top of page

პრეპი და გვედითი მოვლენები

ინფორმაცია პაციენტებისთვის

  • რა გვერდითი ეფექტი აქვს პრეპს?

  • რა გზით იმართება გვერდითი მოვლენები;

  • რეკომენდაციები - პრეპის დაწყებამდე;

პრეპი არის აივ/შიდსის პრევენციის ახალი მეთოდი
აივ უარყოფითი პირებისთვის. ყოველღიურად 1
ტაბლეტის მიღებით და დოზების არ გამოტოვებით, აივ
ინფიცირების რისკი 100%-ით იკლებს გეი წყვილებსა
და ტრასნგენდერებს შორის. (UK PROUD კვლევა)

გვერდითი ეფექტი აქვს პრეპს?

გამოკითხულ პირთა უმრავლესობა, რომელიც ამჟამად იღებს პრეპს, ამბობს, რომ მათ შემთხვევაში გვერდითი ეფექტი არ გამოვლენილა, თუმცა ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ მედიკამენტს, პრეპსაც ახასიათებს გვერდითი ეფექტები, რომელიც შესაძლოა არც კი გამოვლინდეს.

 

ხოლო მათ შორის, ვინც აღნიშნავს გვერდით ეფექტებს, ყველაზე მეტად გავრცელებულია გულისრევის შეგრძნება, დიარეა, თავის ტკივილი და ზოგადი სისუსტე. როგორც წესი, ეს ჩივილები მაქსიმუმ 2-3 კვირაში ქრება. 


ჩამოთვლილი სიმპტომები აღენიშნება ათი ადამიანიდან ერთს, მედიკამენტის მიღების დაწყებიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში.


იშვიათად გრძელვადიანი გვერდითი ეფექტების სახით შეიძლება გამოვლინდეს ცვლილებები თირკმლის ფუნქციებში და ძვლის მინერალურ სიმკვრივესთან დაკავშირებული პრობლემები. 


გამომდინარე აქედან, როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი გვერდითი მოვლენები, საჭიროებს რეგულარულ მონიტორინგს.

 

პრეპის პროგრამა, რომელიც საქართველოში ხორციელდება, მოიცავს ექიმის რეგულარულ მეთვალყურეობას და საჭირო ანალიზების ჩატარებას აღნიშნული გვერდითი მოვლენების თავიდან აცილებისა და მართვის მიზნით:


- პაციენტეს უნდა მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია გვერდითი
მოვლენების შესახებ;

- სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პაციენტების გაძლიერებული მხარდაჭერა პროგრამაში ჩართვიდან საწყის ეტაპზე, რათა მოკლევადიანი გვერდითი მოვლენების გამო არ მოხდეს მედიკამენტის მიღების შეწყვეტა;


- სამედიცინო პერსონალმა/ექიმებმა უნდა განიხილონ პაციენტისათვის დამატებითი მედიკამენტების დანიშვნა, გვერდითი მოვლენების ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის თავის ტკივილის, დიარეის, გულისრევის, მეტეორიზმის და სხვა საწინააღმდეგო მედიკამენტების დანიშვნა;


- პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ყოვლისმომცველი კონსულტირება ისეთი ტიპის გვერდითი მოვლენების შესახებ, რომლებიც საჭიროებენ დაუყოვნებლივ ჩარევას. მათ, შორის მწვავე აივ ინფექციის სიმპტომების განსაზღვრას და თირკლმის მწვავე უკმარისობის განსაზღვრას.


- გვერდითი მოვლენების მართვაში სამედიცინო პერსონალის გარდა, მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკის, საველე მუშაკის, თანასწორგანმანათლებლის ან სხვა სათემო მუშაკების ჩართვა, რათა მოხდეს პაციენტის უწყვეტი მხარდაჭერა სამედიცინო დაწესებულების გარეთ.

საქართველოში პრეპის პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია 18 წლიდან. პროგრამა სრულად უფასო, კონფიდენციალური და ანონიმურია.


მიუხედავად იმისა, რომ პრეპი გამოირჩევა აივ ინფიცირებისგან დაცვის მაღალი ხარისხით, არ უზრუნველყოფს დაცვას სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, შესაბამისად პრეპი გამოიყენება კომბინაციაში სხვა პროფილაქტიკურ ღონისძიებებთან ერთად.

საერთაშორისო პრაქტიკაზე და რეკომენდაციებზე დაყრდნობით პრეპი უნდა ჩატარდეს მსმ/ლგბტ თემის წევრების ჩართულობითა და მათი მეთვალყურეობის ქვეშ, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს ბენეფიციარზე ორიენტირებული მომსახურების მიწოდება და მხარდაჭერა.


პრეპი უნდა ჩატარდეს აივ მედიკამენტების დანიშვნის გამოცდილების მქონე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ეროვნული გაიდლაინის მიხედვით პრეპის დაწყებამდე რეკომენდირებულია:

 

- პრეპ-ის დანიშვნამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ პირი აივ ნეგატიურია;


- არ უნდა ჰქონდეს მწვავე რეტროვირუსული დაავადების სიმპტომები და უნდა იყოს უარყოფითი აივ ანტისხეულებზე;


- პრეპის მიმდინარეობის პერიოდში ზემოთ აღნიშნული ტესტი უნდა გამეორდეს ერთ თვეში და შემდეგ ყოველ სამ თვეში ერთხელ;


- პრეპი უნდა შეწყდეს დაუყონებლივ მწვავე აივ/შიდსის სიმპტომების გამოვლენის ან აივ სეროკონვერსიის შემთხვევებში;


- აივ დადებითი ადამიანი უნდა გადამისამართდეს შესაბამის ცენტრში აივ/შიდსის სპეციალისტთან;


- პრეპის დანიშვნამდე უნდა ჩატარდეს ტესტირება B ჰეპატიტზე, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე, C ჰეპატიტსა და სიფილისზე (anti-HCV, TPHA)


- ბენეფიციარს უნდა ჩაუტარდეს კონსულტირება იმის შესახებ, რომ PrEP არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებებისგან; 


- პრეპ დანიშვნამდე აუცილებელია პაციენტის კონსულტირება იმის შესახებ, რომ მედიკამენტი მოქმედებს თირკმელებისა და ძვლის ჯანმრთელობაზე. პრეპის დაწყებამდე აუცილებელია თირკმელების ფუნქციური შეფასება.


- პრეპის დანიშვნამდე, ასევე მისი მიმდინარეობის პერიოდში, აუცილებელია კონსულტირება დამყოლობის შესახებ. მედიკამენტი ეფექტურია მხოლოდ ყოველდღიური მიღების შემთხვევაში; დამყოლობის კონსულტირება უნდა  განხორციელდეს სულ მცირე სამ თვეში ერთხელ;


- პრეპის დანიშვნამდე, ასევე მისი მიმდინარეობის პერიოდში, აუცილებელია კონსულტირება აივ ინფექციასთან დაკავშირებული სარისკო ქცევის შემცირების შესახებ. რისკის შემცირების კონსულტირება უნდა განხორციელდეს სულ მცირე სამ თვეში ერთხელ;


- აუცილებელია კონსულტირება იმის შესახებ, რომ მედიკამენტი ინიშნება ხანგრძლივად, თუმცა პირველი მიღებისას გადაეცემა ერთი თვის მარაგი, ხოლო შემდეგ არა უმეტეს სამი თვის მარაგისა;


- უწყვეტად უნდა განხორციელდეს პაციენტების მონიტორინგი აივ
ინფექციაზე, სგგიზე, მედიკამენტის ტოქსიურობაზე, რისკის დონეებზე, რათა მოხდეს თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურების მიწოდება;


- პრეპის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ადამიანის სპეციფიურ საჭიროებებსა და ქცევებზე, შესაბამისად ის უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად.

bottom of page