top of page

აივი და C ჰეპატიტი.

  • რა არის C ჰეპატიტი?

  • როგორ ვრცდელდება C ჰეპატიტი ადამიანიდან ადამიანზე?

  • რა კავშირია აივსა და C ჰეპატიტს შორის?

  • შესაძლებელია C ჰეპატიტის თავიდან არიდება?

  • უნდა შეემოწმონ თუ არა აივ ინფიცირებული ადამიანები C ჰეპატიტზე?

  • რა არის  C ჰეპატიტის ნიშნები?

  • რას გულისხმობს C ჰეპატიტის მკურნალობა?

რა არის C ჰეპატიტი?

 

C ჰეპატიტი არის ღვიძლის ინფექცია, რაც გამოწვეულია C ჰეპატიტის ვირუსით (HCV). აბრევიატურა HCV შესაძლოა ნიშნავდეს ან ვირუსს, ან მის მიერ გამოწვეულ ინფექციას.

 

C ჰეპატიტი შესაძლოა იყოს მოკლე ვადიანი ან გრძელვადიანი (ქრონიკული) დაავადება:

 

  • მოკლევადიანი C ჰეპატიტი ვლინდება ინფიცირებიდან 6 თვის განმავლობაში. ადამიანთა უმეტესობაში, მოკლევადიანი C ჰეპატიტი გადაიზრდება ქრონიკულში;

  • ქრონიკული C ჰეპატიტი შესაძლოა გაგრძელდეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მკურნალობის გარეშე,  ქრონიკულმა C ჰეპატიტმა შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის კიბო ან ღვიძლის მწვავე  დაზიანება, რომელმაც თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის გათიშვა.

 

C ჰეპატიტი გადამდები ინფექციაა, რომელის შესაძლოა გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე.

 

როგორ ვრცდელდება C ჰეპატიტი ადამიანიდან ადამიანზე?

 

C ჰეპატიტის გადაცემა ძირითადად ხდება ინფიცირებლული ადამიანის სისხლთან კონტაქტით. ამერიკის შეერთებულ შტატებში, C ჰეპატიტი ძირითადად ვრცელდება ნემსების ან სხვა ინექციური საშალებების გაზიარებით ინფიცირებულ ადამიანთან. C ჰეპატიტი ასევე შესაძლოა გავრცელდეს სექსუალური კონტაქტით. სექსუალური კონტაქტით C ჰეპატიტის გადაცემის რისკი დაბალია, თუმცა, რისკი იზრდება აივ ინფიცირებული ადამიანების შემთხვევაში.

 

რა კავშირია აივსა და C ჰეპატიტს შორის?

 

გამომდინარე იქიდან, რომ აივიცა და C ჰეპატიტიც სისხლში ვრცელდება, ინექციური ნარკოტიკის მოხმარება მაღალი რისკ ფაქტორია ორივესთვის. შპრიცებისა და სხვა ინექციური საშუალებების გამოყენება ზრდის აივით ან C ჰეპატიტით ინფიცირებულ სისხლთან კონტაქტის რისკს.

 

იმ ადამიანებში, ვინც აივით და C ჰეპატიტით ერთად არიან ინფიცირებულნი, აივმა შესაძლოა ქრონიკული C ჰეპატიტი უფრო სწრაფად გაამწვაოს. ჯერ უცნობია, C ჰეპატიტს თუ შეუძლია აივის უფრო სწრაფად გამწვავება.

 

შესაძლებელია C ჰეპატიტის თავიდან არიდება?

 

C ჰეპატიტისგან საუკეთესო თავდაცვაა ინექციური ნარკოტიკების მოუხმარებლობა. თუ მოიხმართ ინექციურ ნარკოტიკს, ყოველთვის გამოიყენეთ სტერილური ნემსები და არ გააზიაროთ. ხელმეორედ არ მოიხმაროთ ნემსები, შპრიცები ან ინექციის სხვა საშუალებები.

 

ადამიანებს, მათ შორის, აივ ინფიცირებულ ადამიანეს შეუძლიათ გადადგან შემდეგი ნაბიჯები C ჰეპატიტით დაინფიცირების რისკის შესამცირებლად:

 

  • არ გააზიარონ კბილის ჯაგრისი, საპარსი საშუალება ან სხვა პირადი მოხმარების ნივთი, რომელიც შესაძლოა კონტაქტში ყოფილიყო სხვა ადამიანის სისხლთან;

  • თუ გაიკეთებთ ტატუს ან პირსინგს, დარწმუნდით, რომ ინსტრუმენტები, რომლებსაც იყენებენ, არის სტერილური;

  • გამოიყენონ პრეზერვატივი სექსის დროს. C ჰეპატიტის სექსუალური გზით გადადების რისკი დაბალია, თუმცა რისკი იზრდება აივ ინფიცირებულ ადამიანებში. პრეზერვატივის გამოყენება ამცირებს აივის გადადებისა და სექსუალური გზით გადამდები სხვა დაავადებებით ინფიცირების რისკს, როგორებიცაა, გონორეა და სიფილისი.

 

უნდა შეემოწმონ თუ არა აივ ინფიცირებული ადამიანები C ჰეპატიტზე?

 

ყველა აივ ინფიცირებული ადამიანი უნდა შეემოწმოს C ჰეპატიტზე. როგორც წესი, ადმიანები პირველ რიგში C ჰეპატიტის ანტისხეულის ანალიზს იკეთებენ. ეს ანალიზი ამოწმებს სისხლში C ჰეპატიტის ანტისხეულებს. C ჰეპატიტის ანტისხეულები დაავადებასთან მებროლი პროტეინებია, რომელსაც სხეული გამოყოფს C ჰეპატიტის ინფექციის საპასუხოდ.

 

C ჰეპატიტის ანტისხეულებზე დადებითი პასუხის ანალიზი ნიშნავს, რომ ადამიანი კონტაქტში მოვიდა C ჰეპატიტის ვირუსთან სიცოცხლის განმავლობაში. აღნიშნული დადებითი პასუხი არ ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს C ჰეპატიტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ანალიზის დადებითი შედეგი უნდა დადასტუდეს მეორე ანალიზით. შემდგომი ანალიზი ამოწმებს, არსებიბს თუ არა C ჰეპატიტი ადამიანის სისხლში. აღნიშული ანალიზის დადებითი შედეგი ადასტურებს, რომ ადამიანს აქვს C ჰეპატიტი.

 

რა არის  C ჰეპატიტის ნიშნები?

 

მოკლე ვადიანი C ჰეპატიტით ინფიცირებული ადამიანების უმეტესობას არ აქვს სიმპტომები. თუმცა, ზოგი ინფიცირებული ადამიანი C ჰეპატიტის ნიშნებს ინფიცირებიდან მოკლე დროში ავლენს. მოკლევადიანი C ჰეპატიტის ნიშნები მოიცავს შემდეგ სიმპტომებს:

  • ცხელება;

  • დაღლილობა;

  • მადის დაკარგვა;

  • გულისრევა;

  • პირღებინება;

  • მუცლის ტკივილი;

  • მუქი ფერის შარდი;

  • თიხის ფერის განავალი;

  • სახსრების ტკივილი;

  • სიყვითლე;

ქრონიკული C ჰეპატიტის მქონე ადამიანების უმეტესობას არ აქვს არანაირი სიმპტომი. ქრონიკული C ჰეპატიტის აღმოჩენა ხშირად ხდება რუტინული ღვიძლის ფუნქციის კვლევისას.

 

რას გულისხმობს C ჰეპატიტის მკურნალობა?

 

C ჰეპატიტის მკურნალობა ხდება ანტივირუსული მედიკამენტების საშუალებით, რომელთაც პირდაპირ მოქმედი ანტივირუსები ეწოდება (DAAs). ბევრი უფრო ახალი C ჰეპატიტის მედიკამენტი უფრო ეფექტიანია და აქვს უფრო ნაკლები გვერდითი მოვლენა, ვიდრე ძველს. ახალ მედიკამენტებს შეუძლია განკურნოს C ჰეპატიტი ადამიანების უმრავლესობაში.

 

აივითა და C ჰეპატიტით ინფიცირებულ ადამიანებს, შეუძლიათ იმკურნალონ ორივე ინფექციაზე.

bottom of page