top of page

მკურნალობის დაწყება.

  • როდის დავიწყოთ ანტირეტროვირუსული მკურნალობა?

  • რა არის აივ მკურნალობის დაწყების საუკეთესო საშუალება?

  • რა არის არვ მკურნალობის რეჟიმი?

  • რა ფაქტორების გათვალისწინება ხდება აივ მკურნალობის რეჟიმის არჩევისას?

  • რამდენი დრო სჭირდება ანტირეტროვირუსული თერაპიას, რომ იმოქმედოს?

  • რას ნიშნავს განუსაზღვრელი?

როდის დავიწყოთ ანტირეტროვირუსული მკურნალობა?

 

მკურნალობის გარეშე, აივ ინფიცირებული ადამიანები შესაძლოა გახდნენ ავად იმ ზიანის გამო, რაც აივს მოაქვს იმუნური სისტემისთვის. იმუნური სისტემა თქვენი ორგანიზმის გზაა, რომ დაიცვას თავი ბაქტერიებისა და ინფექციებისგან გამოწვეული ავადობებისგან.

 

რეკომენდებულია, რომ აივ ინფიცირებულმა ადამიანებმა ანტირეტროვირუსული მკურნალობა დაიწყონ დაუყოვნებლივ. აღნიშული ხორციელდება ქვეყნების მზარდ რაოდენობაში. ზოგ ქვეყანაში, გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როდის უნდა დაიწყოს ანტირეტროვირუსილი მკურნალობა, კვლავ დამოკიებულია CD4 ტესტზე, რომელიც ითვალისწინებს, თუ რამდენი CD4 უჯრედია სისხლის მცირე რაოდენობაში.

 

CD4 უჯრედები (მათ ასევე მოიხსენიებენ, როგორც T-დამხმარე უჯრედებს) იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ისინი ინფექციებსა და მიკროორგანიზმებს ებრძვიან. აივი თავს ესხმის CD4 უჯრედებს და ამცირებს მათ რაოდენობას ორგანიზმში. მკურნალობის გარეშე, აივი ნელა ასუსტებს იმუნურ სისტემას, რაც თქვენი ორგანიზმისთვის ართულებს ავადობის ან ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლას.

 

რა არის აივ მკურნალობის დაწყების საუკეთესო საშუალება?

 

აივის სამკურნალო პრეპარატებს ჰქვია ანტირეტროვირუსული პრეპარატები. არსებობს რამდენიმე განსხვავებული ტიპის პრეპარატი და ისინი სხვადასხვანაირად მოქმედებენ. აივის მკურნალობა მოიცავს სამი ან მეტი ანტირეტროვირუსული პრეპარატის ერთად მიღებას. ხანდახან, ეს პრეპარატები გაერთიანებულია ერთ აბში. 

 

არსებობს ბევრი ანტირეტროვირუსული პრეპარატი და შესაძლოა ისინი გაერთიანდეს სხვადასხვა გზებით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) რეკომენდაცია გასცა ანტირეტროვირუსული მედიკამემტების კომბინაციაზე აივის მკურნალობის დამწყები პირებისთვის:

  • TDF (ტელეფოვირი);

  • Either 3TC (ლამივუდინი) ან FTC (ემტრიციტაბინი);

  • და EFV (ეფავირენცი).

 

WHO-მ ასევე რეკომენდაცია გასცა ალტერნაიულ კომბინაციებზე. თქვენი ექიმი დაგაკვალიანებთ, რომელი პრეპარატებია თქვენთვის საუკეთესო არჩევანი.

 

რა არის არვ მკურნალობის რეჟიმი?

 

არვ მკურნალობის რეჟიმი არის ანტირეტროვირუსული მედიკამენტების კომბინაცია, რაც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ. აივის მკურნალობა (ასევე ცნობილი, როგორც ანტირეტროვირუსული თერაპია ან ART) იწყება არვ რეჟიმის შერჩევით. ადამიანები, ვინც მკურნალობენ, იღებენ აივ მედიკამენტებს მათი არვ რეჟიმის გათვალისწინებით ყოველ დღე. ანტირეტროვირუსული თერაპია ეხმარება აივ ინფიცირებულ ადამიანებს, იცხოვრონ უფრო დიდ ხანს, უფრო ჯანმრთელად და ასევე, ის ამცირებს აივის გადადების რისკს.

 

დღესდღეობით, ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ ნებადართული 30-ზე მეტი აივ მედიკამენტი არსებობს ინფექციის სამკურნალოდ. ზოგი აივ მედიკამენტი ხელმისაწვდომია კომბინაციაში (რამდენიმე მედიკამენტის გაერთიანებული ერთ აბში).

 

ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტი გვაწვდის აივ მედიცინის სახელმძღვანელოს. აღნიშნული სახელმძღვანელოს მიერ რეკომენდებულია, თერაპიის დაწყება რეჟიმით, რომელიც მოიცავს აივის სამ მედიკამენტს, მედიკამენტთა სულ მცირე ორი კლასიდან. 

 

რა ფაქტორების გათვალისწინება ხდება აივ მკურნალობის რეჟიმის არჩევისას?

 

აივ მკურნალობის რეჟიმში აივ მედიკამენტების ჩართვა დამოკიდებულია პიროვნების ინდივიდუალურ საჭიროებებზე. როდესაც ხდება რეჟიმის არჩევა, ინფიცირებული ადამიანები და მათი ჯანდაცვის პროვაიდერები ითვალისწინებენ შემდეგ ფაქტორებს:

  • სხვა დაავადებები და მდგომარეობები, რაც შესაძლოა ინფიცირებულ ადამიანს ჰქონდეს, როგორებიცაა, გულის დაავადება ან ორსულობა.

  • აივ მედიკამენტების შესაძლო გვერდითი მოვლენები;

  • აივ მედიკამენტების ან აივ მედიკამენტებსა და სხვა მედიკამენტებს (რომელთაც შესაძლოა ინფიცირებული ადამიანი იღებდეს) შორის პოტენციური ურთიერთრეაქციები;

  • მედიკამენტზე რეზისტენტულობის ანალიზის (ან სხვა ანალიზის) შედეგები. მედიკამენტზე რეზისტენტულობის ანალიზი აიდენტიფიცირებს, თუ რომელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აივ მედიკამენტები არ იქნება ეფექტიანი კონკრეტული პირის აივის წინააღმდეგ.

  • რეჟიმის მოხერხებულობა. მაგალითად, რეჟიმი, რომელიც შეიცავს ორ ან მეტ გაერთიანებულ აივ მედიკამენტს ერთ აბში, არის მოსახერხებლად გამოყენებადი;

  • ნებისმიერი საკითხი, რაც ართულებს აივ რეჟიმის დაცვას. მაგალითად, ადამიანის დაკავებულმა ცხოვრებისეულმა რეჟიმმა შესაძლოა გაართულოს აივ მედიკამენტის ყოველ დღიურ რეჟიმში მიღება;

 

რამდენი დრო სჭირდება ანტირეტროვირუსული თერაპიას, რომ იმოქმედოს?

 

აივის კონცენტრაცია (ვირუსული დატვირთვა) არის ადამიანის სისხლში აივის რაოდენობა. ანტირეტროვირუსული მკურნალობის მთავარი მიზანია, შეამციროს ვირუსის კონცენტრაცია განუსაზღვრელ ნიშნულამდე. განუსაზღვრელი აივ რაოდენობა ნიშნავს, რომ აივის დონე სისხლში ზედმეტად მცირეა იმისთვის, რომ აღმოჩენილ იქნას ვირუსის კონცენტრაციის განმსაზღვრელ ანალიზში.

 

ეფექტიანი ანირეტროვირუსული მკურნალობის დაწყებიდან, დაახლოებით სამიდან ექვს თვემდე დროა საჭირო, რათა სისხლში ვირუსულმა კონცენტრაციამ განუსაზღვრელ დონეს მიაღწიოს. განუსაზღვრელი ვირუსული დატვირთვა არ ნიშნავს, რომ ადამიანი განიკურნა აივისგან. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს კვლავ აქვს აივის გარკვეული რაოდენობა სხეულში, ვირუსის განუსაზღვრელი ოდენობა გვაჩვენებს, რომ მკურნალობა მოქმედებს ეფექტიანად და შეუძლია აივის მართვა. ამას გარდა, ინფიცირებული ადამიანები, ვინც ინარჩუნებენ სისხლში განუსაზღვრელ ვირუსულ დატვირთვას, არ არიან აივის გადაცემის რისკის ქვეშ მათი აივ უარყოფითი სექსულური პარტიონრებისთვის.

 

რას ნიშნავს განუსაზღვრელი?

 

  • ითვლება, რომ აივ ინფიცირებულ ადამიანს აქვს განუსაზღვრელი ვირუსული დატვირთვა, როდესაც ანტირეტროვირუსულ მკურნალობას მათი ვირუსლი ჩამოჰყავს ისეთ დაბალ ნიშნულამდე, რომ სისხლის ანალიზი ვერ ამჩნევს მას.

  • არ არსებობს აივის გადაცემის რისკი, თუ ექიმი დაადასტურებს, რომ ორგანიზმში ვირუსუს დატვირთვა განუსაზღვრელია. ასეთ შემთხვევაში, ადამიანი აგრძელებს მკურნალობას და ვირუსული დატვირთვის მონიტორინგს. განუსაზღვრელი = არაგადამდები.

  • ვირუსის განუსაზღვრელი მდგომარეობა არ არის მუდმივი მდგომარეობა და იმ შემთხვევაში, თუ შეწყვეტთ მედიკამენტების მიღებას, ვირუსის დატვირთა ისევ აიწევს.

bottom of page