C ჰეპატიტი, საჭირო გამოკვლევები
და მონიტორინგი
ინფორმაცია პაციენტებისთვის
-
როგორ ხდება C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა?
-
დიაგნოზის დადასტურება და ვირუსული დატვირთვა;
-
ვირუსის გენოტიპის განსაზღვრა;
-
ღვიძლის ფუნქციური გამოკვლევები:
-
ღვიძლის ბიოფსია;
-
ფიბროსკანი;
-
ფიბ 4;
-
ფიბრო-ტესტი და ფიბრო-მაქსი.
-
-
ზიანის შემცირების ცენტრები, რომლებშიც ხელმისაწვდომია უფასო კონფირმაციული კვლევა.
ცნობილია, რომ C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულთა უმეტესობა არ არის ინფორმირებული მისი დიაგნოზის შესახებ, რადგანაც არასდროს ჩაუტარებია შესაბამისი ტესტირება.
სისხლის ტესტირება და სხვა გამოკვლევების ჩატარება მნიშვნელოვანია C ჰეპატიტის დიაგნოზის დასმისა და შემდგომში მკურნალობის მონიტორინგის ჩატარების მიზნით.
როგორ ხდება C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა?
საწყის ეტაპზე ხდება სისხლის გამოკვლევა C ჰეპატიტის ანტისხეულებზე, ე.წ სწრაფი მარტივი ტესტების საშუალებით. აღნიშნული ტესტირება ტარდება სისხლის ან ნერწყვის გამოკვლევით.
სისხლში ანსტისხეულების აღმოჩენა ნიშნავს
იმას, რომ ადამიანი შესაძლოა
ინფიცირებული იყოს C ჰეპატიტის
ვირუსით მოცემულ ეტაპზე ან იგი
ინფიცირებული იყო წარსულში. სისხლში
ანტისხეულები ჩანს C ჰეპატიტისგან
თვითგანკურნების ან მკურნალობის შემდეგაც.
სხვა ინფექციების მსგავსად, C ჰეპატიტსაც აქვს საინკუბაციო პერიოდი (ეს არის პერიოდი ადამიანის ინფიცირებიდან დაავადების პირველი კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე), რაც 6-დან 10 კვირამდე გრძელდება.
უნდა აღინიშნოს, რომ შემთხვევათა 80%-ში დაავადების კლინიკური ნიშნები არ ვლინდება (უსიმპტომო მიმდინარეობა). ამიტომაც ამ დაავადებას ,,ალერსიან ან ჩუმ მკვლელად“ მოიხსენიებენ.
უსიმპტომო მიმდინარეობის დროს, დაავადების გამოვლენის ერთადერთი საშუალებაა სისხლის სეროლოგიური ანალიზი (სწრაფი მარტივი მეთოდი, იმუნოფერმენტული მეთოდი და სხვა).
ღვიძლის ფუნქციური გამოკვლევები
ვიძლის ფუნქციური გამოკვლევები აერთიანებს სისხლის სხვადასხვა ტიპის კვლევებს, რითაც დგინდება ღვიძლის დაზიანების ხარისხი. აღნიშნული კვლევების შედეგები შესაძლოა იყოს ან არ იყოს დაკავშირებული C ჰეპა ტიტთან, ისინი უშუალოდ ასახავენ ღვიძლის ფუნქციურ მდგომარეობას.
გამოიყენება ორი მნიშვნელოვანი და ყველაზე ხშირად გამოყენებადი კვლევა:
ALT (ალანინ ამინოსტრანსფერაზა) და AST (ასპარტატ ამინოსტრანსფერაზა). თუკი გამოკვლევამ აჩვენა, რომ სისხლში ორივე ნივთიერების შემცველობა მომატებულია, ეს მიუთითებს ღვიძლის ანთებით პროცესებსა და დაზიანებაზე.
თუმცა, თუკი ALT-ის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია, ეს არ გამორიცხავს C ჰეპატიტის ინფექციის არსებობას ორგანიზმში. ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლები შესაძლოა იცვლებოდეს დროთა განმავლობაში, მაგ. გაციების დროს ან მედიკამენტების მოქმედების შედეგად.
როგორც წესი, ერთი ცალკეული გამოკვლევის საფუძველზე დასკვნების გამოტანა, არ ხდება, რადგანაც შესაძლებელია თითოეული გამოკვლევის შედეგზე სხვა ფაქტორებიც მოქმედებდნენ.
საუკეთესო შემთხვევაში მკურნალი ექიმი აკვირდება ღვიძლის ფუნქციური გამოკვლევის შედეგებს დინამიკაში, რათა დაადგინოს ეს მაჩვენებლები მუდმივად მაღალ ან დაბალ დონეზე რჩება თუ გამოიკვეთა გარკვეული დინამიკა.
ღვიძლის სხვა ფუნქციური გამოკვლევები
C ჰეპატიტის ქრონიკულმა ინფექციამ შესაძლოა გამოიწყვიოს სისხლში თავისუფალი ბილირუბინის მომატებული რაოდენობა - ეს კი განაპირობებს სხეულის მოყვითალო-მომწვანო შეფერილობას.
ასევე იკვლევენ პროთრომბინის დროს (PT) - ამ ანალიზის საშუალებით იზომება დრო, რომელიც სჭირდება სისხლს შედედებისთვის. სისხლის შედედებისთვის საჭიროა ღვიძლის მიერ გამომუშავებული ვიტამინი K და ცილა (პროთრომბინი). თუკი პროთრომბინის წარმოქმნის დრო გახანგრძლივებულია, ეს მიუთითებს ღვიძლის დაზიანებაზე (რომელიც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს ვირუსულმა დაზიანებამ) ან ნაღვლის სადინარის
დახშობაზე.
ღვიძლის ბიოფსია
ღვიძლის ბიოფსიას ატარებენ ღვიძლის დაზიანების ხარისხის შესაფასებლად. ამ დროს ხდება ღვიძლის მცირე ზომის ნაწილის ამოღება სპეციალური ნემსის საშუალებით და მისი გამოკვლევა
მიკროსკოპით.
ფიბროსკანით
ფიბროსკანი (ფიბროელასტოგრაფია) -
ღვიძლის სიმკვრივის განსაზღვრის არაინვაზიური,
უმტკივნეულო და სწრაფი კვლევის მეთოდია,
რომელიც გამოიყენება ღვიძლის სხვადასხვა
დაავადებების (ქრონიკული C, B ჰეპატიტების
და სხვა) დროს ფიბროზის ხარისხის დასადგენად.
ხშირ შემთხვევაში ფიბროელასტოგრაფია ღვიძლის
ბიოფსიის ალტერნატიული მეთოდია.
ფიბ 4
ეს არის ღვიძლის დაზიანების ხარისხის დასადგენი არაინვაზიური
გამოკვლევა, რომელიც ეფუძნება ღვიძლის ამინოტრასფერაზების (ALT, AST) რაოდენობას, თრომბოციტების რაოდენობას და ასაკს. აღნიშნული ოთხი კომბინაციით დგინდება აქვს თუ არა პაციენტს ციროზი.
ფიბრო-ტესტი და ფიბრო-მაქსი
ორივე ტესტისათვის გამოიყენება სისხლის შრატი და ფასდება ღვიძლის დაზიანების ხარისხი. სისხლის შრატი გამოიყენება ღვიძლის სხვადასხვა ბიომარკერის იდენტიფიცირებისთვის, თითოეულ მარკერს ენიჭება ქულა, რომელთა დაჯამებით საბოლოოდ დგინდება ღვიძლის დაზიანება.
აღნიშნული ტესტების გამოყენება ყველა ინფიცირებულისათვის აუცილებელი არ არის.
ზიანის შემცირების ცენტრებში 2018 წლიდან ხელმისაწვდომია GenExpert-ის საშუალებით უფასო კონფირმაციული კვლევა ადგილზე. გარდა ამისა, ეს ცენტრები ეხმარებიან პაციენტებს სხვა საჭირო ტესტების უფასოდ ჩატარებაში სხვადასხვა კლინიკებში