ამ ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად, ეს დოკუმენტი წინ წამოსწევს აივ-თან მიმართებაში ჯანმო-ს რეკომენდაციებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აივ ინფექციის პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მოვლა ტრანსგენდერ პირებში, ასევე, მათი სამედიცინო და სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილება

bottom of page